Thursday 25 December 2008

Paris, I am coming !!! :)

Goodbye Georgia !

Viva la France !

გემშვიდობებით ყველას და ახალ წელს გილოცავთ წინასწარ :)

კარგი დრო ატარეთ ! :)

Tuesday 23 December 2008

...

და აი დარჩა 2 დღე :)

დღეს ნანო, ნატა და მე Euro 26–ის ასაღებად წავედით, International Student Card არის ეს უკანასკნელი :) იქ ბევრ რამეში წაგვადგება და მაინც ყოველი შემთხვევისთვის იყოს :)

მერე კრეპები ვჭამეთ ( კუჭს აქედანვე ვამზადებთ უკვე) :)

მოკლედ რომ ვთქვა : ბედნიერი ვარ !!!!!!!!!!

ცხოვრება მიხარია, მიხარია, მიხარიაააააააააააააააააააააა :)

Sunday 21 December 2008

My best friend is back

ეკა ჩამოვიდააააააააააააააააააააააა :)

ძალიან,ძალიან მიხარია !!!

დღეს ვნახეთ მე და თეამ ჩვენი საყვარელი გოგო :)

I love you, girls :)

Wednesday 17 December 2008

სიყვარულის ბუშტიანი პოსტი

დღეს 17 დეკემბერია ანუ შესაბამისად ბარბარობის დღესასწაული :)

ბედობაც. ძალიან კარგად მახსოვს შარშანდელი 17 დეკემბერი, აქაც მაქვს დაწერილი პოსტი, რაც დამებედა იმ დღეს მთელი წელი თან მდევდა :) ზოგი რამ კაი იყო, ზოგი არც ისე.

დღესაც ასე. ზოგი კარგი რამე დამებედა, ზოგიც ცუდი ( ნუ, მე არ მინდოდა). შესაბამისადაც ალბათ ესეთი წელი მექნება, თუმცა მეორე ბედობაც წინ არის 2 იანვარს და ყველაფერი კარგი დამებედება, that I know for sure :) იმიტომ,რომ აქ არ ვიქნებიიიიი და დილას რო გავიღვიძებ და თვალს გავახელ პარიზის ცას დავინახავ და არა თბილისის :)

ბევრი რამე მომბეზრდა მაგრად, სიტუაციამ მოიტანა თუ რამ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა. მომბეზრდა და პლიუს ფეხებზეც მკიდია :) და მამენტ კაია (ვისთვის როგორ)

ისეთი რაღაცეები დავიკიდე, რომ ადრე ვერც კი წარმოვიდგენდი.

ხოდა ვარ ასე :)

***

მიყვარს დედაჩემის ლობიანები, ხრაშუნა თოვლი,თოვლით გადათეთრებული სახლის სახურავები, ცხელი ჩაი,ჩემი წიგნი,ჩემი კაშნე და ჩემი ქუჩა. ჰაერში გუნდები, მიწაზე ჭყაპი, ოდნავ მზე რომ ანათებს და ჰაერი წმინდაა.
მიყვარს რო მცივა და თან მცხელა, მიყვარს დილას რო ავდგები და დათოვლილ მზიურს რო დავინახავ(ისეთი ლამაზიაააა), მიყვარს თბილად რომ ვარ და გარეთ ცივა, წყნარი მუსიკით რომ იღვიძებ, მერე დღეც ხო ლამაზია :)
მიყვარს ჩემი მეგობრები, კი არ მიყვარს ვგიჟდები,მიყვარს ჩემი უბანი და ჩემი სკოლა,უნიც მიყვარს,ჩემი ჯგუფი,ჩემი საყვარელი გოგოები :) ცხოვრება ხო მიყვარს და მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ life's a shit მაინც, ხანდახან რო ძააან აუტანელია და მერე უცებ ძაააან რო გიყვარს.
და ეს საშინელი თბილისიც მიყვარს, თავისი დამპალი ხალხით და ბანძობებით და გოიმობებით, აქ დავიბადე და გავიზარდე ბოლო ბოლო.


მართლა მიყვარს ეს ყველაფერი და რა ვქნა ?! :)

Sunday 14 December 2008

Sunday

დღეს სახლში ყოფნის დღე იყო და ჯერ კიდევაც არის.

ახლა გემრიელი რაღაც გავიკეთე და კმაყოფილი ვჭამ ამ სალათას. სანამ სალათას გავაკეთებდი მანამდე ფრანგულის გაკვეთილებს ვუსმენდი, ძაან მომწონს ეს Listening-ები და გაღიმებული სახით ვუსმენ ხოლმე. Livemocha.com კი მივაგდე,მაგრამ დავუბრუნდები აუცილებლად. იქაც კარგი სავარჯიშოებია :)

მიხარია,რომ ჩემი ფრანგულის ცოდნა საშუალებას მომცემს პარიზში რომ გაქცეული მოვაბრუნო :))) ანუ რამე თუ დამჭირდა ვიკითხავ,მენიუში რაც წერია ისიც თავისუფლად მესმის და ნუ ელემენტარული მესმის, თან ყურში ქუჩაში რომ სულ ფრანგული მომხვდება ძირითადად, ასე თუ ისე გავარკვევ რაღაცას.

ახალი წელი უკვე გზაშია :) Santa is coming,ppl :)

ბავშვობიდან ვფიქრობ ხოლმე რას მომიტანს თოვლის ბაბუა,მაგრამ წელს უკვე მომიტანა დიდი საჩუქარი და ხმას არ ვიღებ :) ამაზე დიდი საჩუქარია არასდროს მოუტანია pour moi :) აი უკვე ფრანგულადაც მოდის თავში სიტყვები, c'est si bon :)

ჩემი iGoogle ლამაზად მოვაწყე, gadget-ები მივუმატე და ამაყად შევცქერი :) პარიზის ამინდიც დავუმატე :P უახლოესი 1 კვირის ამინდს რომ დავხედე,თავში უცებ წარმოვიდგინე რამდენი თბილი რამე უნდა წავიღო, რომ არ გავიყინო,მითუმეტეს,რომ ჩვენ მთელი დღე გარეთ უნდა ვიყოთ.

თან ვჭამ,თან საიტებს ვათვალიერებ იქნებ რამე იაფად ვნახო ბარი/კაფე სადაც ახალ წელს შევხვდებით. Cafe Costes-ის ნიუსები ვერ ვნახე,მაგრამ ვნახე Le Nouvel An au Buddha Bar,Le Nouvel An au Bound Bar და მომინდა :) მაგრამ ალბათ მაინც ეიფელთან ვიქნებით,ყვირილ–ხტუნაობაში :)))) but,anyway, ზედმეტი ინფორმაცია არავის წყენს.


http://www.buddha-bar.com/ ვრთავ ხოლმე ამ საიტს და გაისმის კარგი მუსიკა ...



...

Hope.

Mood : Optimistic

:)

Tuesday 9 December 2008

A Cup of Tea

ელემენტარული ყურადღებაც როგორ გსიამოვნებს ხანდახან ადამიანს :)

ის 1 ჭიქა ჩაი მალამოსავით იყო ჩემთვის :)

მიხარია, რომ ყურადღებიანი ბიჭები კიდევ არსებობენ და დინოზავრებივით არ გადაშენებულან :)))

Monday 8 December 2008

Silence Please...

ისევ და ისევ სიყვარული უნდა ავუხსნა ჩემს ბლოგს :)

მართლა მიყვარს ეს ადგილი, ჩემია და იმიტომ. ყველაფერი ჩემია, აზრებიც, ემოციებიც და ფიქრებიც ... რამდენი რამეა აღწერილი, ზოგი კარგად, ზოგი ცუდად. ასეა თუ ისე, ბლოგი თავის მოვალეობას კარგად ასრულებს და იმედია მომავალშიც ასე იქნება.

წელიწადზე მეტი დრო გავიდა რაც გავხსენი ეს ბლოგი... ახლა რომ ვუკვირდები, ყველა დროს თავისი ხიბლი აქვს. კარგ ხასიათზე ყოფნასაც და ცუდზეც, ნეიტრალურზეც. ზოგ რაღაცაზე მერე გეცინება, გარკვეული დრო რომ გავა, ახლა ვზივარ და იმას ვხვდები, რომ რაც ახლა თავში მაქვს იმაზე გამეცინება მინიმუმ ნახევარი წლის მერე.

არაფერი ვიცი.

ბევრი რამის მიმართ ინტერესიც დავკარგე.

თავს აღარ ვიწუხებ ასევე ბევრ რამეზე ფიქრით, ყველა თავის თავს მიხედავს როგორმე, ჩემს გარეშეც. გულთან ახლოს აღარ მივიტან იმ სისულეებს, რაზეც იგივე 2 წლის წინ მაწუხებდა. ამ ცხოვრებაში ისედაც ბევრი საფიქრალია ...

ხანდახან სურვილი მიჩნდება, რომ ერთი 3 თვე დავიძინო. რა დებილური აზრია ისე, მაგრამ ფაქტია, რომ ხანდახან თავში მომდის ხოლმე.

Sunday 7 December 2008

во мне ...

во мне
корабли
во мне
города
во мне
вся любовь
во мне
все что есть.

Saturday 6 December 2008

...

2 დღეა ზემფირას ვუსმენ.

ახლა მთელი კონცერტი გადმოვიწერე რიგის და ვტკბები :)

ეს კვირა საგიჟეთი იყო ...

ტვინშიც საგიჟეთი იყო ... აი ქაოსი რომ გაქვს თავში, რო ვერ გაგირკვევია რა ხდება.

საერთოდაც, რატომ ხდება, რომ რაც გვინდა ის არ გამოდის და რაც არ გვინდა ის,პირიქით,ხდება ?! უმეტესად ასეა ხოლმე .

ხან მიხარია, ხან არ მიხარია,მერე რაღაცეები რომ მახსენდება ისევ მიხარია... ზოგი რაღაცეების გახსენებაზე ვიგრუზები . არადა ყველაფერი გენიალური ხომ ასეთი მარტივია, შეიძლება რომ იყოს, მაგრამ რაღაც უაზრო პრინციპების გამო არააა.

არ არის ეტყობა საჭირო და მაგიტომ.

არასდროს დამიკარგავს იმედი და არც ახლა დავკარგავ.

Everything will be Okay...

Wednesday 3 December 2008

...

Jazz band goes jingle jangle
Vicious monkeys gamble
Shouting Merry Christmas and come on ...


Love this song :)