Sunday 27 December 2009

...

ისევ Keith Jarrett ჩემს ყურსასმენებში...
არაერთხელ მომისხენებია ჯარეტი ჩემს პოსტებში და ალბათ მიხვდებოდით, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მუსიკოსია.
დღევანდელ დღესაც ჯარეტის დღე მაქვს, შეიძლება ასეც ითქვას. პერიოდულად ვუსმენ სხვა რამეებსაც, მაგრამ ძირითადად მაინც K.J-s.

რაღაც მშვიდი დღე იყო დღეს, სახლში ვიყავი ძირითადად, თუ არ ჩავთვლით ნახევარ საათიან გარეთ გასვლას, კანფეტები და შოკოლადები ვიყიდე ახალი წლისთვის.

დიდი ხალისი არ მაქვს, ალბათ მერე მექნება განწყობა მომდევნო დღეებში :)

Let's see :)

Saturday 26 December 2009

...

შარშან ამ დროს უკვე ჩალაგებული მქონდა ჩემოდანი და საათებს ვითვლიდი :)
როგორ მალე გადის დრო...
ჩემი ყველაზე მაგარი ახალი წელი ყველაზე მაგარ ქალაქში.

და რაც დრო გადის მით უფრო ვეთანხმები ჰემინგუეის სიტყვებს:
"If you are lucky enough to have lived in Paris as a young man, then wherever you go for the rest of your life, it stays with you, for Paris is a moveable feast".

100 % მართალი იყო ეს კაცი!

Saturday 19 December 2009

ON :)

დიდი ხანია აქ არ დამიწერია, დრო არ მქონდა სამწუხაროდ. ახლა მგონი ცოტა ამოვისუნთქე.
ბევრი ალბათ არცააა დასაწერი...
იყო ბარბარობა, 17 დეკემბერი, ტრადიციული ლობიანებითურთ და მილოცვებით, სურვილი იმისა, რომ კარგი რამეები დაგებედოს მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ მართლა ასეა ნეტავ? ალბათ კი :)

დღეს 19 დეკემბერია (ჯერ კიდევ), ნიკოლოზობის დღესასწაული და დღესაც მილოცვებში ვართ ყველა. დღეს ჩემი დაქალი ჩამოვიდა და ბედნიერი და გახარებული ვარ :)

ამის გარდა იყო ბევრი რამ, ზოგიერთ რამეზე გავიფიქრებ ხოლმე დავწერთქო,მაგრამ მერე მავიწყდება... მარის დაბადების დღე იყო, ძალიან კარგად გავერთეთ და ბოლო ვიმღერეთ კიდევაც. ნახევარი აღარ მახსოვს ოღონდ :)))

იყო ბევრი გადატვირთული კვირა, დღე, საათი, წუთი და წამი.
ადამიანი, რომელიც ზუსტად 1 წლის შემდეგ ზუსტად იმავე დროს და იმავე ადგილას შემხვდა, როგორც 1 წლის წინ.
ბევრ რამეზე დაფიქრების საშუალება მომეცა და გაანალიზების, მიხარია, რომ გონება მაქვს და აზროვნების უნარი გამაჩნია, რომ რაღაც-რაღაცეებს რეალურად შევხედო და გავაცნობიერო, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს.
მივხვდი მეგობრების ფასს კიდევ ერთხელ და მივხვდი, რომ არააა საჭირო ყველას ყველაფერი უთხრა და გული გადაუშალო, ამიტომაც არსებობს ცნება ”ახლო მეგობარი”. ესაა ადამიანი, რომელსაც შეგიძლია ბოლომდე ენდო, ნათქვამია, რომ არავის არ უნდა ენდო-ოო ბოლომდეო, მაგრამ მე მართლა მყავს რამოდენიმე ასეთი ადამიანი, რომელთაც შემიძლია ვენდო.
25 დეკემბერს კლასის ქეიფი იგეგმება და ვნახოთ როგორ ჩაივლის, ხოლო სულ რაღაც 11 დღეში ახალი წელია და მე ჯერ არანაირი გეგმა არ გამაჩნია. ალბათ ტრადიციულად. გავიხსენებ წინა წელს სად ვიყავი, რა ადგილას და რა ბედნიერი :)

Life goes ON!

:)

Saturday 12 December 2009

...

მომენატრა ჩემი ბლოგი, აუცილებლად დავწერ რაღაცეებს, საგიჟეთი დღეები რომ დამთავრდება.

:)