Friday 28 May 2010

...




I believe in this quote!
Everything will be OK, I hope so

Tuesday 18 May 2010

...

დავიღალე დღეს, მაგრამ ვიცი, რომ როცა დაღლილი ვარ მუსიკა მშველის.

Saturday 15 May 2010

Erik Truffaz Quartet@ Tbilisi Event Hall

არ შეიძლება რომ არ დავწერო 1-2 სიტყვა გუშინდელ კონცერტზე. ეს იყო Erik Truffaz Quartet. კონცერტი იყო არაჩვეულებრივი. . . განსაკუთრებით ბოლოს, ბისზე როდესაც გამოვიდა და კიდევ 2 კომპოზიცია შეასრულა, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო Serge Gainsbourg and Jane Birkin-ის არაჩვეულებრივი და ყველასათვის ნაცნობი სიმღერა "Je t'aime moi non plus” , რა თქმა უნდა ტრუფაზისეული ინტერპრეტაციით, რაც სასწაული რამ იყო! ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, პიანისტის როლი გუშინდელ კონცერტზე, ძალიან ძლიერი ვინმე იყო.

დარბაზში ბევრი ნაცნობი სახე იყო, ზოგი ძალიან დიდის უნახავიც.
საოცარი მუსიკააა, გული რომ გიძიგძიგებს და რომ ბაგიბუგობს აი ისეთი, ყველა თავისებურად რომ გამოხატავს ემოციას... ზოგი დგება და ცქმუტავს, ზოგი ზის და მშვიდად და აუღელვებლად უსმენს, ზოგი ფეხს აბაკუნებს (მეც მათ შორის), ზოგი ხელებს მაგიდაზე აბრახუნებს, ზოგიც ყვირის, კივის, იცლება ემოციისგან, ზოგი ფეხი-ფეხზე გადადებული საყვარელი სასმელის თანხლებით ბედნიერი ღიმილით შესცქერის სცენას და ხდება ამ დიდი მუსიკის გამზიარებელი.ზოგიც ფოტოგრაფია და სურათზე აფიქსირებს, ზოგი მიმტანია (ნეტავი თუ აცნობიერებენ რა მუსიკას ისმენენ ხოლმე პერიოდულად?!), ზოგიც დაცვა და ბევრი კი მელომანი, სულით და გულით მელომანი და მეც მათ შორის ვარ.შესაბამისად, ყოველთვის მსიამოვნებს ჩემნაირებთან ურთიერთობა, ისეთ ადამიანებთან, ვისაც ოდნავ მეტი ესმით მუსიკაში და აფასებენ მას.

ეს კონცერტი რომ გამომეტოვა ალბათ ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი.

მადლობა Eastern Promotion-ს რომ ასეთი გენიალური ხალხი ჩამოყავს ჩვენს ქალაქში და მართლაც დიდი ბედნიერებაა როდესაც ამ გენიალურ მუსიკას ლაივში ისმენ, აი ზუსტად ფეხი-ფეხზე გადადებული, ბაკუნით და სახეზე ღიმილით.

Tuesday 11 May 2010

ორიოდ სიტყვა ჩემზე :)

ჩემი დაქალის ბლოგს შევხედე და იდეა მოვიპარე :)
ვინც არ მიცნობს ეს იმათთვის :) რანაირად გამოვიყურები ქუჩაში მოსიარულე, ან თუნდაც არამოსიარულე და ისე :)
ესე იგი ვიწყებ:
დავდივარ სწრაფად იმიტომ, რომ უმეტეს შემთხვევაში სულ სადღაც მეჩქარება(მაგრამ არსად ვაგვიანებ!). ხშირ შემთხვევაში მაცვია დაბალ ძირიანი ფეხსაცმელი იმიტომ,რომ ვფიქრობ, რომ უფრო მოსახერხებელია და თან არც სიმაღლეს ვუჩივი.
ჯინსი ჩემი საყვარელი რამ არის :)
აუცილებლად დამინახავთ ჩემი ვერცხლისფერი კაცით, ანუ ჩემი აიპოდით, რომელიც მარად ჩემთანააა ჩემი მუსიკითურთ და მიხარებს გულს. როგორ წესი, ქუჩაში არაფრის დაარავის ხმა არ მესმის ამიტომაც, თუ ვინმეს დაძახება უნდა მოდის და მიკაკუნებს ან წინ მიდგება, ან რამეს შვება რომ დავინახო :)))
რამე ფრანგულის სულის მატარებელი ნივთი სულ მაქვს თან, ჩანთაში ეიფელის კოშკის ბრელოკი, საფულე, რომელზეც ასევე პარიზული ბრელოკია, გულზე თითქმის სულ მიკეთია ყელსაბამი წარწერით "Paris" და მოკლედ, კიდევ მსგავსი ათასი რამე მაქვს:))))
დილაობით რომ გავდივარ ადრე, გაშტერებული სახე მაქვს და შეიძლება მეგობარიც ვერ დავინახო, ამის პრეცენდენტი უკვე არსებობს და ამიტომ ვწერ აქაც.

აი ესააა და ეს :)

მსგავსი მოსიარულე 2 ფეხა ადამიანი თუ დაინახეთ c'est moi ანუ თქვენი თინაჩკა :)))

...

ძლივს მზე დავინახეთ ეს დღეები და ამ საღამოს ისევ მოიღრუბლა...
დათბა :)
მწვანე ბალახს რომ ვხედავ გულს უხარია.
შაბათს ჩემი თანამშრომლის ხათუნას ჯვრისწერაზე ვიყავით მე და ანი, მერე ძვველ თბილისში მინი სეირნობა მოვაწყვეთ და შედეგად დამწვა შუბლი :)))
კვირას მე და თაკო ვიყავით ”ქოლგის” გახსნაზე და ვერ ვიტყვი რომ გავგიჟდი და გადავირიე სურათებზე. შარშან უკეთესი იყო ბევრად. მაგრამ გამოფენას ვინ ჩიოდა, ახალმა ხიდმა რომ დაიწყო ქანაობა მეგონა ყველანი მტკვარში ჩავცვივდებოდით, ან პატრულს თავზე დავასკდებოდით.
ახლა ფრანგული ვიმეცადინე და წერისგან ხელი მტკივა.

პარასკევამდე დღეებს ვითვლი, ერიკ ტრუფაზის კონცერტი მელიიიიიიიიიიიიის :)
უკვე ვგრძნობა, რომ უაღრესად კმაყოფილი ვიქნები.

Yooo yoooo :)))

Tuesday 4 May 2010

:)

საოცარ განწყობაზე ვარ ახლა...
პრინციპში გუშინაც.
ვნახე სპექტაკლი ”One Short Step", რომელიც არის Oxford Playhouse-ის ძალიან ცნობილი სპექტაკლი და რომელიც ბრიტანეთის საბჭოს ხელშეწყობით ჩამოვიდა საქართველოში და 3,4 და 5 მაისს აქვთ სპექტაკლები მარჯანიშვილის თეატრის სხვენში.
ეს არის 1 საათიანი სპექტაკლი საბჭოთა კავშირის და ამერიკის მიერ კოსმოსური რბოლების შესახებ. 2 მსახიობი, Olivier და Robin მთელ სულს და გულს დებენ სპექტაკლში და ნამდვილად არააა განებივრებული ქართველი მაყურებელი ასეთი კარგი სპექტაკლებით.
ხოდა გუშინ ვიყავი და მივიღე უდიდესი სიამოვნება.
დღეს ჰქონდათ 3 სააათიანი workshop სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და მეც მივიღე მონაწილეობა. უდიდესი სიამოვნება მივიღე, აი უდიდესიიიიი, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი არ ვარ და არანაირი გამოცდილება არ მაქვს, მაინც მაგარი იყო , ბევრი რამე ვისწავლე და გავიგე და ძალიან კმაყოფილი ვარ.
კიდევ ერთხელ ვნახე ჩემს თავზე რაოდენ დიდი და უკიდეგანოა ადამიანის წამოსახვა და სადამდე შეიძლება გაწვდეს და ყოველდღიური თუნდაც უსარგებლო ნივთებით სხვა ბევრი რამ გააკეთო და სხვა მნიშვნელობა მისცე.
საოცარი ადამიანები არიან ოლივიერიც და რობინიც და არაჩვეულებრივი მსახიობები არიან!!!