Sunday, 31 October 2010

Jazz Festival Days

მუსიკა, ბევრი ხარისხიანი მუსიკა, გულზე ბრაგაბრუგი;
შეგრძნება, რომ ზანზარებ;
ტვინიც რომ მუსიკით არის მოცული;
ერთიანად, მთელი სხეულით...
აი ყველაფერს რომ გრძნობ;
გრძნობ თითოეულ ბგერას, ფეხზე გკიდია გარემო, სახეზე ღიმილი გაქვს და ტკბები;
თვალდახუჭული;
ხან ხელებს აბაკუნებ;
ფეხებსაც;
იმიტომ, რომ ავტომატურად მოდის ეს ემოცია;
სასწაული მუსიკა; წმინდა ბგერები;

That’s what I call Music :)

That's Jazz!

Friday, 22 October 2010

...

мне все равно, что вы обо мне думаете. я о вас вообще не думаю.
Coco Chanel :)

მაგარი ქალი იყო რააა!

Thursday, 7 October 2010

“In the morning it was morning and I was still alive.

Maybe I’ll write a novel, I thought, and then I did.”

Charles Bukowski “Post Office”

შემოდგომის ჩვეულებრივი დილა, წვიმა, ნისლი, ცოტაც სუსხი, წმინდა ჰაერი, მანიანი ბალახი, გაშლილი ქოლგები, საწვიმრებში გამოწყობილი ადამიანები, ფერადი ბოტები, წკაპ...წკუპ...წკაპ...წკუპ... ჟრიამული, გადაჭედილი ავტობუსები, ყველას სადღაც ეჩქარება...

დილაა 9 საათი. სკოლების წინ ბევრი ხალხია: ბავშვები, მშობლბი მათი ბებიები, ბაბუები, მასწავლებლები. მერე რა რომ წვიმაა, მერე რა რომ ცივა, ბავშვებს ყველაფერი უხარიათ, სკოლაში წასვლაც უხარიათ, მიუხედავად იმია, რომ გაკვეთილზე ჯდომა უმეტესობას ეზარება, ჭირივით ეზარებათ... მაგრამ უხარიათ ერთმანეთის ნახვა, სილაღე, სკოლაში მომხდარი სიახლეები ხომ უნდა გაუზიარონ ერთმანეთს, ვინ რა თქვა, როდის თქვა, ჭორები, მილიონი ჭორი... ზოგი ერთმანეთზეა ნაწყენი, სისულელეზე უმეტესად, მაგრამ იმ ასაკში სულაც არააა ეს სისულელე, პირიქით, ძალიან მნიშვნელოვნად აღიქვამენ.

როგორ დავიწყე და საით წავედი. უცებ გამახსენდა სკოლა და მაგიტომ. უცებ ამომიტივტივდა თავში სკოლაში განვლილი 11 წელი, გამახსენდა ჩემი თავი, მეც მივყავდი სკოლაში ბებიას და მეც მქონდა 2 კიკინა, წითელი ჭიამაიებიანი რეზინებით, გამახსენდა როგორ მეზარებოდა სუსხიან ამინდში დილის 9 საათზე სკოლაში წასვლა, მაგრამ ჩემი მეგობრების ნახვის ხათრით მივდიოდი. როგორ მეზარებოდა ზოგიერთ მოსაწყენ გაკვეთილზე ჯდომა, მთქნარებით რომ კვდებოდა ყველა, მაგრამ ახლა ღიმილით ვიხსენიებ. კარგი ყოველთვის ღიმილით უნდა გაიხსენოს ადამიანმა. ასეც ხდება ხოლმე, როდესაც წლები გადის.

ისევ მოდის წვიმა... წკაპ... წკუპ... წკაპ... წკუპ...

როგორც ამბობენ ჩაის სმის და ჯაზის ამინდია.

გემრიელად რომ შემოიხვევ თბილ პლედს, დაისხამ ცხელ ლიმნიან ჩაის, ჩართავ საყვარელ მუსიკას და მიწვები...

წვიმა კი ისევ მოდის. მზის ნატამალი არ არის ცაზე. ნაცრისფერ ფერებშია ქალაქი. ნაცრისფერი-ცაზეც, ქუჩებშიც, ადამიანების ჩაცმულობაშიც, სახეებზეც, განწყობაზეც... სახეზე და განწყობაზე ყველაზე ცუდად ჩანს...

ამინდი მაინც როგორ ცვლის ყველაფერს...

***

უკვე საღამოა.

ისევ წვიმს.

ისევ სუსხია.

ისევ ნამიანია ბალახი.. არა უკვე კარგად სველი, შეიძლება ასეც ითქვას.

ისევ მუქ ფერებშია ქალაქი.

ცხელი ჩაი და ჯაზი მართლაც რომ კარგია.

ისევ გათენდება ხვალ.

მართლაც რომ კარგი შეგრძნებააა დილას- თვალს რომ გაახელ და გააცნობიერებ, რომ კიდევ ერთი დღე, ახალი დღე დადგა and that you are alive.