Tuesday, 28 June 2011

...

მალე მოვა 1 ივლისიც...
ყველაზე საშინელი დღე, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება.
არ მინდა არც შარშანდელი ივნისის გახსენება, არც იმ დღეეების...
დააფასეთ დედები, მამები, ბებიები, ბაბუები რამეთუ როდესაც ისინი ამ ქვეყანაზე აღარ იქნებიან ყველაზე მეტად მოგენატრებათ. უთხარით ბევრი თბილისი სიტყვა და ჩაეხუტეთ იმიტომ, რომ მერე ის სითბო გემახსოვრებათ, გადაუღეთ სურათები იმიტომ, რომ მერე სამახსოვროდ დაგრჩებათ... განსაკუთრებით კი დედას!
როცა ვკარგავთ მაშინ ვხვდებით სინამდვილეში მის ფასს!
რამდენი რამ მომაკლდა ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რამდენი რჩევა, მზრუნველობა, როგორ მენატრება ბევრი რამ რაც დედასთანაა დაკავშირებული, როგორ მინდა რომ სახლში რომ მოვდივარ და კარებზე ზარს ვრეკავ კარს დედა მიღებდეს ჩვეული ღიმილით, მახვედრებდეს გემრიელ საჭმელს, მასწავლიდეს და უბრალოდ იყოს ჩემს გვერდით.

თებერვალში როდესაც iPhone ვიყიდე და ტელეფონის ნომრები შემყავდა (ავტომატურად ვერ გადმოვაკოპირე) ასო დ-ზე რომ ჩამოვედი, დავინახე სახელი ”დედა”, ტელეფონის ნომერს დავხედე და დაუფიქრებლად ჩავწერე ახალ ტელეფონშიც იმის ნიშნად, რომ მიუხედავად იმისა, რომ აგერ უკვე 1 წელია ის ჩემს გვერდით აღარ არის, მაინც ჩემთანააა...