Monday, 23 January 2023

Memories never fade

დღეს ფეისბუქის მემორებმა ამოაგდო 2012 წლის კიევის და პარიზის ფოტოები. ახლა მივხვდი რომ ცხოვრებაში არის დღეები, რომლებიც არასდროს დაგვავიწყდება თუნდაც გავიდეს 50 წელი. ამ ფოტოებმა დილიდან რაღაც საოცარ მოგონებებში გადამაგდო. ყველამ იცით როგორ მიყვარს პარიზი მაგრამ 2012 წლის იანვრის მოგზაურობა მგონი ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული იყო. ამ ერთმა ფოტომ გადამაგდო უკან 2012 წელს 20 იანვარს მეტრო გრან ბულვარდთან, საღამოს 7 საათზე. თვალწინ დამიდგა წვიმიანი და ცივი პარიზი, ცივი კაბერნე სოვინიონი რომელიც იმ დროს ყველაზე თბილი მეგონა, რომელიც ასევე ყველაზე გემრიელი კაბერნეა რაც კი ცხოვრებაში დამილევია. მახსოვს როგორ მოდიოდა წვიმა და ეხეთქებოდა ასფალტზე. წარმოიდგინეთ ის წვიმის ხმაც მახსოვს, ის ბარიც სადაც ვიყავი, და ყველაფერი იმ საღამოსი. როგორი არეული და ბუნდოვანი იყო მაშინ ჩემი ცხოვრება.