Wednesday, 30 January 2008

It's cold outside ...

კიდევ ეს თოვლი ...
ამოვიდა ყელში ...

ახალ წელს ნეტა თოვლი მოვიდესთქო ვინატრე და ასრულდა,თან რა დოზით ასრულდა. ყველაფერი მასე მისრულდებოდეს ნეტავი : )
ამ დილას რომ გავიღვიძე,სიბნელე იყო და მეთქი ეტყობა ადრეათქო და თვალები ისევ დავხუჭე...ცოტა ხანი გავიდა და ისე უბრალოდ საათს დავხედე,9–ს 10 აკლდა ...
გარეთ ბურუსი,წვიმა ... წამოვდექი და გავიხედე – ქუჩაში კაცის ჭაჭანება არ იყო...
ვერ ვიტან ასეთ დილას,ფეხის გამოწევაც რომ გეზარება ლოგინიდან,მაგრამ სხვა გზა რომ არააა და უნდა ადგე და წახვიდე ...

ავდექი როგორც იქნა,ჩავედი და ტაქსი რომ დავინახე მეთქი ჩავჯდებითქო,გავეშურე ... მაგრამ უცაბედად ვიღაც გოგო გაჩნდა და ჩახტა ამ ტაქსში ... უუუხ მეთქი,მაგრამ ერთბაშად გაიგონეს რა ...

10 წუთის მერე უკვე თოვლის ქანდაკებად ლამის რომ ვიქეცი გამოჩნდა 1 ცოდო ტაქსი და მეშველა ...

მერე ისა ესა,აქეთ იქით და მე და ჩემი დაქალი წავედით csb-ში წიგნის საყიდლად,თოვლში ამოვიგანგლეთ,ძლივს მივაღწიეთ რის ვაი ვაგლახით და წიგნი არ იყო,ვიყვირე,მაგრამ იყვირე და იყავი : ))) ეს გზა ისევ უკან ასევე რის ვაი ვაგლახით გამოვიარეთ : ))) გზად იმხელა ნაფეხურები დავინახე თოვლში,რომ ადამიანის იყო თუ დინოზავრის ვერ მივხვდით : )))

ძლივს მოვაღწიე სახლამდე...

მშვენიერი დღე მქონდა : ))))

7 ჩიქა ჩაი დავლიე და ეხლა აღარ მცივა : ))))

Tuesday, 29 January 2008

....

ესეთი საყვარელი რამეა ჩემს მაცივარზე : )



და ესეც : ))

Sunday, 27 January 2008

ზაფხული მინდა


რა მინდა ეხლა მე :

მინდა რომ იყოს ზაფხული,მზე ... აი მანდ ვიჯდე (სურათზე როა), გვერდით მედგას აი მანდ კაი რამ რომ დევს ის (იგულისხმება წვენი),ხელში მეჭიროს კარგი წიგნი,აი ისეთი ეხლა რისი წაკითხვაც მინდა, მაგალითად :Salman Rushdie "Midnight Children" ... მგონი ნატვრად მექცა ამ წიგნის წაკითხვა და თუ ოცნებააა ბარემ მანდ ავიხდინო : )))... შემდეგ, რა თქმა უნდა,მუსიკა ! ყურებში სასიამოვნო მუსიკა უნდა იყოს აუცილებლად... რაც მეტი სიმღერა მით უკეთესი : )
იF რა კარგი იქნებაა ...
(წარმოვიდგინე)
მერე ავდგებოდი,დავდებდი წიგნს,მოვსვავდი წვენს, სირბილით გავექანებოდი და შევხტებოდი ამ არაჩვეულებრივ ზღვაში(ალბათ უფრო ოკეანეა),ბევრს ვიცურავებდი,ძალიან ბევრს,ხმამაღლა ვიმღერებდი,ქვიშაში ჩავეფლობოდი,მერე ისევ ამოვეფლებოდი (ნეტავ სწორი ფორმაა გრამატიკულად?მერი ნიკოლაიშვილი is still watching you,თიკ : ))))... ) ,მერე ისევ იგივე,endlessly... endlessly პრინციპში ვერა...
ეჰჰჰჰ სულ გავუბერე,თავი მართლა მანდ რომ მგონია : )))
ზაფხული კი არა 27 (უკვე 28) იანვარია,ცივა,ყინავს,ცივი წვენის მაგივრად ცხელი ჩაი მიდგას,ხელში სალმან რუშდის მაგივრად სოციალური ფსიქოლოგია მიჭირავს,4 დღეში პირველი გამოცდა მაქვს,2 კვირაში მეორე,სადღაც შუალედში მესამე და ხვალ დილას კი ადრე ვარ ასადგომი...და ვაფშეტა,რა ცურვა,რის ცურვა ამ გამყინვარებაში...
ერთადერთი რაც ოცნებასა და რეალობას აქვთ საერთო ესაა მუსიკა,ჯუზიკა,მუზონი,ჯუზონი : )))) დაილოცოს ეს ჰანგები,ეს ადამიანები,მათი ნიჭი/შემოქმედება,კომპიუტერის გამომგონებელი,ნაუშნიკების შემქმნელი,პროგრამა სოულსიკი,მორფეუსი,ჩემი My Music ,ამდენ Mp3,Mp4-ს და WMA ფაილებს რომ იტევს...და კიდევ რას აღარ თუმცა ამ ფოლდერში მხოლოდ ეგენია...
რა მაგარია ყოველივე ეს ! რა მაგარია ცხოვრება !
C'est la vie...
კარგი რამეა ეს vie ...

Thursday, 24 January 2008

ჩამო,ჩამოოოოოოო ...

კონცერტი,რომელსაც ასე ველოდი,გავიგე,რომ აღარ იქნება ... არადა ათასი ოხერი და მაიმუნი ჩამოყავთ ამ საქართველოში და ვინც ნორმალურია ის ალაგ–ალაგ მშვიდობაში თუ გამოანათებს და ზოგზე მიუწვდება ადამიანს ხელი და ზოგზეც ვერა,ან არა...

უხეშობას ვერ ვიტან ... ვრეკავ დღეს კონსერვატორიაში და მპასუხობს ვიღაც ქალი ისეთი ხმით,რომ ლამის ეგრევე დავკიდე ყურმილი და აღარაფერი ვკითხე... ასეთივე გაბრაზებული ხმით მიპასუხა მეორე ქალმაც ,ჩვენ ეს არ გვეხებაო ... აბა ვის ეხება ? მე ?

მე ნაღდად არა! არც თვითონ არიან არაფრის აზრზე და რატომ პასუხობენ ტელეფონს ასეთი ადამიანები არ ვიცი ... ალბათ სხვებსაც რომ აუშალონ ნერვები ...

უნივერსიტეტში ხო საერთოდ ბარდაგია ... ვინ რას ერეკება კაცმა არ იცის,რა უნდათ,ჩვენგან რას ელიან... მოკლედ უჟას,უჟას : )))

ვზივარ და ჩაის ვსვავ... ჩაი ცხელია,ლიმონი ყვითელია,ჭიქა თეთრია და ზედ გულები ახატია... მიყვარს ეს ჭიქა,მეზობელმა მაჩუქა ადრე და სულ ამით ვსვავ ჩაის : ) კიდევ 1 ჭიქა მაქვს რომლითაც წყალს ვსვავ,თეამ რომ მაჩუქა ადრე თავის კოვზით,იმ კოვზით თაფლს ვჭამ ხოლმე ... თეაც მიყვარს,ის ჭიქაც,ჩაიც,ლიმონიც,თაფლიც ...

ყველა გაციებულია ქრონიკულად,რა გვეშველებოდა ნოვა და სელპაკი და "Les" რომ არ არსებობდეს ? ან კიდევ ტერაფლუ რომ არ იყიდებოდეს ? და ხველების წამალი სახელად
" ვირისტერფა" – ბალახია ასეთი : )))

მოკლედ რას აღარ გაიგებ ამ ქვეყანაზე ...

იმედს ვიტოვებ,რომ მელდაუ ჩამოვა ,ჩამოაღწევს ამ ჩვენს ქვეყანაში და ერთს ხოშიანად დაუკრავს თავის ბანდასთან ერთად : )

Saturday, 19 January 2008

Jacques Loussier "Canon in D major" ...

ერთი მოსმენით შემიყვარდა ეს კომპოზიცია...Last.fm-შიც კარგად ჩანს ეს,სულ რაღაც 175–ჯერ მოვუსმინე და ისევ ისევე მომწონს როგორც თავიდან მოვისმინე. და საერთოდ,კაი კაცია ეს,ყველაფერი მომწონს ... რომ ვუსმენ მეც ხან ფეხს ვაბაკუნებ რითმულად,ხან ხელს ვაკაკუნებ მაგიდაზე. ამაზე სულ ასოციაციები სოლფეჯიოს მასწავლებელთან მიდის,თვლას რომ გვასწავლიდა ... 1 2 3 4 ... ან 1 2 3 ... ან სულაც 1 2 ,ვითვლიდით და ვიყავით .

ეხლა ფილმს ვუყურე,BC-დან გამოვიტანე "The Last King of Scotland" ...


Short description ასეთია : This is Amin's (Ugandian Dictator) incredible story as seen through the eyes of Nicolas Garrigan ( ამ ბიჭზე დავეცი !!! ), a young Scotsman who becomes volatile leader's personal physician,due in part to Amin's unexpected passion for Scottish culture - Amin even proclaims himself as "The last king of Scotland". Seduced by Amin's charisma and blinded by decadence,Garrigan's dream life becomes a waking nightmare of betrayal and madness from which there is no escape. Inspired by real people and events, suspensful stunner is filled with performances you will never forget.

Fit for viewing by persons aged 15 years or more -contains strong violence,gruesome images,sex anf language

Nicolas მაგრად დამევასა,სხვა ფილმებში არ მინახავს ეს ბიჭი... James McAvoy - რაღაც არის მასში kind of attractive : )) მაგალითად, თვალები. თვალები means a lot ( ფილმს ინგლისურად ვუყურე და ეხლა სანამ გადმოვქართულდები დრო მჭირდება : ))) ... ) .
Jacques კვლავაც აგრძელებს ... სულ მინდა რომ ვუსმინო,სულ : სახლში,ქუჩაში,ლექციაზე,BC-ში,გაკვეთილზე ...
გავიღვიძო,დავიბანო,ვჭამო,ვიმეცადინო,ვიმუშავო,დავიძინო და თან სულ მუსიკა,მუსიკა და მუსიკა : )
Don't jazz me rag, I am music -J.Scott–მა თქვა მგონი, კაი ფრაზააა,მევასა – I am Music : )
So let's make our life jazzing ...
ვუსმინოთ ჯაზს( ვისაც ჯაზი არ უყვარს, რაც უყვარს იმას უსმინოს ), ვიაროთ ჯაზ ფესტივალებზე,რომელიც მხოლოდ წელიწადში ერთხელ არის (ვისაც არ უყვარს ნუ ივლის,თუმცა იქ ბევრი ისეთიც დადის ვისაც ჯაზი კი არ უყვარს,არამედ მარიაჟობა უყვარს) ,კარგ კონცერტებზე,იმ ადგილებში,სადაც კარგი მუსიკაა და ა.შ.
მე,პირადად, ამ საშინელ (ამინდ–პოლიტიკას ერთად ვგულისხმობ) დღეებში ერთადერთი მუსიკაა რაც გუნება–განწყობას მიხალისებს : )

Sunday, 13 January 2008

თინაობა 2008

მიყვარს ისეთი დღეები როგორიც გუშინ იყო. რატომ ? იმიტომ,რომ იყო თინათინობა(თინაობა),იყვნენ აქ ის ადამიანები,რომლებსაც მე მეგობრებს ვუწოდებ : ) ესე კარგად,გემრიელად და ჯიგრულად კარგა ხანია არ მოგვილხენია. რადგანაც დაბადების დღე გაგანია ზაფხულში მაქვს და არც მე ვარ ხოლმე აქ და არც ჩემი მეგობრები წელიწადის მაგ დროს,ამიტომ ეს 12 იანვარი ხალხის დასაპატიჟებლად საუკეთესო თარიღია.

რასაც ჰქვია had a great time და რაც მთავარია ყველა კმაყოფილი დარჩა : )

თურმე რამდენ ხალხს ვახსოვარ და ვუყვარვარ : )

ვიცინეთ,ვიმხიარულეთ,გავიხსენეთ ძველი დრო,კარგი დრო... ზოგი დათვრა ,ზოგი არ დათვრა,ყველა კარგ ხასიათზე იყო... ბევრი და კარგი საჩუქრებიც მომიტანეს,ისინი რაც მინდოდა ... ბევრი კარგი და თბილი სიტყვა მითხრეს,გულს რომ უხარია ისეთი,საერთოდ ესეთი დღეები ბევრი უნდა იყოს ჩვენს ცხოვრებაში,ასე რომ გიხალისებს ცხოვრებას და სხვა ხიბლს აძლევს. ეს ისეთი მაგარია როდესაც ყველა შენი საუკეთესო მეგობარი გვერდით გყავს და შეგიძლია ყველას ერთად ჩაეხუტო და უთხრა თუ როგორ გიყვარს , მართლა ძალიან მაგარია !


ნანომ და ეკამ ძლივს გაიცნეს ერთმანეთი : )) ამ დღესაც მოვესწარი : )) ამ ყველაფრიდან ნანო უფრო კმაყოფილი დარჩა,ზოგზოგიერთზე საკმარისი რაოდენობის ინფორმაცია მიიღო : ))) თბილისი ხომ ესეთი პატარააა და ყველა ყველას იცნობს ...

უიი ეს შენი ახლობელია ?

შენი მეგობარია ?

ვაააჰჰჰჰ,საიდან იცნობ ?
..........................................................................................

თეაც მოვიდა,სიცხიანი მაგრამ მაინც...
მერე ზოგი წავიდა,ზოგი მოვიდა... მერე ყველა წავიდა ... ისევ მოვლენ... აბა სად წავლენ : ) სანამ დავდივართ 2 ფეხზე მანამდე სულ ესე ვივლით ერთმანეთთან,მაგას რა ჯობია. დღეს მიმესიჯებდნენ აუ რა კარგი დრო გავატარეთო,რა კარგი იყო–ო,რა კარგი სამეგობრო წრე გყავსო მარიმ,მართლაც რომ ასეა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ ძალიან მაგარი მეგობრები მყავს და ბევრმა ინატროს ესეთები : )



Saturday, 12 January 2008

შესანიშნავი სამეული



ეს ფოტო British Museum-შია გადაღებული ჩემი დაქალის მიერ, რამოდენიმე დღის წინ : )

ციფრულში თავიდან რომ დავათვალიერე ფოტოები ეს დავინახე არა მოვკვდი სიცილით : ))) და დავარქვი ესეთი სახელი: გახრწნილთა ბირჟა : ))) ზუსტად შეეფერებათ ,ჩემი აზრით... : )))


Thursday, 10 January 2008

ისევ თოვლი ...

გავიხედე ეხლა ფანჯარაში და ისევ თოვს ...

კარადაში პოდნოსი უნდა ვიპოვო და ხვალ რომ გავალ გარეთ ზედ დავჯდე და ხილიანზე ისე ჩავსრიალდე, სხვა გზა არააა : )) 2 დღის წინ ვაი ვაგლახით რომ ამოვდიოდი დავინახე გაყინულ ტროტუარზე როგორ სრიალდებდნენ ციგებით ბავშვები. ისეთი სისწრაფით მიექანებოდა 1 ,რომ მეგონა პირდაპირ გეპეის მეორე კორპუსში შეაჭრიდა,მაგრამ "ხინკლის სახლის" მისადგომებთან შეჩერდა და ამ გაყინულ ტრორუარზე გაწვა ... კიდევ ერთი წარმატებული ჩამოსვლა განახორციელა ალბათ : )))

იმ ბავშვის არ ვიცი მაგრამ მე კი დამღალა ამ სრიალ–სრიალით სიარულმა ... სულ ძირს ვიყურები არ დავეცეთქო,შარშანწინდელი მოჯდომა მწარედ მახსოვს– შუა პეკინზე რომ წინ ფეხები გაიქცა და თავი უკან და ძირს აღმოვჩნდი ესე უცაბედად ...თან გამოცდაზე მივდიოდით და მაგის გამო ქალბატონ ნელი საყვარელიძესთან მახსოვს ნახევარი საათის დაგვიანებით მივედით თარგმანის ისტორიის გამოცდაზე ... ხოდა ამიტომ აღარ მინდა ეს კიდევ განმეორდეს .

ალბათ –11 გრადუსი იქნება გარეთ ეხლა... მიუხედავად იმისა,რომ სახლში ყველაფერი, რაც გამათბობელად ითვლება ,ჩართულია ,მაინც ხელები მაქვს გაყინული ... ხელები სულ გაყინული მაქვს , ალაგ–ალაგ მშვიდობში თუ გამითბება ...

ვსო,ძილი : )))

Tuesday, 8 January 2008

Nina Simone "Lilac Wine"

ძალიან მიყვარს ეს სიმღერა ...

ვისაც Nina Simone უყვარს,უსმენს ეს აუცილებლად მოეწონება ...


http//www.files.ge/file/97847/02-Lilac-Wine-mp3.html

Thursday, 3 January 2008

საბჭოს 9

ბავშვობა გამახსენდა ...

ნათესავთან მივდიოდი და გზად იმ ეზოს გავუარე სადაც ჩემი ბავშვობის რაღაც ნაწილი მაქვს გატარებული ...მაშინდელი საბჭოს და ეხლა უკვე ჩიქობავას 9 ნომერი ...

ვიკი ბაბუს როგორ დავყავდი პურზე–ეს პურის მაღაზია მოშორებით იყო,მოედნამდე ჩავყავდი ხოლმე და მახსოვს ახლად გამომცხვარი პურები როგორ ელაგა თაროებზე,იმ პურის სუნიც მასხოვს ...

ქეთო ბებოს შეძახილები : თიკუნა, ამოდი ჩვენთან ჭერამი გაჭამო,მოდი შენ თვითონ აკრიფე ...

გულიკო ბებიას კარები,რომელზეც მარლა იყო ჩამოფარებული,ბუზებისგან თავის დასაცავად ალბათ და რომელიც სულ ფრიალებდა ...

მეზობელი გოგია,რომელიც ღვინის ჭიქით იდგა მუდამ იქვე ახლოს მდებარე ღვინის მაღაზიასთან ...

ნანა,ჩემხელა გოგო,რომელთანაც ვმეგობრობდი და როცა იქ მივდიოდი ყოველთვის თოჯინებით ვთამაშობდით ...

ქოთნის ლობიო,რომელსაც ბებიაჩემი თინა ასე გემრიელად აკეთებდა ...

ეზოში მოშვებული ონკანი,რომელთანაც ყოველთვის ვიღაც იდგა და რაღაცას რეცხავდა ...

ზევითა მეზობელი იგორი ,რომელიც მანქანის რეცხვის პროცესში მახსოვს სულ ...

ნიკუშა და თავისი რიჟა და,რომლებიც ჩემზე დიდები იყვნენ და დიდად ჩემთან თამაშით თავს არ იკლავდნენ,თუმცა სულ მოდიო მეუბნებოდნენ ...

ჩემი თოჯინები,რომლებიც მარტო იქ მყავდა და წამოსვლის წინ ყოველთვის ვიხუტებდი გულში,მალე გნახავთთქო ვეუბნებოდი ...

ეხლა კი ... აღარც ვიკი ბაბუა ცოცხალი,აღარც თინა ბებო,ქეთო ბებია 2 წლის გარდაიცვალა და საშინლად დამწყდა გული,ყოველთვის ბებიაჩემთან ვაიგივებდი და მაგიტომაც... აღარც გულიკო ბებოს ოთახის ფარდა ფრიალებს...იქ ეხლა მისი შვილი და შვილიშვილები ცხოვრობენ... ნანა საერთოდ 15 წელია აღარ მინახავს... ნიკუშა ტელევიზორში ვნახე,მე რას ვიცნობდი– დედაჩემმა მითხრა აი ეს ნიკუშაა ნელის შვილიო,სახე იგივე აქვს,უბრალოდ გაზრდილია...გოგია ბოლოს ალბათ 4 წლის წინ ვნახე,რამხელა გაზრდილხარ,მე სულ პატარა მახსოვხარო... ჩემი თოჯინები სარდაფშია ჩატანილი ... პურის მაღაზია მარკეტმა ჩაანაცვლა,ხოლო ღვინის მაღაზია საერთოდ მინგრეულია ...

უცებ გავიდა დრო ,ამდენი ხანი... ბავშვობის მოგონებები კი ასეთი ძლიერია ...

Wednesday, 2 January 2008

ახალი წლის მე–2 დღე : )

დაიწყო ახალი წელი ...

ჯერ წესიერად ვერ დავიძინე ამ წელს : ) ეხლაც ყავა დავლიე (რომ არ დამეძინოს)და აეროპორტში გავრბივარ ...

ისე მიხარია რომ თოვს,ახალი წლის ღამესაც რომ მოთოვა ძალიან გამიხარდა და მაგას ვნატრობდი– ნეტავ მასე ამიხდეს ყველაფერი როგორც ეგ ამიხდა : ) გარეთ ყინავს,იავნრის ტიპური დღეა... ქუჩაში ხალხი თითქმის არააა,ყველა ალბათ ისევ ქეიფობს,სიცარიელეა და სიწყნარე (ამ "ხლაპუშკების" ხმებს თუ არ ჩავთლით) ...

თან Home alone 2-ს ვუყურებ ეხლა,შემოვედი არა სახლში ეგრევე ჩავრთე : ) რა ვქნა მევასება ეს ფილმი !

აი ბოლო ყლუპიც,ზარიც და გავედი ! ...