Sunday, 27 January 2008

ზაფხული მინდა


რა მინდა ეხლა მე :

მინდა რომ იყოს ზაფხული,მზე ... აი მანდ ვიჯდე (სურათზე როა), გვერდით მედგას აი მანდ კაი რამ რომ დევს ის (იგულისხმება წვენი),ხელში მეჭიროს კარგი წიგნი,აი ისეთი ეხლა რისი წაკითხვაც მინდა, მაგალითად :Salman Rushdie "Midnight Children" ... მგონი ნატვრად მექცა ამ წიგნის წაკითხვა და თუ ოცნებააა ბარემ მანდ ავიხდინო : )))... შემდეგ, რა თქმა უნდა,მუსიკა ! ყურებში სასიამოვნო მუსიკა უნდა იყოს აუცილებლად... რაც მეტი სიმღერა მით უკეთესი : )
იF რა კარგი იქნებაა ...
(წარმოვიდგინე)
მერე ავდგებოდი,დავდებდი წიგნს,მოვსვავდი წვენს, სირბილით გავექანებოდი და შევხტებოდი ამ არაჩვეულებრივ ზღვაში(ალბათ უფრო ოკეანეა),ბევრს ვიცურავებდი,ძალიან ბევრს,ხმამაღლა ვიმღერებდი,ქვიშაში ჩავეფლობოდი,მერე ისევ ამოვეფლებოდი (ნეტავ სწორი ფორმაა გრამატიკულად?მერი ნიკოლაიშვილი is still watching you,თიკ : ))))... ) ,მერე ისევ იგივე,endlessly... endlessly პრინციპში ვერა...
ეჰჰჰჰ სულ გავუბერე,თავი მართლა მანდ რომ მგონია : )))
ზაფხული კი არა 27 (უკვე 28) იანვარია,ცივა,ყინავს,ცივი წვენის მაგივრად ცხელი ჩაი მიდგას,ხელში სალმან რუშდის მაგივრად სოციალური ფსიქოლოგია მიჭირავს,4 დღეში პირველი გამოცდა მაქვს,2 კვირაში მეორე,სადღაც შუალედში მესამე და ხვალ დილას კი ადრე ვარ ასადგომი...და ვაფშეტა,რა ცურვა,რის ცურვა ამ გამყინვარებაში...
ერთადერთი რაც ოცნებასა და რეალობას აქვთ საერთო ესაა მუსიკა,ჯუზიკა,მუზონი,ჯუზონი : )))) დაილოცოს ეს ჰანგები,ეს ადამიანები,მათი ნიჭი/შემოქმედება,კომპიუტერის გამომგონებელი,ნაუშნიკების შემქმნელი,პროგრამა სოულსიკი,მორფეუსი,ჩემი My Music ,ამდენ Mp3,Mp4-ს და WMA ფაილებს რომ იტევს...და კიდევ რას აღარ თუმცა ამ ფოლდერში მხოლოდ ეგენია...
რა მაგარია ყოველივე ეს ! რა მაგარია ცხოვრება !
C'est la vie...
კარგი რამეა ეს vie ...

5 comments:

Dv0rsky said...

Positive vibrations!

:)

Tiko said...

პესიმიზმი,ნეგატიური ვაიაბრეიშენები და მისთანები არ მინდა და შორს ქიშ ქიშ ჩემგან : )))))

ketketa said...

მოკლედ, სამოთხე ადამიანების დიდი ნაწილის გონებაში ზღვას უკავშირდება :)

საოცარი ადგილი გვიპოვია მე და შენ, თიკო, ერთნაირად მივილტვით ზღვისკენ:))

Tiko said...

ხო ქეთა... ზღვააა :)

Anonymous said...

mec minda mand
minda, minda, minda
Me sul dabla vegdebodi, qvishashi
Mikvars tetri qvisha, dzaan mikvars, vafanateb