უაზრო მოსაწყენი არაფრისმთქმელი დღეები რაოდენ ბევრია ამ ცხოვრებაში...ყველა ერთმანეთს რომ ჰგავს,არაფრით გამორჩეულები ...
არ მიყვარს ასეთი დღეები,ერთი და იგივე რომ ხდება ყოველდღე და ეს თანდათან მოსაბეზრებელი ხდება.
დღესაც ასეთი დღე იყო,დილიდანვე მივხვდი რომ უაზრო იქნებოდა.
როგორ ხარ ,რას შვები და აი ესეთი. ხო კარგად ვარ(ცუდად რომ იყო მაინც კარგად ვარ–ს რომ პასუხობ),ამ ქვეყანაზე ზალიან ცოტა ადამიანია ვისაც რამეში ადარდებს მე კარგად ვარ თუ ცუდად,აი დაჟე რომ უთხრა ცუდად ვარო მაინც თავისას გააგრძელებს ზოგიერთი. ოღონდ თავისი თქვას და შენ თავი უნდა უქნიო და იდეაში უნდა უსმინო.სულაც არ ვუსმენ ეგეთებს...
ეხლა ვზივარ და ყველაფერზე ვფიქრობ,მერე ვხვდები რომ ფიქრიც მეზარება,ხო ვიცი,რომ ეს ზარები უნდა მოვიხსნა და გვერდით გადავდო , მაგრამ ხანდახან ვერ ვაკეთებ ამას. მარტო მინდა რომ ვუსმინო მუსიკას და ვსო...
ხვალაც ეგეთი დღე იქნება ვგრძნობ,აააა არა,ალბათ არა ... მეგობრები უნდა ვნახო და სასმელში უნდა ჩავახშოთ ჩვენი დარდი : ))) ეს ისე, ხუმრობით : ))
ცუდია,რომ ვინც გაინტერესებს იმას არ აინტერესებ,ცუდია როცა იმედი გაქვს და სინამდვილეში იცი,რომ ტყუილად გაქვს იმედი... ცუდია როდესაც ხედავ იმას იქ,სადაც არ არის,ხედავ იმ ურთიერთობას რაც გინდა რომ იყოს.ილუზორული კორელაციაო ... ტერმინს თუ მოვიშველიებთ ასე ჰქვია აი ამ მდგომარეობას... ზიხარ და თავს იტენი რაღაც სისულელეზე ფიქრით,მარტო შენ რომ ხვდები და ვინც თავშია ის რომ ვერ ხვდება.
ესეც ხდება... უნდა დავიკიდოთ,მაგრამ ეს სათქმელადაა ადვილი.საერთოდ ჩვენ,ეს ადამიანები,სხვების რჩევის მიცემაში მაგრები ვართ,მაგრამ როცა საქმე უკვე საკუტარ თავს ეხება ყველანი ვიჭედებით.არ ვიცი ეს ადრეც თუ დამიწერია აქ,მაგრამ აშკარად მასეა. ეს ბევრჯერ გამოვცადე საკუთარ თავზე... თეორია ყველამ კარგად იცის,მაგრამ აი პრაქტიკაში გადატანა გვეძნელება...
მოკლედ,ვსო,აღარ მინდა ბევრი ბლა ბლა ...
2 comments:
rogor xar? :)
კარგად ხატია,შენ ? :)
ჩახვედი უკვე კანადაში ?
Post a Comment