როგორ ხდება არა ?
მთელი ცხოვრების განმავლობაში ტვინში უამრავი ინფორმაცია შედის,ვახდენთ ფილტრაციას,ვარჩევთ ვინ შევიდეს ვინ გარეთ დარჩეს... პირველი ეტაპია როცა ახდენ შემჩნევას,მერე შეგყავს,მერე კი კოდებივით ლაგდება ესე ჩვენს ამ თითქოსდა პატარა ტვინში,არადა მანდ რო ინფოები ეტევა ეგრე სადააა ... ზოგი ადვილად შედის გონებაში,ძააან მარტივად,ღმერთო ჩემო,ეს ისეთი სასაცილოა მართლა,რაც წიგნში წერია საკუტარ თავზე რო გადმოგაქვს ეგრევე პრაქტიკაში,არადა ამას 100 წელი ყურადღებას არ მივაქცევდი ... თითქოს წიგნში მოცემული თავების მიხედვით გავდივარ ყველაფერს,აი მაინც რა არის ფსიქოლოგია... ძალიან მაგარი რამეა,ძალიან !
ცხოვრების მანძილზე ტვინიდან ბევრ რამეს შლი,მაგრამ ბევრს ვერც შლი,მიუხედავად გინდა რო წაშალო არ იშლება... დრო შლის ნელა–ნელა... ეტაპობრივად,დღითიდღე,ყოველ წამს და ყოველ წუთს ... ამიტომაც ვწერ აქ რაღაცეებს რომ მერე მოსაგონრად მქონდეს,ეს ცხოვრება ისეთი პატარააა რომ ვის რა ეტაკება კაცმა არ იცის... ყველაფერი უნდა მოასწრო და გააკეთო,რომ მერე მოხუცებულობისას ეს ყველაფერი გაიხსენო ღიმილით,სევდანარევი ღიმილით ან თუნდაც ტირილით/სიცილით ...
ეხლაც ამას ვწერ და თან ცრემლი მომდის ცალ თვალზე,მე თუ ნორმაში ვიყო რააა ... ყველაფერი რატომ მიმაქვს გულტან ახლოს ? სხვისი მე რატომ უნდა ვიდარდო ? ჩემი რა ნაკლებია ?!
ეს იმიტომ,რომ მეგობარს დედა გარდაეცვალა... ბაღის პერიოდი გამახსენდა,4 წლიდან ვმეგობრობთ მაიკო და მე და უცებ ესეთ ამბავს ვიგებ დედამისზე,სულ ის ქალი მიდგას თვალწინ და მართლა მეტირება,რა უცებ გავარდა დრო ...
ეს ცხოვრება მართლა ხანმოკლეა და ეხლა უნდა ავდგე და ყველა ჩემს მეგობარს ვუთხრა თუ როგორ მიყვარს,სწორი იყო მარკესი – დროზე მოასწარითო!
მიყვარხართ ძალიან,ძალიან,ძალიან და ძალიან !
No comments:
Post a Comment