ვეცდები გავიხსენო რა მოხდა მნიშვნელოვანი ამ გასული 10 დღის განმავლობაში, ინტერნეტი რომ არ იყო.
რაც პირველი მომაგონდა ესააა ის, რომ პარიზის ოპერის ბილეთები დავბრონეთ 30 ში და ეს ფაქტი მე ძალიან მახარებს :))))
PhD–ის გამოცდა ჩავატარეთ ქორდიარდ მერიოტში და ერთმა აპლიკანტმა ლამის დაგვხოცა ყველა :))))
თეასგან წამოვიღე თათიას ქორწილის სურათები, ახლა დავრარე და ეკას გადავუგზავნე უკლებლივ ყველა :)
ვიკითხე ბევრი, ვუყურე ტელევიზორს საკმარისზე მეტ ხანს
ვინაიდან და რადგანაც ინტერნეტი თითქმის ყველას გათიშული გვქონდა, გადავედით კომუნიკაციის მამა–პაპურ საშუალებებზე როგორებიცააა ტელეფონი და ერთმანეთთან სიარული/ პირადი ვიზიტები :))))
წინა კვირას თბილისობა იყო და ჯგუფის ნაწილი შევიკრიბეთ ტრადიციისამებრ . შეხვედრის ადგილი : კალა და მარაკეში თუ რაღაცა ჯანდაბა ბარი, რომლის ნამცხვარიც ყველას მწარედ დაგვამახსოვრდა :))))) ინამ გადაგვაგდო და ასე შემდეგ. მაგდაც როგორც წესი ყველა ძალიან ვუყვარვართ,მაგრამ ვერ მოვიდა, ლეის სიცხე ჰქონდა, ანი ჩამომსვლელი არ იყო და ამიტომ 4 –ნი დავრჩით :)
მოკლედ ასე. მეტი ამ მომენტისთვის არ მახსენდება. თუ რამეა და აგერააა ბლოგი და ჩავწერ :)
1 comment:
ex :(
Post a Comment