Tuesday 21 April 2009

როდემდე?

ესაო, ისაო, კიდევ აქციებიო, მერე დარბევებიო, კარვები და საკნებიო...

კითხვა მაქვს:როდემდე უნდა ვიყოთ ასეთ ყოფაში???

ყველაფერს აქვს რაღაც საშველი, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ ვხედავ პირადად მე გვირაბის ბოლოს სინათლეს. თქვენ თუ ხედავთ მითხარით, იქნებ მეც დავინახო და გავიხარო...

ვცდილობ არ ვიფიქრო ამ ყველაფერზე, მაგრამ მაინც მეფიქრება.
რაც მახსოვს სულ ასეთ დღეში ვართ, სულ აქციებია,სულ არეულობააა, სიტუაცია პერიოდულად წყნარდება,მაგრამ ეს მხოლოდ დროებითია. ძალიან დავიღალე უკვე, მინდა, რომ ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო სადაც სიმშვიდეა.

ამას ვოცნებობ ამდენი წელია... რომ სიენენზე და ბიბისიზე ჩვენი მიტინგები და არეულობები აღარ გააშუქონ, აღარ იყოს ამდენი ლანღღვა-გინება,შეძახილები და საპროტესტო აქციები.

ვაააჰ ..............

4 comments:

CinnamonGirl said...

ჩემო თინათინ, ამ არეულობას ისევ ზვიად გამსახურდია მირჩევნია, ოღონდ მშვიდობა... დავიღალე რა, საბჭოთა კავშირი რაც დაიშალა, არც ერთი პრეზიდენტი არ წასულა თავისი ნებით, სულ ვატრიალებთ და ვატრიალებთ...
როდემდე?!

Tiko said...

ხო და დასასრული ხო უნდა ჰქონდეს?!
სულ ასე მართლა როდმდე უნდა ვიყოთ ...

CinnamonGirl said...

როგორც გიომ აღნიშნა, მეორედ წასვლამდე, ალბათ...
მე კი მიმაჩნია რომ ჩვენი ცხოვრება სპირალია და ადრე თუ გვინა ყველაფერი მეორდება, ოღონდაც განსხვავებულ ხვეულზე, მაგრამ რაღაც ნამეტანი მსგავსი და ანმეტანი პატარა ხვეულები აქვს ამ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას...
:S

Tiko said...

ხოოო ....

რავიცი,იმედი ბოლოს კვდებაო...