ისეთი გაცოფებული ვარ ახლაც, სიტყვებს ვერ ვპოულობ გუშინდელ ამბებთან დაკავშირებით. ყველაფერს თანმიმდევრობით მოვყვები:
ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი კინოში ”ალისაზე” 8 საათიანზე და შესაბამისად ეს ამბები რაც ამ დროს ხდებოდა არც მე და არც ჩემმა მეგობრებმა არ ვიცოდით. იქიდან გამოვედით 10 საათზე და მოვედი პირდაპირ სახლში.
მოვედი და კარებში მამაჩემი მხვდება და მეუბნება ასეთი რამე გააკეთესო... არც დედაჩემს და არც მამაჩემს არ უნახავთ ის სიუჟეტი. სახლში მამიდაჩემს დაურეკია ომი დაწყებულაო და ესენიც გაგიჟებულან. თურმე ჩემი მამიდაშვილი იცმევდა და მიდიოდა, რეზერვისტი ვარო...
ეს ყველაფერი უცებ მომაყარეს და მერე დავჯექი და გავაცნობიერე ყველაფერი.
ქართული ჟურნალისტიკა რა დღეშიცააა ისედაც ვიცოდით და ახლა მთლად მოეფინა ნათელი ყველაფერს. ტელეკომპანია კი არა კრეტინების თავშესაყარია. როდესაც ასეთი ცნობილი ტელეკომპანია საღამოს გამოშვებას აკეთებს ასეთ თემაზე, რაც არ უნდა იყოს, მგონი სულ 2 წუთით შედეგზეც უნდა ეფიქრათ, რა რეაქცია ექნებოდა ხალხს და ა.შ. მაგრამ მაგათმა ფეხებზე დაიკიდეს ყველაფერი, გაუხეთქეს ხალხს გულები, ზოგს წნევამ აუწია, ზოგს გულის შეტევა დაემართა, აგერ ჩემს ნათესავს ლამის მშობიარობა დაეწყო, გადარიეს საზღვარგარეთ მყოფი ადამიანები, რომლებიც ოჯახებს ვერ უკავშირდებოდნენ რომ გაეგოთ რა მოხდა, დაივიწყეს ყველანაირი კოდექსი/კანონი და რაც რამე მსგავსი ოდესმე დაწერილა და ახლა გამოდიან და ბოდიშს იხდიან. ვის რაში უნდა მაგათი ბოდიში????
ბანალური ფრაზააა მაგრამ ამ ყველაფერს მიესადაგება:
ბოდიში წამალი რომ იყოს აფთიაქში გაიყიდებოდა-ო...
ეს ქვეყანა არააა!!!
No comments:
Post a Comment