Thursday, 9 August 2012

...

დაფიქრდით და ისე აირჩიეთ თქვენი მომავალი...

ბევრჯერ მიფიქრია იმაზე თუ სწორი არის თუ არა ის გზა რომელიც არჩეული მაქვს. ბევრჯერ ამიწონ-დამიწონია ჩემი ნაბიჯები, მაგრამ ცხოვრება ყოველთვის რაღაც სიურპრიზებს მაინც გვიწყობს.

რაც უფრო ვიზრდები მით უფრო იზრდება პრობლემების რიცხვი, რომელიც დაუსრულებელია და ერთი დამთავრდება და სხვა იწყება და ასე...

დღესაც ის დღეა ჩემს ცხოვრებაზე რომ დავფიქრდი.

იმედია, რომ რაც მიზნად მაქვს ოდესმე ყველაფერი განხორციელდება და ზუსტად იმ გზას ავადგები რაც მე მინდა... შეცდომებიც დამიშვია მაგრამ არაუშავს, შეცდომებზე ხომ სწავლობენ...

ეს ყველაფერი კი იმიტომ დავწერე, რომ მეთქვა კიდევ ერთხელ: აკეთეთ ის რაც გინდათ, მოგწონთ და გსიამოვნებთ, იყავით იმ ადამიანებთან ვინც მოგწონთ და იმ სფეროში რომელიც თქვენთვის არის შესაფერისი... ეს ცხოვრება ისედაც ხომ ძალიან ხანმოკლეა.



2 comments:

Kate said...

ეჰ, ეგრე მარტივი რომ იყოს. :)

Tiko said...

ხოდა კიდევ კარგი რომ ვიცით ეს და რამე უნდა მოვიმოქმედოთ... თორემ გადის ეს ოხერი დრო ...