ღმერთო, რამდენი ხანია აქ აღარაფერი დამიწერია.
მგონი 3 წელია...
ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში იმდენი რამდენი მოხდა ჩემს თავს რომ ალბათ აზრიც არ აქვს რომ დავწერო, გამომრჩება კიდევაც.
ყველაზე მთავარი ისააა ალბათ რომ ამერიკაში გადმოვბარგდი და 2014 წლის 31 მარტიდან აქ ვცხოვრობ.
ვეცდები ისევ გავაგრძელო წერა და ტელეფონში ჩაწერილი ნოუთები გადმოვიტანო აქაც.
მიყვარს აქაურობა. რამდენი ემოცია მაქვს გადმოტანილი და რამდენი ფიქრი და იდეა.
რამდენი რამე მახსენდება. უცებ ნოსტალია შემომაწვა.
შაბათი საღამოა, ცოტა ყელი მტკივა და ჩაის ვსვავ, ჩემი ჩვეული მდგომარეობაააა ჩაი, ლიმონი, მუსიკა და აი ბლოგიც აღვადგინე.
მოკლედ, აქ ვარ.
თქვენი თინა
:)
1 ოქტომბერი, 2016 წელი
ლოს ანჯელესი, კალიფორნია
No comments:
Post a Comment