ტაკს ... ეს 2 დღე მართლა გავუბერე მაგრამ კაი იყო რაააა
დღეს კიდევ ერთი დღე გადავაგორეთ და კაი იყო ... რატომ ? იმიტომ, რომ ჩემი ერთ–ერთი
საუკეთესო მეგობრის დაბადების დღე იყო : )
დღე კი არადა საღამო დაიწყო "შემოიხედე გენაცვალე"–ში – სადაც ისედაც კარგ ხასიათზე მყოფები მთლად კარგად გავხდით , ვიცინეთ, მოვიგონეთ ძველი დრო, გავიხსენეთ სტუდენტობა, our sweet memories ... ამის მერე გადავინაცვლეთ აგორაში, სადაც ისეთი სიტუაციააა მე რომ მომწონს და მევასება – ანუ კარგი მუსიკა და კარგი სასმელი ... ამას მოყვა ტუალეტში უაზრო ხარხარი, რატომ მიქრობდა შუქს ნანო ვერ გავიგე, რა : ))) ეს ყველაფერი კაი, მაგრამ უნდა გამოვყო ორი ერთად ანუ რა : შემოვიდა ადამიანი, რომელზეც 2 წელი სრულად ვგიჟდებოდი და რო დავინახე თან ორივე ერთად ( ტყუპები არიან ) მიშველეთ–თქო ერთი წამოვიძახე და სმა გავაგრძელე ... მერე ნანომ ახსნა თუ რას ნიშნავდა ეს ჩემი წამოძახილი . 2 ერთნაირი არაჩვეულებრივი ბიჭი, რომელიც ჩემში უკვე ჩვეულებრივად კარგ ბიჭებად აღიქმებიან და აღარ ვაფრენ და ვგიჟდები, ადრე რომ ვიყავი. ნუ გემოვნება რომ კარგი მაქვს აქამდეც ვიცოდი , ეხლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ...
აგორას მოყვა ის, რომ ზოგი სახლში წავიდა და მე , ნანო და თაკო წავედით შემდეგ დანიშნულების ადგილას : და ესაა შარდენის 12 . იქ რაღა მინდოდა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ იქაც წავედი, ძლივს : )))))
იქვე როიალზე ლაივ ჯაზი დაიწყო და ნუ ეს ჩემთვის მისწრება იყო, ფხიზელი ვაბოდებ ჯაზზე და არაფხიზელი ხო საერთოდ .... : ) Unforgettable მახსოვს, კარგი იყო, აი აააარაჩვეულებრივი, კალაში მაია ბარათაშვილი შევნიშნე თუმცა იქ ადგილები არ იყო და ამიტომ ვერ დავტკბი ...
ეხლაც ახალი მოსული ვარ სახლში და 1 ეკრანის მაგივრად 3 –ს ვხედავ თუმცა მაინც ვწერ სმ პოსტს და არა მხოლოდ პოსტს და მოკლედ მაგრად ვარ, აი ძალიან კარგად.
20 მაისი ამიტომაც მიყვარს ... თითქმის ყველა ვიკრიბებით ... დაჟე მაგდა ვნახე, ჩემი ჯგუფელი, რომელიც ბოლოს 2006 წლის ივნისში ვნახე გამოცდა რომ ჩავაბარეთ და იმის მერე აღარ მინახავს . გაშტერებული ვუყურებდი და ვხვდებოდი თუ როგორ გავიდა დრო ...
მიხარია ის, რომ ასეთი კარგი ჯგუფი აღმოვჩნდით ბოლოს, რომ ერთმანეთს არ ვივიწყებთ, რომ ვიკრიბებით და 4 წლის მანძილძე საფუძველჩაყრილ მეგობრობას ვაგრძელებთ : )
4 comments:
tiko, sul shemtxvevit shemovedi am saitze da sul shemtxvevit gadavekare shen nacerebs... xooda saertod ar mikvars interneti da kompiuteri magram samsaxurshi sakme ro ar makvs xolme sxva gasartobi ar mak da shen nacerebs vkitxulob :] zaan kai gadmocemis unari gak mgoni da bevrs vxalisob xolme shen nacerebze... miuxedavat imisa rom ar mesmis eseti ragaceebi mainc, interesit vkitxulob... vot tak! zaan mainteresebs vin xar :] exac samsaxurshi var da sakme ar mak jer jerobit...cxela! =)
მადლობა ლევან :))))
საქმე თუ არ გაქვს გახსენი შენც ბლოგი და წერე : )) წავიკითხავ და მოგიკომენტებ : )
arapers... ra ici sheileba mivkve shen rchevas da mec davicko cera.. haha =) u never know:]
u are absolutely right : )
Post a Comment