Tuesday, 27 May 2008

Friendship that will never end

დღეს კარგი დღე იყო ძალიან :)

მე და ჩემმა მეგობარმა ჩვენი მეგობრობის 20 წლისთავი აღვნიშნეთ. 20 წელია განუყრელი მეგობრები ვართ, აი გარშოკის/ ტრუსიკის მეგობრებს რომ ეძახიან ...

3 წლისები რომ ვიყავით მაშინ გავიცანით ერთმანეთი, ერთი ჩვენი მეზობელია მაყვალა და მახსოვს იმ ქალმა ამოიყვანა ქეთი. მე ეტყობა ვთამაშობდი და მახსოვს ოთახში როგორ შემოვიდა . რო შემოვიდა ოთახში დაიწყო სიარული და ესე დავდიოდით( რას ვლაპარაკობდით ეგ აღარ მახსოვს) , ან რატომ დავდიოდით ესე სასოწარკვეთილებივით დღემდე ვერ გაგვიგია.

აი აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. ორივე 51–ე სკოლაში ვსწავლობდით მაშინ და ერთად მივდიოდიოდით ხოლმე ხშირად. იქიდანაც მე ბებიაჩემს გამოვყავდი და ქეთი კიდევ დედამისს და ჩაჩავაშიც თეთრ ხალათებში ვიჯექით ხოლმე : )))

ჩაჩავაზე გამახსენდა ... მგონი ნახევარი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული ... ბებიაჩემი თეთრ ხალათს ჩამაცმევდა და ვიყავი ხოლმე იქ , დავდიოდი პალატებში, ვათვალიერებდი ბავშვებს, დღენაკლულებს– ინკუბატორში რომ იყვნენ ... მესმოდა მშობიარე ქალების კივილის ხმა და მახსოვს ბებიაჩემის სიტყვები : თიკა, იცოდე ბლოკში არ შეხვიდე ... არც არასდროს შევსულვარ, მეშინოდა. ყველას ეგონა რომ მეც პედიატრი ვიქნებოდი, გავყვებოდი ბებიების კვალს და სამედიცინოზე ჩავაბარებდი. ბაბუაჩემს ეგონა, რომ მათემატიკოსი ვიქნებოდი ... ყველაფერში დაგეხმარებიო მეუბნებოდა. ეხლა არც ექიმი ვარ და არც მატემატიკოსი, რა ვარ მეც ვერ გამიგია : ))) (შუტკა)

ხოდა რას მოვაყოლე ეხლა ეს .... ხო, მეგობრობა...

მეც არ მყავს და/ძმა და არც ქეთის ამიტომაც დები ვიყავით და ვიქნებით კიდევაც ყოვეკთვის. მართლა სულ ერთად ვართ გაზრდილები. ან მე ვიყავი მაგასთან, ან ეგ იყო ჩემთან, ან ორივე ეზოში .

იმ დღეს მეუბნებოდა, თიკ , ჩვენ არასდროს გვიჩხუბიაო – აი ესაა მეგობრობააო : )

ყოველთვის ვუგებდით ერთმანეთს და გვესმოდა.

1 comment:

Anonymous said...

sweet :)