დღევანდელი ვიზიტი გლდანში მშვიდობიანად დასრულდა :)) არ დავიკარგეთ, რაც მთავარია. ძალიან რთულია ასე შორს ცხოვრება, 40 წუთი მივდიოდი მარშუტკით და უკან კიდევ მგონი 50 წუთი და ისე დავიღალეე .... ყოველთვის ვამბობდი რომ გლდანში 7 ოთახიან ბინას მირჩევნია ხილიანზე მქონდეს აგერ ეზოში თუნდაც 1 ქოხი, რა ვქნა, შეიძლება მე ვარ ასეთი :(
ხოდა კიდევ ქრონიკულად მენატრება ჩემი მეგობრები...
აი თეა გუშინ ვნახე და უკვე მომენატრა.
ეკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია ... არადა მეგონა 1 თვეში ჩამოვიდოდა და ვნახავდი.
ეჰ ...
Shy Genius "Momeraths" - ასე ჰქვია იმ კომპოზიციას ასე endlessly რომ გაისმის ჩემს ყურებში და კიდევ ბევრჯერ გაისმება, ეს ისეთი მაგარი რამეა.
ახლა საკაიფოდ ვზივარ, ვჭამ ვაშლს,ვუსმენ ამ არაჩვეულებრივ რამეს და ამ სისულელეს ვწერ. ხოდა, დღეს უკვე 20 სექტემბერია და გილოცავთ უთოს დაბადების დღეს : )))) დაე ბევრი უთო ყოფილიყოს ჩვენს ოჯახებში : )))
ხვალ ყველა ვიღებთ უთოს და შევუდგებით დაუთოვებას : )))))
უთო ფართის მოწყობაც შეიძლება : )))))
ჰაჰა გავრეკე მგონი : )))))))
No comments:
Post a Comment