კითხვა :რა ჯობია მეგობრებთან ერთად არაჩვეულებრივ კაფეში ჯდომას ?
პასუხი : არც არაფერი :)
მართალია !
როცა ხვდები შენს ჯგუფელებს, ვისთან ერთადაც გაატარე მთელი 4 წელი, რა თქმა უნდა სასიამოვნოა. როცა ზიხარ, ისმენ კარგ ამბებს, სვავ perfect ყავას, ფონად არაჩვეულებრივი მუსიკა გაქვს, გვერდით შენი საუკეთესო მეგობრები გყავს ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ საღამო კარგად გაატარე. ანუ გავატარე :)
შეხვედრის ადგილიც სიმბოლური იყო... თსუ მეხუთე კორპუსის წინ : )))
ადგილი სადაც ზუსტად ეს 4 წელი გავატარეთ ავად თუ კარგად :)))
ეს ზუსტად ჩვენი სანაქებო კორპუსია
მანდ რა მინდოდა ვაბშე არ ვიცი რა, მთელ ჯგუფს ეგ კითხვა გვქონდა მთელი 4 წლის განმავლობაში.
მოვყევით იქაური,აქაური,ჯგუფელებზე,ამბები,ჭორები,სიახლეები,რაც რამე გაგვიგია.
მერე ფეხით ვისეირნეთ ცოტა,მიყვარს ფეხით სიარული, ადრე სულ ფეხით დავდიოდით მე და ნანო უნიში.
საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედით, რომ საჭიროა ხშირად შევიკრიბოთ ხოლმე, მარტო სკაიპი ხო არააა საქმე?! მადლიზა(მაგარი სიტყვაა ეს) კაცო ასეთი კაი მეგობრები ვართ, ერთმანეთის ხმები მოგვენატრა და სახეები ბოლო ბოლო, ყველაფერი ბეჭვდამდე როა დასული. ეს რა უბედურებაა ისე ...
ხოდა ენგრე, სხვებიც რო წამოსულიყვნენ უკეთესი იქნებოდა :)
ეს ერთი და სხვა მრავალი ასეთი საღამოები :)
ხო,ნანო,საჭიროა,საჭირო ! : ))))
2 comments:
ვიცი მე ეგ, ვიცი :P
muy bien :)))
Post a Comment