მიუხედავად ჩემი ცუდად ყოფნისა სულიერადაც და ფიზიკურადაც,მაინც დავწერ აქ ჩემს შთაბეჭდილებებს :)
პარიზი ძალიან მაგარი ქალაქია !!!
ყველაფრით მაგარია,აი ყველაფრით ... ჩვენ ძალიან ბევრი გვიკლია იქამდე, ალბათ ვერც ვერასდროს მივალთ.
ეიფელი პირველად თვითმფრინავიდან დავინახე და ეხლაც თვალწინ მიდგას ეგ მომენტი,თვითმფრინავში რო ყვირილი დავიწყე აი გამოჩნდათქო :)
ფეხი რო დავდგი საფრანგეთის მიწაზე მივხვდი,რომ ბედნიერი ვარ :) მთელი გულით და სულით ბედნიერი :) 23 წელი ამას ვოცნებობდი,რომ ეს ქალაქი მენახა და ამიხდა კიდევაც :)
სულ სხვა ჰაერია, სხვა ცა, სხვა სუნი .... ყველაფერი ვნახე (პერლაშეზის სასაფლაოს გარდა) და ბედნიერი ვარ !!! ეიფელი რო დავინახე პირველად ახლოდან გადავირიე,იგივე დამემართა ტრიუმფალურ არკაზე და ნოტრდამზე... უბრალოდ ვერ აღვწერ რა შეგრძნება მქონდა და ახლაც მაქვს ... ვერცერთი ფოტო ვერ ასახავს რაც სინამდვილეშია.
ვერსალზე გადავირიე, მაგარი შეგრძნებააა, როდესაც შენც რამოდემინე საუკუნის დაშორებით იმ ადგილებში დადიხარ სადაც ადრე მეფეეები დადიოდნენ :)
ლუვრიც მაგრად მომწონა, მონა ლიზას 10 წუთი დადებილებული ვუყურებდი , ვაბშე სხვააა ორიგინალი და ტუილად არ ლაპარაკობს მაგ ნახატზე მთელი მსოფლიო. მაგარი სტრანნი რამეა, თითქოს ირონიულად გიყურებსო,მერე თან არც გიყურებს მასე. ვენერაზეც გადავირიე და ნიკეზეც, უგენიალურესი ქმნილებეებია.
ცალკე თემაა დ'ორსეს მუზეუმი,რომელიც მე ლუვრზე მეტად მომეწონა, კულტურული შოკი მქონდა ყველა ნახატი ვნახე, რომელიც მომწონს,იმპრესიონიზმზე ისედაც ვეცემოდი და ახლა ვაბშე. პიკასო არაჩვეულებრივია, დამატებით გამოფენაც იყო პიკასოს და ეგეც ვნახეთ. "Le chat noir"–ზე ვაააააბშე გადავირიე, აი ესააა
აი მაგალითად მარჯვნივ ქვემოთ ემილ ზოლაააა :)
5 სართულიანია დ'ორსე, 5 უმაგრესი სართული,რომელიც მსოფლიოს აგიჟებს. მხატვრები ბომჟებივით წვანან ძირს და თითო ნახატს ნახევარი დღე უყურებენ, სხვა მუღამია როდესაც ორიგინალს ნახულობ :)
ალექსანდრე მე– 3 ის ხიდის ცალკე სილამაზეა. ჩემი უსაყვარლესი ხიდია იმ წამიდან რაც ვნახე და გავიარ–გამოვიარე.
St.Germain ულამაზესია, ძველი ისტორიული უბანი, სადაც 2 უმაგრესი კაფეა. იმ ადგილას ვიჯექი,სადაც დიდი ერნესტი სარტრთან ბაასობდა წიქა ყავის თანხლებით ალბათ, les deux magots ჰქვია მაგ კაფეს :) და ერთი სიამოვნებააა მანდ ჯდომა :)
Shakespeare and Company ყველამ უნდა ნახოს, წიგნი ვისაც უყვარს. მე "ულისე" და "დუბლინელები" ვიყიდე მანდ და ძალიან ვამაყობ. Paris Jazz Corner ცალკე სიამოვნებაა, უძველესი ჩანაწერები აქვთ შემონახული და ფირფიტებიც კი და ჩემთვის,როგორც ჯაზის მოყვარულისთვის უდიდესი სიამოვნება იყო მანდ შესვლა :)
მონმარტრი თავისი საკრე კორით , ტავისი ვიწრო და ქვეფენილიანი ქუჩებით, თავისი პიგალით და მულენ რუჟით... არაჩვეულებრივია !!!!!!!!
Champs Elysees მსოფლიოს გამზირია ! უსერიოზულესი მაღაზიებით და შოფინგ ცენტრებით.
კონკორდი– ვაბშე სუპერ :)
ოპერა ულამაზესია და უდიდესი ...
ბუდა ბარი, კაფე კოსტესი– აი პარიზი :)
თავისი კრეპებით, მწვანე ჩაით, ნამცხვრებით და ფრანგული სულით ...
დისნეილენდი, სადაც ყველა ოცნება სრულდება, სადაც შეგიძლია ტირილამდე იყვირო და ეს არავის უკვირს იმიტომ,რომ ყველა ყვირის და კივის. ადგილი, სადაც 1 უბედნიერესი დღე გავატარე ...
საერთოდაც 8 ყველაზე მაგარი დღე გავატარე ჩემს ცხოვრებაში, დაუვიწყარი თავისი ყველა წუთით და წამით, ყველაზე მაგარი ახალი წელი მქონდა, truly UNFORGETTABLE :)
და მიხარია, დედას ვფიცავარ ახლაც ვზივარ და მიხარია და ზუსტად ისეთივე შეგრძნებები მაქვს ტავიდან რომ მქონდა და რომ მე კიდევ წავალ პარიზში... იმიტომ,რომ არ შეიძლება ეგ ქალაქი მხოლოდ ერთხელ ნახო
:)
9 comments:
ააააააააააააააააააააააააააააააა!!!!!!!!:)))))
რამე უნდა დამეწერა ?? :)))
no more words are needed :)
არადა გელოდებოდი...
როდის ჩამოვა და დაწერსმეთქი...
ძალიან კარგი, თუ ასეთი ნასიამოვნები ხარ :)
ნასიამოვნები რომელია :)
თიკ მიხარია რომ კმაყოფილი ხარ, სხვანაირად ალბათ არც შეიძლებოდა ყოფილიყო. გამახსენდა ცემი თავი ვერსალში, მუზეუმ დორსეში, ლუვრი, ქუჩებში სასეირნოთ, მეტრო ;), მაღაზიები. პარიზი მართლა ძაააან კარგია და შეგრძნება რომანტიული მქონდა ;) ისეთი როგორიც ზოგიერთ ფრანგულ ფილმებშია :)))
მუზეუმ დორსე მეც ყველაზე მეტად მომეწონა, თუმცა ვერსალზეც გადავირიე ... მაგრამ შედარებები არ გამოდის, სულ სხვანაირი სტილია. ვერსალის ოთახები, ბაღები ... და წარმოიდგინე ხალხი ვერსალში რომ დარბის, როგორც ვაკის პარკში ;) :)
ნუ კარგია. მაგრამ სულ იქ არ მინდა. აი ასე კიდე ჩავიდოდი სტუმრად ტურისტად :)
აბა დროებით, სურათები მაგარია :)
მადლობა ხატია :)
უგენიალურესი ქალაქია და თავიისი ხიბლი აქვს, პარიზია და მაგიტომ :)
ვერსალზე მეც გადავირიე, ულამაზესია და ცუდია, რომ ფოტოები კიდევ ვერ ასახავს იმ სილამაზეს ....
რაღაცით ჰგავს ჩემს ბოლო პოსტს (ან პირიქით ის ჰგავს ამას, იმიტომ რომ ეს უფრო ადრეა დაწერილი:P), განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომ შენც ჩემსავით ოცნება აგიხდა და პარიზში წახვედი, ხოლო მე კიდევ ბარსაში, რაზეც ასევე ვოცნებობდი წლების განმავლობაში;)
Dreams come true !!! :)
Post a Comment