Showing posts with label Paris. Show all posts
Showing posts with label Paris. Show all posts

Wednesday, 2 January 2013

2012 წლის შეჯამება

დავწერ 2012 წლის შეჯამებას :)

მაშ ასე:

იანვარი - მიუხედავად საშინელი პრობლემისა, რომელიც ბინასთან იყო დაკავშირებული, დაიწყო პოზიტიურად: წავედი პარიზში და მქონდა ერთ-ერთი საუკეთესო trip ჩემს უსაყვარლეს ქალაქში. ვიყავი ასევე კიევშიც და მიუხედავად -28 გრადუსისა, მაინც მომეწონა.

თებერვალი -გადავედი კარფურში.

მარტი - ვიყავი დუბაიში და გარდა ტრეინინგისა დავათვალიერე მთელი ქალაქი და გავითბე გაყინული ძვლები :)))

აპრილი - არაფერი განსაკუთრებული, მარტო პრობლემები.

მაისი - გავიცანი ადამიანი, რომელიც ნოემბერში აღმოვაჩინე.

ივნისი, ივლისი - არაფერი დიდი, აქ დაწერად რომ ღირდეს.

აგვისტო - ვიყიდე ბინა და მოვაგვარე პრობლემა მთელი წელი რომ მაწუხებდა ასე.

სექტემბერი - წავედი პარიზში Coldplay-ს კონცერტზე და ავისრულე ეს ოცნებაც.

ოქტომბერი - არაფერი მნიშვნელოვანი.

ნოემბერი - ვიყავი Dee dee Bridgewater-ის კოცერტზე თბილისის საერთაშორისო ჯაზ ფესტივალის ფარგლებში; მაისში აღმოჩენილი ადამიანი კიდევ მეორედ აღმოვაჩინე.

დეკემბერი - საშინელი თვე, უარი ამერიკის ვიზაზე და კიდევ ნერვიულობა.


ახლა 2013 წლის 2 იანვარია, ბედობა დღე, მიხარია რომ 2012 წელი ჩაბარდა წარსულს.
ვნახოთ როგორ იქნება 2013 :)

Happy New Year!







Sunday, 9 September 2012

Le ciel de Paris

I am back from Paris full of emotions and positive energy.
This city really makes me feel very very very good!!!

Here is a photo taken by me from La Tour Montparnasse - 59th floor, where there is a terrace with breathtaking views all over Paris.

On 56th floor there is a Restaurant - Le Ciel de Paris, where you can sit, drink a coffee or a glass of wine and enjoy every second.

La Tour Montparnasse is a must see place in Paris, so if you are planning a trip - do not even miss it!



Saturday, 11 February 2012

Kinda review

ცოტა ხნის წინ წიგნის წერა დავიწყე, სახელწოდება ჯერ არ მომიფიქრებია ალბათ ცხოვრების ბოლოსკენ რომ მოვრჩები მერე შევუხამებ რამეს, სავარაუდოდ ერთქმევა ალბათ თინა, მისი ცხოვრება და საფრანგეთი :) ეს ხუმრობით, მაგრამ ყველა ხუმრობაში ხომ სიმართლეა! ამ მომენტისთვის შესავალი და 3 თავი დავწერე, მერე ალბათ რომ მოვრჩები ერთ ეგზემპლიარად დავბეჭდავ წიგნის სახით და პენსიაზე რომ გავალ საკითხავი მექნება. დიდი მადლობა ჩემს ბლოგს, რომ არა ეს უკანასკნელი ბევრი რამ აღარ მემახსოვრებოდა.

ჩემი ბოლო პოსტის შემდეგ ბევრი რამ მოხდა, ამიტომაც ვეცდები ყველაფერი მოკლედ გადმოვცე:

კიევის მერე ვიყავი პარიზში - ამას ცალკე პოსტებს მივუძღვნი და მიუხედავად იმისა, რომ პარიზში პირველად არ ჩავსულვარ, ეს სულ სხვა იყო: Paris with all its magnificence!!! თავისი მთელი სიდიადით! 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებით, ბევრი საქმიანი ვიზიტით, კაბარეებით, დღის იახტ ტურებით და ღამის კრუიზით სენაზე, ბევრი ღვინით, შამპანურით და ფრანგული სულით აღსავსე....ბევრი ოვაციით, შეძახილით და გრძნობითაც... შეხვედრებით, რომელთაგანაც ერთი მთელი ცხოვრება მემახსოვრება- თუნდაც იმით, რომ ეიფელის კოშკს რომ ავხედე იმ ღამეს თავი ყველაზე უბედური ადამიანი მეგონა მიუხედავად იმისა სად ვიდექი და მივხვდი რომ რაღაც გრძნობას ბევრი რამის შეცვა შეუძლია. მიყვარს მეტრო გრან ბულვარი, იქვე ბარი ო’ სალივანი, ის ფორთოხლის წვენიც კი, რომელიც ყველაზე გემრიელი მეჩვენებოდა... ის წვიმიანი პარიზი და ამავე დროს ულამაზესი, სუსხი მაგრამ რომ მცხელოდა, ასე თბილად მგონი არასდროს ვყოფილვარ იქ, გაგანია აგვისტოშიც კი. გონებაში ბევრი რამ მარად აღიბეჭდა, მისი სახე - სევდით აღსავსე რომ ვთქვი რამოდემინე დღეში თბილისში ვბრუნდებითქო და ის დიდი ცისფერი თვალები...

არასდროს მეგონა ასე თუ იქნებოდა და თან ეს ყველაფერი პარიზში, რომელსაც ჩემს მეორე სახლად ვთვლი. სასწაულად მენატრება იქაურობა, ის წვიმაც და ის ნაცრისფერი ცაც, სულ გადარბენა რომ არის აქეთ-იქით, ყველას რომ სადღაც ეჩქარება, ფრანგული შარმი, ღვინო და ყველი და ბევრი სხვა რამ, რაც მხოლოდ იქ არის- თუნდაც ის ბედნიერების გრძნობა რაც იქ ყოფნისას მეუფლება მხოლოდ! გაღიმებული სახე და დადებითი ემოციები...

პარიზის მერე იყო ისევ კიევი და მერე თბილისი...

მერე იყო ახალი სამსახური - იმდენი ვიძახე ფრანგებთან მინდა მუშაობათქო რომ მაინც ჩემი გავიტანე და ამჟამად ზუსტად ასეთ ადგილას ვმუშაობ.


და კიდევ ბევრი სხვა რამ მაქვს თავში უბრალოდ დრო არ მყოფნის რომ კიდევ უფრო მეტი რამ გავაკეთო...





Friday, 13 January 2012

Paris, I am coming again

2 days are left till the unforgettable trip to Paris :)

Gonna enjoy every moment and I am truly very happy that I am visiting this magnificent city for the third time :)




Wednesday, 31 August 2011

Ladurée

ვაგრძელებ საფრანგეთის თემას.
ამ ქვეყანაში ჩახვიდე და ეს ბედნიერება არ შეიგრძნო- წარმოუდგენელია! :)

I am continuing the theme of France.
It is really unimaginable to visit this country and not enter Ladurée! :)




Saturday, 20 August 2011

პარიზი და დღე პირველი

დილის 11-ის წუთები იყო Gare de Lyon-ში რომ ჩამოვედით.

Gare de Lyon არის პარიზის მეტროს ერთ-ერთი სადგური, სადაც არის არა მხოლოდ მეტროს შიდა ხაზები არამედ შედის TGV, idTGV მრავალი სხვა მატარებელი საფრანგეთის სხვა ქალაქებიდან.
ჩვენ ვიმგზავრეთ idTGV-თი და მონპელიედან 3 საათსა და 19 წუთში უკვე პარიზში ვიყავით, ანუ საკმაოდ სწრაფია.
Gare de Lyon დიდი სადგურია და მე ძალიან არ მიყვარს. არის ზუზუნი, ბზუილი, მილიონი ტურისტი, ზოგი ჩემოდნით გადაგივლის თავზე და ზოგი კიდევ ჩემოდნის გარეშეც.

ჩემი აზრით, პარიზის მეტრო ძალიან მოსახერხებელია და სწრაფია. სავსებით შეესაბამება ცხოვრების იმ რიტმს, რაც აქ არის. როდესაც ყველას სადღაც ეჩქარება და გარბის მეტრო მშვენიერი გამოსავალია. რა თქმა უნდა, თუ გეჩქარება შეგიძლია ტაქსშიც ჩაჯდე მაგრამ ეს სიამოვნება 1.80 ევრო ნამდვილად არ ღირს :)

სასტუმროში 40 წუთში მოვედით. ძალიან სასაცილო სანახავი ვიყავი ჩემოდნით და 3 ჩანთით, ერთი სული მქონდა მოვსულიყავი 15 Rue Peletier-ზე მდებარე Hôtel Peletier Haussmann Opéra-ში, დამედო ეს ყველაფერი, გავსულიყავი გარეთ და მეჭამა.
სასტუმრო ძალიან კარგ ადგილას არის და საკმაოდ ნორმალურია.

მას შემდეგ რაც ეს ოცნება ავისრულე და ყველაფერი ოთახში დავალაგე, სასწრაფოდ გამოვიცვალეთ და გავვარდით საჭმელად ჩემს საყვარელ ადგილას და ამ საყვარელ ადგილს ჰქვია Brioche Dorée (http://www.briochedoree.fr/). ვგიჟდები!!! პარიზში სხვანაირად გემრიელი კროასანია, რაღაცნაირი ჰაეროვანი, მსუბუქი... პლიუს ამას უგემრიელესი ყავა და ეს საკმარისია იმისთვის, რომ მიხვდე სადაც ხარ.

Avenue de l'Opéra-დან დაბლა რომ ჩაუყვე, გადაკვეთავ რივოლის ქუჩას და პირდაპირ ლუვრთან აღმოჩნდები. გადავწყვიტე ნანასთვის ლუვრი მეჩვენებინა და ამიტომ ჩავდექით რიგში, რომელიც მიუხედავად თავისი სიგრძისა მალე გავიდა და ჩვენც ამაყად შევედით ამ გენიალურ მუზეუმში. ბევრი დრო რომ არ დაგვეკარგა, ნანას სწრაფად ვანახე ლუვრის ღირსშესანიშნაობები მათ შორის ვენერა მილოსელის ქანდაკება, რომელიც ნამდვილად იდეალური ქალის ფიგურაა; ნიკეს ქანადაკება რომელზეც მე სულ მაჟრიალებს იმდენად გენიალურია; მონა ლიზა- შედევრი, რომლისაც ძალიან მეშინია მაგრამ იმდენად მაგარი ნახატია, რომ ყველა ასე მიშტერებული უყურებს და ცდილობს ამოხსნას თუ რაზე მიგვანიშნებს ესოდენ იდუმალებით მოცული ღიმილი. მონა ლიზას გარშემოც ბევრი დისკუსიააა, ბევრს მოსწონს, ბევრს არა, თუმცა ნახატი აღიარებულია მსოფლიოს ერთ-ერთ შედევრად და ფაქტია, რომ არაჩვეულებრივია. ორიგინალი საერთოდ სხვანაირია, საერთოდ ნახატი ორიგინალში რა თქმა უნდა სხვანაირია მაგრამ მონა ლიზას თავისებული ხიბლი აქვს. ასევე ნაპოლეონის აპარტამენტები, რაც საერთოდ სასწაულია! კიდევ ბევრი რამ, უბრალოდ ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი, წერაც კი მეზარება ისეთი დაღლილი ვარ...

ლუვრიდან პირდაპირ შორს ჩანს ტრიუმფალური არკა, ვისაც სიარული არ ეზარება ფეხით თავისუფლად მივა (ცოტა დაიღლება:)), გზად არის Arc de Triomphe du Carrousel (პატარა ტრიუმფალური არკა, რომელიც ოდნავ სახეშეცვლილი სახით დგას ასევე მონპელიეში), ტუილერის ბაღები (Jardin des Tuileries), კონკორდი (Place de la Concorde) და შანზელიზე(Avenue des Champs-Élysées).

ზაფხული პარიზში ძალიან სხვანაირია და ლამაზია.
შანზელიზეზე სიარული ნამდვილი ბედნიერებაა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანია და რომ გაჩერდე ალბათ გადაგივლიან. ამ ცნობილ ავენუზე მდებარეობს ბევრი ცნობილი ბრენდის მაღაზია და ათასი სხვა რამ, რომელი ერთი ჩამოვთვალო...

ბევრი ბოდიალის, სეირნობის, სირბილის, მაღაზიებში შესვლა-გამოსვლის, ყვირილის, წივილის და გაგიჟების შემდეგ, ჩავედით მეტროში და გავეშურეთ სასტუმროსკენ.

ჩემი პარიზი როგორი ლამაზია!
ხვალ ეიფელისკენ ჰერი-ჰერი.

პარიზი
31 ივლისი, 2011

Tuesday, 11 May 2010

ორიოდ სიტყვა ჩემზე :)

ჩემი დაქალის ბლოგს შევხედე და იდეა მოვიპარე :)
ვინც არ მიცნობს ეს იმათთვის :) რანაირად გამოვიყურები ქუჩაში მოსიარულე, ან თუნდაც არამოსიარულე და ისე :)
ესე იგი ვიწყებ:
დავდივარ სწრაფად იმიტომ, რომ უმეტეს შემთხვევაში სულ სადღაც მეჩქარება(მაგრამ არსად ვაგვიანებ!). ხშირ შემთხვევაში მაცვია დაბალ ძირიანი ფეხსაცმელი იმიტომ,რომ ვფიქრობ, რომ უფრო მოსახერხებელია და თან არც სიმაღლეს ვუჩივი.
ჯინსი ჩემი საყვარელი რამ არის :)
აუცილებლად დამინახავთ ჩემი ვერცხლისფერი კაცით, ანუ ჩემი აიპოდით, რომელიც მარად ჩემთანააა ჩემი მუსიკითურთ და მიხარებს გულს. როგორ წესი, ქუჩაში არაფრის დაარავის ხმა არ მესმის ამიტომაც, თუ ვინმეს დაძახება უნდა მოდის და მიკაკუნებს ან წინ მიდგება, ან რამეს შვება რომ დავინახო :)))
რამე ფრანგულის სულის მატარებელი ნივთი სულ მაქვს თან, ჩანთაში ეიფელის კოშკის ბრელოკი, საფულე, რომელზეც ასევე პარიზული ბრელოკია, გულზე თითქმის სულ მიკეთია ყელსაბამი წარწერით "Paris" და მოკლედ, კიდევ მსგავსი ათასი რამე მაქვს:))))
დილაობით რომ გავდივარ ადრე, გაშტერებული სახე მაქვს და შეიძლება მეგობარიც ვერ დავინახო, ამის პრეცენდენტი უკვე არსებობს და ამიტომ ვწერ აქაც.

აი ესააა და ეს :)

მსგავსი მოსიარულე 2 ფეხა ადამიანი თუ დაინახეთ c'est moi ანუ თქვენი თინაჩკა :)))

Tuesday, 19 January 2010

პირველი თოვლი

დღეს ისეთი ამინდი იყო და არის, რომ რაც არ უნდა ჩაიცვა მაინც გაიყინები, მოგეყინება ხელები და წაგეყინება ფეხები, ცხვირი, ყურებიც და თვალებიც. შეიძლება ბევრს გაეცინოს მოყინული თვალებიო, მაგრამ ზუსტად ეს მოყინული თვალები დაფიქსირებულია ფოტოზე, პარიზში ყოფნისას ეიფელის ქვეშ რიგში დგომისას. კარგად ჩანს, რომ თვალებსაც სცივათ ...

მაგრამ აქაური სიცივე პარიზის სიცივესთან ვერ მივა, იქ სხვანაირად ცივა.

ვზივარ ახლა ჩემი საყვარელი ცხელი ჩაით სავსე ჭიქითურთ და ვუმზერ ეკრანს.

ალბათ ღამე მოყინავს და დილას სრიალ-სრიალით გავალ სახლიდან.
ჰაერში იქნება სუფთა და წმინდა ჰაერი, ირბენენ მხიარულად ბავშვები გუნდებით, სიხარულის სუნი იქნება, ფერად-ფერადი კაშნეები და ქუდები, ამოგანგლული და ტალახიანი შარვლები და აწითლებული ლოყები.

ამას მოყვება თავში ამოტივტივებული მომენტები ბავშვობიდან, შენც რომ გუნდაობდი, შენც ჭამდი თოვლს, შენც აჭმევდი სხვას თოვლს, შენს ესროდი გუნდებს და შენც გესროდნენ, შენც გეკეთა ფერადი კაშნე, შენც გქონდა აწითლებული ლოყები და შენც ამოგანგლული იყავი ტალახში და არ წუწუნებდი, არამედ გიხაროდა. გუნდების გაკეთებისგან გაყინული ხელები უცებ გაგითბებოდა და ეგეც გიხაროდა.

ახლა კიდევ ვიღაც ქუჩაში ტალახს რომ შემოგაწუწებს, წუწუნებ...
აი განსხვავებაც ...

Saturday, 26 December 2009

...

შარშან ამ დროს უკვე ჩალაგებული მქონდა ჩემოდანი და საათებს ვითვლიდი :)
როგორ მალე გადის დრო...
ჩემი ყველაზე მაგარი ახალი წელი ყველაზე მაგარ ქალაქში.

და რაც დრო გადის მით უფრო ვეთანხმები ჰემინგუეის სიტყვებს:
"If you are lucky enough to have lived in Paris as a young man, then wherever you go for the rest of your life, it stays with you, for Paris is a moveable feast".

100 % მართალი იყო ეს კაცი!

Saturday, 19 December 2009

ON :)

დიდი ხანია აქ არ დამიწერია, დრო არ მქონდა სამწუხაროდ. ახლა მგონი ცოტა ამოვისუნთქე.
ბევრი ალბათ არცააა დასაწერი...
იყო ბარბარობა, 17 დეკემბერი, ტრადიციული ლობიანებითურთ და მილოცვებით, სურვილი იმისა, რომ კარგი რამეები დაგებედოს მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ მართლა ასეა ნეტავ? ალბათ კი :)

დღეს 19 დეკემბერია (ჯერ კიდევ), ნიკოლოზობის დღესასწაული და დღესაც მილოცვებში ვართ ყველა. დღეს ჩემი დაქალი ჩამოვიდა და ბედნიერი და გახარებული ვარ :)

ამის გარდა იყო ბევრი რამ, ზოგიერთ რამეზე გავიფიქრებ ხოლმე დავწერთქო,მაგრამ მერე მავიწყდება... მარის დაბადების დღე იყო, ძალიან კარგად გავერთეთ და ბოლო ვიმღერეთ კიდევაც. ნახევარი აღარ მახსოვს ოღონდ :)))

იყო ბევრი გადატვირთული კვირა, დღე, საათი, წუთი და წამი.
ადამიანი, რომელიც ზუსტად 1 წლის შემდეგ ზუსტად იმავე დროს და იმავე ადგილას შემხვდა, როგორც 1 წლის წინ.
ბევრ რამეზე დაფიქრების საშუალება მომეცა და გაანალიზების, მიხარია, რომ გონება მაქვს და აზროვნების უნარი გამაჩნია, რომ რაღაც-რაღაცეებს რეალურად შევხედო და გავაცნობიერო, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს.
მივხვდი მეგობრების ფასს კიდევ ერთხელ და მივხვდი, რომ არააა საჭირო ყველას ყველაფერი უთხრა და გული გადაუშალო, ამიტომაც არსებობს ცნება ”ახლო მეგობარი”. ესაა ადამიანი, რომელსაც შეგიძლია ბოლომდე ენდო, ნათქვამია, რომ არავის არ უნდა ენდო-ოო ბოლომდეო, მაგრამ მე მართლა მყავს რამოდენიმე ასეთი ადამიანი, რომელთაც შემიძლია ვენდო.
25 დეკემბერს კლასის ქეიფი იგეგმება და ვნახოთ როგორ ჩაივლის, ხოლო სულ რაღაც 11 დღეში ახალი წელია და მე ჯერ არანაირი გეგმა არ გამაჩნია. ალბათ ტრადიციულად. გავიხსენებ წინა წელს სად ვიყავი, რა ადგილას და რა ბედნიერი :)

Life goes ON!

:)

Saturday, 7 November 2009

შაბათი :)

როგორ მინდა ხოლმე ხანდახან რომ რამე დავწერო,მაგრამ სამწუხაროდ დრო არ მაქვს. როცა დრო მაქვს ზოგჯერ მავიწყდება ხოლმე და ზოგჯერ კიდევ ისეთ დროს მომინდება წერა, როდესაც არც რვეული, არც კალამი და არც მსგავსი არაფერი არ გამაჩნია, კომპიუტერზე აღარ ვლაპარაკობ.

ეს კვირა სამსახურში სრული ქაოსი იყო, რუსო და ანი არ იყვნენ და ამიტომ მე ვუმკლავდებოდი ბევრ ხალხს, ტელეფონებსაც და რას აღარ, მოკლედ. მაგრამ მივეჩვიე ასეთ განრიგს და ავუღე ალღო, როგორც იტყვიან ხოლმე.

დღეს 7 ნოემბერია, შაბათი დღე. მოღრუბლულია, ალბათ მერე გაწვიმდება. ცოტა ქარიც უბერავს. ისეთი ამინდია, როგორც ნოემბერს შეეფერება.

ვიყავი მედესკი,მარტინ ენდ ვუდზე და მგონი შთაბეჭდილებები არ დამიწერია. ძალიან მომეწონა და უაღრესად კმაყოფილი ვარ კონცერტით. ბევრი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ცოტა მძიმე არისო მუსიკაო, მაგრამ მე სულაც არ ვთვლი ასე. კარგა ხანია ამ ტრიოს ვუსმენ და ამიტომაც პირიქით, ძააააააალიან ბედნიეირ გამოვედი კონცერტიდან. ლაივი მაინც სულ სხვაა.

დრო, როგორც ყოველთვის, უსწრაფესად გარბის. აგერ უკვე ახალი წლიც მოდის...

ყველაფერი ხუნდება, ცვდება, თითქოს გბეზრდება ადამიანს... მერე ახალ რამეს იპოვი და იმაზე გადადიხარ, ის უფრო საინტერესოა, მაგრამ რომ შეიცნობ ისიც გბეზრდება, ისევ რაღაც ახალი გინდა, უფრო საინტერესო ვიდრე წინა. ეტყობა ესეა მოწყობილი ეს ცხოვრება... მოვლენები და სიტუაციები ერთმანეთს ცვლის და ენაცვლება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძველი გვავიწყდება. გულის სიღრმეში მაინც არსებობს რაღაც და ეს რაღაც არ კვდება, არც არასდროს მოკვდება, ჩემში ყოველთვის იქნება და იდება. ალბათ სხვა ადამიანებშიც. უბრალოდ, memories fade ... და არის პერიოდები, რომ ამას აშკარად ვგრძნობ.

არის რაღაცეები და ვიღაცეები ამ ცხოვრებაში, რაც და ვინც ყოველთვის მეყვარება და ყოველთვის იქნებიან ჩემს გულში :) და ვერც დრო და ვერც ჟამი მათ ვერაფერს დააკლებს.

Wednesday, 23 September 2009

რა მიყვარს

რეები მომწონს და მიყვარს მე, ჩამოვწერ :)
ოღონდ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიაქციოთ.

პარიზი და საერთოდ საფრანგეთი (შეიძლება ვინმემ იფიქროს, რა ტვინი წაიღო-ო და დაე იფიქრეთ, შეძახილმა ხე გააახმო-ოო და მეც იმდენი ვიძახე, რომ მაინც წავედი და ახლა სხვა რამეს ვიძახებ 1 წელი, 1 წელი თუ უშველის ოღონდაც და იქაც წავალ მერე, ვოტ ტაკ) ;
მუსიკა- მხოლოდ მოწონება/სიყვარული არაა ამ პუნქტში, აქ ადგილი აქვს გაგიჟებასა და გადარევას :)))
ჩემი მეგობრები :)
ჩემი ოჯახი;
ჩემი პატარა ბალიში;
ჩემი კომპიუტერში, დ დისკზე, მუსიკალური განყოფილება და კერძოდ 3 ცალი ფოლდერი; ეს ის ფოლდერებია, რომელთა დაკარგვას ვერ გადავიტან;
ცხელი ჩაი ლიმნით;
სალათები
შემწვარი კარტოფილი;
ანანასის წვენი;
Ipod,Iphone,Macbook,iMac და საერთოდ APPLE;
ჩემი Pet Jondo :)))
facebook;
Blog;
თბილისი;
Jack Daniel's;
კიბორჩხალის სალათი, რომელიც აგერ იბისი-ში იყიდება;
ფრანული ენა;
ჯაზი
წიგნები
ჩარლზ ბუკოვსკი, ჩემი ბოლოდროინდელი გატაცება;
ჩემი ქუჩა;
ზაფხული;
ტკბილი ძილი;

გაგრძელება იქნება...

Wednesday, 22 July 2009

დილის პოსტი :)

რაღაც მშვიდი დღეა დღეს, მშვიდი და წყნარი.
დღეს სახლში ვარ
ვუსმენ წყნარ მუსიკას
Buddha Bar - Chill out in Paris

:)

Saturday, 6 June 2009

პარიზული დღიურები ნაწილი II

დავწერ განვლილი დღეების შესახებ.
გუშინ ვიყავით ვერსალში,უმაგრესი light-ი ნათქვამია, Château de Versailles ულამაზესია და მოლოდინს გადააჭარბა.ტყუილად არ დადის ამდენი ხალხი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან ამ სასახლის სანახავად. უდიდესი და ულამაზესია, ეფექტი აქვს ძალიან დიდი. რიგი იყო უზარმაზარი, მაგრამ ჩვენ გავუძელით სიცივეს და გმრიულად გადავიტანეთ ეს გამყინვარების ხანა. დავათვალიერეთ სასახლე, ყველა ოთახი,ასეთი ლამაზი ოთახები პირველად ვნახე,ულამაზესია თითოეული მათგანი,ძალიან ბევრი სურათი გადავიღეთ ლამის ყოველ ბუჩქთან :)

Grand Canal არაჩვულებრივია, თან ბატები/იხვები დაცურავენ შიგნით :) ზოგან მოყინული იყო, ზოგი ველოსიპედით დადიოდა, ზოგი მინი ბასით, ზოgი ფეხით, ზოგი შორტებით დარბოდა ყურებში "ნაუშნიკებით" :))) სუპერ ადგილია რა!!! თითქმის მთელი გუშინდელი დღე ვერსალში ვიყავით, საღამოს 171 ნომერ ავტობუსში ჩავჯექით და უკან დავბრუნდით პარიზში. უი ხო, თათას მისცეს bateau tour-ის 3 ბილეთი და რომ ჩამოვედით პარიზში ეგრევე გემით ვისეირნეთ სენაზე. ძალიან ლამაზია ღამის პარიზი, აი სულ სხვააა... ეიფელი ლურჯად არის განათებული, ზედ ევროკავშირის ყვითელი ვარსკვლავებით და ძალიან ლამაზია. ახალ წელს ალბათ უკეთესი იქნება :)

მერე მოგვშივდა და წავედით რაღაც კაფეში, სახელი არ მახსოვს. მე ლოკოკინები მინდათქო და მომიტანეს ბურგუნდიული ლოკოკინები დიდის ამბით, მოიტანეს 6 ცალი ლოკოკინა თავის ნიჟარიანად და ”პახოდუ” რაღაც მწვანე რაღაც ჰქონდა მოსხმული, ლამის გული ამერია. მოკლედ მშიერი დავრჩი და მერე თევზის სალათა შევჭამე ლიმნით :)) ძლივს სული მოვითქვი ისე მშიოდა :)))))

გუშინწინ დორსეში ვიყავით. ჩემი აზრით, ლუვრზე ბევრად კარგი კოლექციებია. ძალიან ბევრი რამ ვნახე, 5-ივე სართული, პლიუს პიკასოს გამოფენა და ასევე le chat noir, რითაც აღვფრთოვანდი. დორსე შიგნიდანაც ძალიან ლამაზია :) სანამ შევედით, რა თქვა უნდა, რიგში ვიდექით. საერთოდ, აქ ყველგან რიგებია, ნუ დღეს ეიფელთან 5 კილომეტრიან რიგში ვიდექით, ცხოვრებაში არ ვმდგარვარ რიგში 2საათ ნახევარი. მერე ასვლის რიგში ცალკე ვიდექით, ტუალეტის რიგში ცალკე, ჩამოსვლისას ლიფტთანაც რიგი... და მოკლედ ლამის გადავირიე, მაგრამ რომ ავედით სახე გამიშეშდა და ყბა ჩამომივარდა ისეთი ულამაზესია ზემოდან პარიზი, ხელის გულივით ჩანს ყველაფერი, თან დილით კაშკაშა მზე იყო და მთლად გაბრდღვიალებული იყო ყველაფერი. აივანთან რომ მივედი, ხელი მაგრად მოვკიდე მეთქი არ გადმოვარდე, ეგეთი შეგრძნება დამეუფლა.

მერე თათას უნდა შევხვედროდი 12 ის ნახევარზე, მაგრამ სანამ მე იქ ტუალეტის და ლიფტების რიგში ვიდექი, თან მობილური არ მქონდა, რო ცამოვედი ქვემოთ თათა ვეღარ ვიპოვე, სადღაც სკამზე ავედი და იქიდან ყვიროდი თათას მაგრამ სულ ტყუილად. ვერც ნანო და ნატო ვიპოვე, მერე უცებ ქართული ლაპარაკი გავიgე, მეთქი გეხვეწებით მობილური ხო არ გაქვთ ესე დაიკარგეთქო, სადააა მობილური და კაი ცხოვრებაო, ჩვენ les halles -ში მივდივართ და თუ გინდა წამოდიო,ამათ აქ ვეღარ იპოვიო. ამათ არ გავყევი, ცოტა კიდევ ველოდე იქნება თათა გამოჩნდესთქო,მაგრამ ვერ ვიპოვე. ავდექი და წავედი ტროკადეროზე და მეტროთი ეგრევე ტრიუმფალურთან ამოვედი, კიდევ კაი რუკა მქონდა მეტროსი, ეგ და წყალი სულ დამქონდა. ბევრი წრე დავარტყი ტრიუმფალურს, სურათები გადავიღე, მერე Champs elysees მთლიანად ფეხით გამოვიარე კონკორდამდე, ყველგან შევედი, საკაიფოდ ვიშოპინგე, ბოლოს ლამის პარკები გამივარდა ხელიდან. ძალიან მაგარი მაღაზიებია!!! იქვე იყო virgin megastore, სადაც რა თქმა უნდა შევედი და ჯაზის განყოფილებში შევაჭერი ეგრევე ხამივით :))))))) მერე წამოვედი და იქვე სკამზე დავჯექი, ვიჯექი ასე ნახევარი საათი სტარბაქსით ხელში და ვფიქრობდი თუ სად ვარ, სად ვზივარ და ვაბშე რა მაგარია, უბრალოდ ქუჩაში ვუყურებდი ხალხს(დედაჩემის დანაბარებს ვასრულდებდი), როგორ აცვიათ, რანაირები არიან, რას აკეთებენ, რაოდენ სხვა ცხოვრებაა, საოცარი ცხოვრებააა :) სულ რომ ადგე და შუა შანზელიზეზე ჩაიხადო, დიდად არც გაუკვირდებათ, ეს ჩვეულებრივი მოვლენააა აქ :) ვისაც რა უნდა იმას აკეთებს.
მერე ტუილერის ბაღებში ვიჯექი, ბატებს ვუყურებდი :))))
მერე ლუვრამდეც მივედი კიდევ ერთხელ, გადავხედე იქაურობას. ვფიქრობდი, კიდევ როდის დავბრუნდები აქ-თქო, ყველა დეტალს დავაკვირდი ბოლომდე,ეს შეგრძნება დიდხანს რომ გამყოლოდა... რუკას დავხედე და სასტუმრომდე მოვედი ფეხით, ისე რო ვერც ვიგრძენი ამდენი როგორ გავიარე ფეხით, ახლა სასტუმროში ვარ, ნანო და ნატო ჯერ არ მოსულან, 10 საათია.
მალე ახალი წელია და 1- ში დისნეილენდში მივდივართ, იმ ადგილას, სადაც ყველა ოცნება სრულდება :) The happiest place on earth :)

C'est vraiment super !!!

ძალიან ბედნიერი ვარ :)



პარიზი
29 დეკემბერი, 2008 წელი

Sunday, 31 May 2009

პარიზული დღიურები ნაწილი I

თბილისის აეროპორტში მივედით ნანო, მე, დედაჩემი,ლია დეიდა და კობა. რეგისტრაცია, რამე-რუმე, ნატოც მოვიდა ამასობაში და ჩავაბარეთ ბარგი. ამ უკანასკნელის ჩაბარების შემდეგ ხელი დავუქნიეთ ჩვენი ოჯახის წევრებს და სხვა ათასი კონტროლის, გახდის/ჩაცმის და მცირეოდენი ლოდინის შემდეგ ჩავჯექით თვითმფრინავში. მე ფანჯარასთან დავჯექი, გვერდით ნანო და ნანოს გვერდით ნატო. და აი ასე, გაღიმებული სახეებით ვიჯექით აირზენას ჯაბახანა თვითმფრინავში 4 საათი და 30 წუთი. პერიოდულად ერთმანეთს ვეუბნებოდით,გოგოებო გჯერათ სად მივდივართ???? ჩემი პასუხი: სანამ ეიფელს არ დავინახავ მანამდე ვერ გავაცნობიერებ სად ვართ-თქო.
ბოლო 15 წუთი რომ იყო დარჩენილი( თუ 20) გვახარეს, რომ ჩვენი საყვარელი ბოინგი სულ რაღაც 15(20) წუთში დაეშვებოდა პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში. ხოოდა, ეს რომ მოვისმინე, ფანჯარაში გავყავი თავი და შორს ეიფელი დავლანდე. დავიწყეთ ყვირილი გიჟებივით, თავიდან ვითომ მომერიდა რა სულელივით ვყივირივართქო, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ამ ქალაქში გიჟობა მოსული ”პონტია”. რის ვაი-ვაგლახით მივედით სასტუმროში, ვაი-ვაგლახით იმიტომ ვთქვი, რომ Roissy Bus, რომელიც Opera Garnier-სთან მოდის CDG-დან არ ვიცოდით ზუტად რომელ გასასვლელთან ჩერდებოდა.
მოკლედ მოვაგენით სასტუმროს :)
ძალიან საყვარელი სასტუმროა ჩვენი Peletier Opera Hotel :) კარი შევაღეთ თუ არა reception-ში Jalil დაგვხვდა, ვერ გავიგეთ ცისფერია თუ რა ჯიშია, მაგრამ ძალიან საყვარელი და მეგობრული გაღსონია :)

რა დავწერო აღარ ვიცი, ეს ქალაქი კი არა ზექალაქია, სუპერ ქალაქი!!! სულ სხვა ცხოვრების რიტმია, ჩვენგან განსხვავებული. ხალხი ყველა ჯიშის და ჯილაგისაა, თეთრკანიანი, ზანგი, მულატი, ლურჯკანიანი, მოკლედ...

ავტობუსიდან რაც პირველად დავინახეთ Moulin Rouge იყო, nothins special, სურათზე რარაც სხვანაირი იყო (დღე რომ იყო მაგიტომ), უბრალოდ მულენ რუჟი რომ აწერია, მაგიტომაა ხალხი მიშტერებული.

ოპერა ულამაზესი შენობაა :) ლამაზი კი არა ულამაზესი, გადავირიე რომ დავინახე, სურათიდან უფრო პატარა მეგონა, არადა გრანდიოზული შენობაა. 30-ში "Raymonda"-ზე მივდივართ და ერთი სული მაქვს როდის ვნახავ შიგნიდან, ნუ დარწმუნებული ვარ, რომ ულამაზესია შიგნიდანაც :)

Galeries Lafayette ჩვენი სასტუმროს გვერდითაა, უდიდესი შოპინგ ცენტრი, ყველაფერია შიგნით რაც მოგესურვება, ყველა ცნობილი ბრენდი. ოდნავ იქითაა Au Primtemps, ეგეც ლაფაიეტის ნაირია :)

ამასობაში მოგვშივდა და ვჭამეთ სენდვიჩი. მე ეგეთი გემრიელი სენდვიჩი ცხოვრებაში არ მიჭამია, თუ რო მშიოდა იმიტომ არ ვიცი. ჯერ ხო ფრანგულ პურზე გემრიელი არაფერია, მსოფლიომ შერაცხა ბოლო ბოლო სუპერ პურად და მე ვინ ვარ, რომ არ ვაღიარო ეს ფაქტი :)))) უგემრიელესი jambon et fromage და პიკულები, ესეც უგემრიელესი, ოდნავ მაიონეზი და ეს მთელი სიამოვნება სულ რაღაც 3 ევრო ღირს :)

Open Tour ავიღეთ. მაგარი რამეა, მთელ ქალაქს მოგატარებს 3 საათში, ყველა ღირსშესანიშნაობასთან ჩერდება, თან ყურში audioguide არის და ყველა მონუმენტზე გიყვება რა ენაზეც გინდა. ამ ტურის მერე შოკში ჩავვარდით სამივე, ყველაფერი ვნახეთ, გადარევას ვიყავით მართლა. ლუვრის პირამიდა რომ დავინახე დამაჟრიალა, შენობაზე ხო არარ ვლაპარაკობ. C'est Super!!! იქვე ტუილერის ბაღები, შორს ეიფელი მოცანს... ნუ, რა ვიცი... მერე სენასთან ჩავიდა და ნოტრდამის წინ გაჩერდა. აი აქ კი არ დამაჟრიალა, დამაზრიალა და გულმა ფეთქვა დაიწყო, პულსაცია 1000000000 მქონდა მგონი, უდიდესი და ულამაზესი... ალექსანდრე მე-3ის ხიდი...კონკორდი და ეიფელი.ეიფელის დანახვაზე რა შეგრძნება მქონდა ვერ აღვწერ, სურათით სულ სხვააა და ისე ვაბშე სხვანაირი. გამოვშტერდი ამხელა რაღაც რომ დავინახე უცებ, ტროკადეროდან, არაჩვეულებრივი რამეა, გიგანტური, სული რომ შეგეხუთება. რა ვიცი, გიჟივით დავდიოდი ეიფელის ქვეშ კაი 2 საათი, ხამებივით და მაინც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს. ვალ დილას კიდევ მივდვართ რომ ავიდეთ, თორემ ძალიან დიდი რიგებია. პირველ დღეს ლუვრშიც ვიყავით, მონა ლიზაზე დავიშოკე, რაღაცნაირი ღიმილი აქვს, თითქოს ირონიული, რაღაცნაირი, მოკლედ უნდა ადგე, წახვიდე და ნახო რა :))))))


პარიზი
28 დეკემბერი, 2008 წელი.

Saturday, 14 March 2009

Untitled :)

რა მაგარია უცებ რომ გრძნობ, რომ ბედნიერი ხარ, შეიძლება ეს შეგრძნება სულ რამოდემინე წუთი გაგრძელდეს,მაგრამ მაგარია :)

ნეტა ყველაფერი ამიხდეს, რაზეც ასე ვოცნებობ ხოლმე.

აი ყველაფერი თუ ამიხდა, მაშინ ძალიან მაგარი იქნება, ძალიან, ძალიან !!! :) ისე, ჩვენი ოცნებები ასე თუ ისე ხდება მთელი ცხოვრების განმავლობაში, ნაწილობრივ მაინც და რამოდემინე რაც მთავარი სურვილი მაქვს ის მაინც ამიხდეს :)

თან ძააან პოზიტიურ სიმღერას ვუსმენ და ეგეც მოქმედებს, პოზიტიურს კი არა კარგ განწყობაზე რომ აყენებს ისეთს :)

მოკლედ ვნახოთ რა იქნება მომავალში :)

ერთი 2 წლის შემდეგ დავწერ, ამიხდა თუ არა ის, რაც ახლა ჩავიფიქრე :)

Thursday, 29 January 2009

...

ახლა შევედი odnoklassniki.ru-ზე და დამხვდა ჩემი ერთი მოგვარის მოწერილი : ჩვენს შეკრებაზე მოდიო და შენი აზრი გაგვიზიარეო საფრანგეთში მოგზაურობასთან დაკავშირებითო. ხოდა აქაც დაახლოებით იმ შინაარსს გადმოვიტან.

ოჯახის და მეგობრების გამო ვარ ამ ქვეყანაში, იმიტომ,რომ ასე ვერ ავდეგი და ვერ წავალ. მომენატრება დედა,მამა, ბებია. ჩემი უსაყვარლესი დაქალები და მეგობრები, ჩემი ნათესავები. თორემ სიტუაცია რომ აუტანელია აქ ეს მგონი ყველამ ვიცით.

ჯერ ევროპამდე და იმ დონემდე ძალიან ბევრი გვიკლია და ვერც ვერასდროს დავეწევით ალბათ ბოლომდე, რადგან ჩვენ რომ იქამდე მივალთ ეს ქვეყნები უფრო წინ წასულები იქნებიან და მაინც უკან ვიქნებით. მოკლედ, ამდენ ბოდიალს აღარ დავიწყებ. ვიცი, რომ ჩემს გარშემო მყოფს ყველას ასეთი აზრი აქვს, ნუ უმეტესობას.

ძალიან ბევრი რამეა საქართველოში მოსაწესრიგებელი ....

მაგრამ, იმედი ბოლო კვდება და მაინც სულ მცირე % მაქვს იმედი იმისა, რომ იბერია გაბრწყინდება :) და მე ამას მოვესწრები !

Thursday, 22 January 2009

...

ძველი დრო გავიხსენე და Brad Mehldau-ს ვუსმენ, ჩემს შარშანამდროინდელ გატაცებას :)

ხვალ ბოლო ლექციაა, აი ვსო :)

იმ კვირაში 2 გამოცდა, 2 ინგლისურში, რომლებიც მაგრად არ მაინტერესებს.

და მორჩება ჩემი სტუდენტობა, დადგება ეს სანატრელი დღე :) ნუ მერე კიდევ რამე თუ არ მოვინდომე ( ჩაბარებას ვგულისხმობ), ვნახოთ, ვნახოთ,

ისე ახლა რომ ვიყო აბიტურიენტი სულ სხვაგან ჩავაბარებდი, სხვა კუთხით წავიყვანდი ჩემს ცხოვრების იმ მხარეს, რაც სწავლასთანააა დაკავშირებული :)

ვნახოთ რა იქნება მომავალში, სად ვიქნები და რას გავაკეთებ...

ის კი უეჭველი ვიცი, რომ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული საფრანგეთში გადავსახლდებოდი :) ძალიან ნაცრისფერია ეს ჩვენი ქალაქ თბილისი ...

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია ...

Monday, 19 January 2009

Still Paris on my mind ...

არც არაფერი ...

ვზივარ და ვისვენებ. როგორც გავიგე დიპლომი 20 თებერვალს უნდა ჩავაბაროთ და მარტში იქნება დაცვაო ... მაგათსას რას გაიგებ, რა ვიცი.

ახლა ვიწერ ჩემი საყვარელი Michael Nyman–ის ალბომს, რომელიც არ მქონდა.
პარალელურად ახალი სიმღერების და კომპიზიციების ძებნაში ვარ, ზუსტად ახლა ვიპოვე რაღაც პარიზული, ფრანგული სულის მატარებელი კომპოზიცია და ვეტაკე :)

ამას მოჰყვა
If I call you sugar, if you call me honey,
Does this mean you've got a hand in my fate...

Sunshine's better on the other side,
Sunshine's better when you make it shine,
The sun shines better...

მზე მართლა სხვანაირად ანათებს საფრანგეთში :) როგორ მენატრება იქაურობა ... მგონი გავრეკე იმიტომ,რომ სულ პარიზის ქუჩები მელანდება არანორმალურივით, როგორ დავბოდიალობდით აქეთ–იქით :)

I've been there,
I've been there and gone,
Been there, been there and gone.
Been there...

მოვალ კიდევ, აუცილებლად ჩამოვალ :)

Friday, 9 January 2009

Paris :)

მიუხედავად ჩემი ცუდად ყოფნისა სულიერადაც და ფიზიკურადაც,მაინც დავწერ აქ ჩემს შთაბეჭდილებებს :)

პარიზი ძალიან მაგარი ქალაქია !!!

ყველაფრით მაგარია,აი ყველაფრით ... ჩვენ ძალიან ბევრი გვიკლია იქამდე, ალბათ ვერც ვერასდროს მივალთ.
ეიფელი პირველად თვითმფრინავიდან დავინახე და ეხლაც თვალწინ მიდგას ეგ მომენტი,თვითმფრინავში რო ყვირილი დავიწყე აი გამოჩნდათქო :)
ფეხი რო დავდგი საფრანგეთის მიწაზე მივხვდი,რომ ბედნიერი ვარ :) მთელი გულით და სულით ბედნიერი :) 23 წელი ამას ვოცნებობდი,რომ ეს ქალაქი მენახა და ამიხდა კიდევაც :)

სულ სხვა ჰაერია, სხვა ცა, სხვა სუნი .... ყველაფერი ვნახე (პერლაშეზის სასაფლაოს გარდა) და ბედნიერი ვარ !!! ეიფელი რო დავინახე პირველად ახლოდან გადავირიე,იგივე დამემართა ტრიუმფალურ არკაზე და ნოტრდამზე... უბრალოდ ვერ აღვწერ რა შეგრძნება მქონდა და ახლაც მაქვს ... ვერცერთი ფოტო ვერ ასახავს რაც სინამდვილეშია.

ვერსალზე გადავირიე, მაგარი შეგრძნებააა, როდესაც შენც რამოდემინე საუკუნის დაშორებით იმ ადგილებში დადიხარ სადაც ადრე მეფეეები დადიოდნენ :)

ლუვრიც მაგრად მომწონა, მონა ლიზას 10 წუთი დადებილებული ვუყურებდი , ვაბშე სხვააა ორიგინალი და ტუილად არ ლაპარაკობს მაგ ნახატზე მთელი მსოფლიო. მაგარი სტრანნი რამეა, თითქოს ირონიულად გიყურებსო,მერე თან არც გიყურებს მასე. ვენერაზეც გადავირიე და ნიკეზეც, უგენიალურესი ქმნილებეებია.
ცალკე თემაა დ'ორსეს მუზეუმი,რომელიც მე ლუვრზე მეტად მომეწონა, კულტურული შოკი მქონდა ყველა ნახატი ვნახე, რომელიც მომწონს,იმპრესიონიზმზე ისედაც ვეცემოდი და ახლა ვაბშე. პიკასო არაჩვეულებრივია, დამატებით გამოფენაც იყო პიკასოს და ეგეც ვნახეთ. "Le chat noir"–ზე ვაააააბშე გადავირიე, აი ესააა
აი მაგალითად მარჯვნივ ქვემოთ ემილ ზოლაააა :)

5 სართულიანია დ'ორსე, 5 უმაგრესი სართული,რომელიც მსოფლიოს აგიჟებს. მხატვრები ბომჟებივით წვანან ძირს და თითო ნახატს ნახევარი დღე უყურებენ, სხვა მუღამია როდესაც ორიგინალს ნახულობ :)

ალექსანდრე მე– 3 ის ხიდის ცალკე სილამაზეა. ჩემი უსაყვარლესი ხიდია იმ წამიდან რაც ვნახე და გავიარ–გამოვიარე.

St.Germain ულამაზესია, ძველი ისტორიული უბანი, სადაც 2 უმაგრესი კაფეა. იმ ადგილას ვიჯექი,სადაც დიდი ერნესტი სარტრთან ბაასობდა წიქა ყავის თანხლებით ალბათ, les deux magots ჰქვია მაგ კაფეს :) და ერთი სიამოვნებააა მანდ ჯდომა :)

Shakespeare and Company ყველამ უნდა ნახოს, წიგნი ვისაც უყვარს. მე "ულისე" და "დუბლინელები" ვიყიდე მანდ და ძალიან ვამაყობ. Paris Jazz Corner ცალკე სიამოვნებაა, უძველესი ჩანაწერები აქვთ შემონახული და ფირფიტებიც კი და ჩემთვის,როგორც ჯაზის მოყვარულისთვის უდიდესი სიამოვნება იყო მანდ შესვლა :)

მონმარტრი თავისი საკრე კორით , ტავისი ვიწრო და ქვეფენილიანი ქუჩებით, თავისი პიგალით და მულენ რუჟით... არაჩვეულებრივია !!!!!!!!

Champs Elysees მსოფლიოს გამზირია ! უსერიოზულესი მაღაზიებით და შოფინგ ცენტრებით.

კონკორდი– ვაბშე სუპერ :)
ოპერა ულამაზესია და უდიდესი ...
ბუდა ბარი, კაფე კოსტესი– აი პარიზი :)
თავისი კრეპებით, მწვანე ჩაით, ნამცხვრებით და ფრანგული სულით ...

დისნეილენდი, სადაც ყველა ოცნება სრულდება, სადაც შეგიძლია ტირილამდე იყვირო და ეს არავის უკვირს იმიტომ,რომ ყველა ყვირის და კივის. ადგილი, სადაც 1 უბედნიერესი დღე გავატარე ...

საერთოდაც 8 ყველაზე მაგარი დღე გავატარე ჩემს ცხოვრებაში, დაუვიწყარი თავისი ყველა წუთით და წამით, ყველაზე მაგარი ახალი წელი მქონდა, truly UNFORGETTABLE :)

და მიხარია, დედას ვფიცავარ ახლაც ვზივარ და მიხარია და ზუსტად ისეთივე შეგრძნებები მაქვს ტავიდან რომ მქონდა და რომ მე კიდევ წავალ პარიზში... იმიტომ,რომ არ შეიძლება ეგ ქალაქი მხოლოდ ერთხელ ნახო

:)