Saturday, 6 June 2009

პარიზული დღიურები ნაწილი II

დავწერ განვლილი დღეების შესახებ.
გუშინ ვიყავით ვერსალში,უმაგრესი light-ი ნათქვამია, Château de Versailles ულამაზესია და მოლოდინს გადააჭარბა.ტყუილად არ დადის ამდენი ხალხი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან ამ სასახლის სანახავად. უდიდესი და ულამაზესია, ეფექტი აქვს ძალიან დიდი. რიგი იყო უზარმაზარი, მაგრამ ჩვენ გავუძელით სიცივეს და გმრიულად გადავიტანეთ ეს გამყინვარების ხანა. დავათვალიერეთ სასახლე, ყველა ოთახი,ასეთი ლამაზი ოთახები პირველად ვნახე,ულამაზესია თითოეული მათგანი,ძალიან ბევრი სურათი გადავიღეთ ლამის ყოველ ბუჩქთან :)

Grand Canal არაჩვულებრივია, თან ბატები/იხვები დაცურავენ შიგნით :) ზოგან მოყინული იყო, ზოგი ველოსიპედით დადიოდა, ზოგი მინი ბასით, ზოgი ფეხით, ზოგი შორტებით დარბოდა ყურებში "ნაუშნიკებით" :))) სუპერ ადგილია რა!!! თითქმის მთელი გუშინდელი დღე ვერსალში ვიყავით, საღამოს 171 ნომერ ავტობუსში ჩავჯექით და უკან დავბრუნდით პარიზში. უი ხო, თათას მისცეს bateau tour-ის 3 ბილეთი და რომ ჩამოვედით პარიზში ეგრევე გემით ვისეირნეთ სენაზე. ძალიან ლამაზია ღამის პარიზი, აი სულ სხვააა... ეიფელი ლურჯად არის განათებული, ზედ ევროკავშირის ყვითელი ვარსკვლავებით და ძალიან ლამაზია. ახალ წელს ალბათ უკეთესი იქნება :)

მერე მოგვშივდა და წავედით რაღაც კაფეში, სახელი არ მახსოვს. მე ლოკოკინები მინდათქო და მომიტანეს ბურგუნდიული ლოკოკინები დიდის ამბით, მოიტანეს 6 ცალი ლოკოკინა თავის ნიჟარიანად და ”პახოდუ” რაღაც მწვანე რაღაც ჰქონდა მოსხმული, ლამის გული ამერია. მოკლედ მშიერი დავრჩი და მერე თევზის სალათა შევჭამე ლიმნით :)) ძლივს სული მოვითქვი ისე მშიოდა :)))))

გუშინწინ დორსეში ვიყავით. ჩემი აზრით, ლუვრზე ბევრად კარგი კოლექციებია. ძალიან ბევრი რამ ვნახე, 5-ივე სართული, პლიუს პიკასოს გამოფენა და ასევე le chat noir, რითაც აღვფრთოვანდი. დორსე შიგნიდანაც ძალიან ლამაზია :) სანამ შევედით, რა თქვა უნდა, რიგში ვიდექით. საერთოდ, აქ ყველგან რიგებია, ნუ დღეს ეიფელთან 5 კილომეტრიან რიგში ვიდექით, ცხოვრებაში არ ვმდგარვარ რიგში 2საათ ნახევარი. მერე ასვლის რიგში ცალკე ვიდექით, ტუალეტის რიგში ცალკე, ჩამოსვლისას ლიფტთანაც რიგი... და მოკლედ ლამის გადავირიე, მაგრამ რომ ავედით სახე გამიშეშდა და ყბა ჩამომივარდა ისეთი ულამაზესია ზემოდან პარიზი, ხელის გულივით ჩანს ყველაფერი, თან დილით კაშკაშა მზე იყო და მთლად გაბრდღვიალებული იყო ყველაფერი. აივანთან რომ მივედი, ხელი მაგრად მოვკიდე მეთქი არ გადმოვარდე, ეგეთი შეგრძნება დამეუფლა.

მერე თათას უნდა შევხვედროდი 12 ის ნახევარზე, მაგრამ სანამ მე იქ ტუალეტის და ლიფტების რიგში ვიდექი, თან მობილური არ მქონდა, რო ცამოვედი ქვემოთ თათა ვეღარ ვიპოვე, სადღაც სკამზე ავედი და იქიდან ყვიროდი თათას მაგრამ სულ ტყუილად. ვერც ნანო და ნატო ვიპოვე, მერე უცებ ქართული ლაპარაკი გავიgე, მეთქი გეხვეწებით მობილური ხო არ გაქვთ ესე დაიკარგეთქო, სადააა მობილური და კაი ცხოვრებაო, ჩვენ les halles -ში მივდივართ და თუ გინდა წამოდიო,ამათ აქ ვეღარ იპოვიო. ამათ არ გავყევი, ცოტა კიდევ ველოდე იქნება თათა გამოჩნდესთქო,მაგრამ ვერ ვიპოვე. ავდექი და წავედი ტროკადეროზე და მეტროთი ეგრევე ტრიუმფალურთან ამოვედი, კიდევ კაი რუკა მქონდა მეტროსი, ეგ და წყალი სულ დამქონდა. ბევრი წრე დავარტყი ტრიუმფალურს, სურათები გადავიღე, მერე Champs elysees მთლიანად ფეხით გამოვიარე კონკორდამდე, ყველგან შევედი, საკაიფოდ ვიშოპინგე, ბოლოს ლამის პარკები გამივარდა ხელიდან. ძალიან მაგარი მაღაზიებია!!! იქვე იყო virgin megastore, სადაც რა თქმა უნდა შევედი და ჯაზის განყოფილებში შევაჭერი ეგრევე ხამივით :))))))) მერე წამოვედი და იქვე სკამზე დავჯექი, ვიჯექი ასე ნახევარი საათი სტარბაქსით ხელში და ვფიქრობდი თუ სად ვარ, სად ვზივარ და ვაბშე რა მაგარია, უბრალოდ ქუჩაში ვუყურებდი ხალხს(დედაჩემის დანაბარებს ვასრულდებდი), როგორ აცვიათ, რანაირები არიან, რას აკეთებენ, რაოდენ სხვა ცხოვრებაა, საოცარი ცხოვრებააა :) სულ რომ ადგე და შუა შანზელიზეზე ჩაიხადო, დიდად არც გაუკვირდებათ, ეს ჩვეულებრივი მოვლენააა აქ :) ვისაც რა უნდა იმას აკეთებს.
მერე ტუილერის ბაღებში ვიჯექი, ბატებს ვუყურებდი :))))
მერე ლუვრამდეც მივედი კიდევ ერთხელ, გადავხედე იქაურობას. ვფიქრობდი, კიდევ როდის დავბრუნდები აქ-თქო, ყველა დეტალს დავაკვირდი ბოლომდე,ეს შეგრძნება დიდხანს რომ გამყოლოდა... რუკას დავხედე და სასტუმრომდე მოვედი ფეხით, ისე რო ვერც ვიგრძენი ამდენი როგორ გავიარე ფეხით, ახლა სასტუმროში ვარ, ნანო და ნატო ჯერ არ მოსულან, 10 საათია.
მალე ახალი წელია და 1- ში დისნეილენდში მივდივართ, იმ ადგილას, სადაც ყველა ოცნება სრულდება :) The happiest place on earth :)

C'est vraiment super !!!

ძალიან ბედნიერი ვარ :)



პარიზი
29 დეკემბერი, 2008 წელი

No comments: