მგონი ვცივდები.
საზიზღარი შეგრძნებააა, დამეთანხმებით. როდესაც ხან გაჯრიალებს, ხან გცხელა, ხან უცებ გცივა, გსიამოვნებს ცხელი ჩაი და სითბო. გიბრუვდება თავი, გიხურს ხელები და ა.შ.
ამინდიც ცუდია, წვიმს.
წვიმა მარტო მაშინ მიყვარს თუ სახლში ვარ და გარეთ არ ვარ გასასვლელი. სხვა შემთხვევაში გარეთ ქოლგით ხელში ბოდიალი სულ არააა სასიამოვნო. თუმცა ბევრს მოსწონს. ვერავის შევეკამათები, გემოვნებაზე არ დაობენ,მაგრამ სულ ყოველთვის დაობენ.
აი ახლაც გამაჟრიალა...
თათა წავიდა გერმანიაში :( გუშინწინ დავემშვიდობე, მაკდონალდსში ვიყავით მე, თათა და გიო. ახლა კიდევ მინიმუმ 1 წელი ალბათ ვრე ვნახავ... და ცუდია. ასე მიდიან, მოდიან...
რავიცი რა... ხანდახან მინდა, რომ ავდგე და წავიდე ამ ქვეყნიდან და კაი ხანი აღარ ჩამოვიდე...
2 comments:
ხოდა დაიდგი ერთი ჭიქა ცხელი ჩაი და ჩამოწერე, რა გეგონა ბავშვობაში :) მიგთაგე :)
ახლავე მოვახდენ აზრთა კონცენტრაციას და დავწერ :))))
Post a Comment