Tuesday, 22 September 2009

ბავშვობაში მეგონა, რომ...

მიმთაგეს და მეც ვწერ, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ბავშვობაში სულაც არ მქონდა რაღაც ”წვეტიანი” იდეები, რეალობას ვუყურებდი ხოლმე მაქსიმალურად. არც არავის ვაიგივებდი ზღაპრის გმირებთან, დედაჩემი დედაჩემი მეგონა და არა ვიღაც ფერია ან ბოროტი ჯადოსანი და ღამეც მშვიდად მეძინა.

მაშ ასე:

ბავშვობაში მეგონა, რომ:

ძალიან ნელა გადიოდა დრო. სანამ ჩემი დაბადების დღე დადგებოდა მეგონა, რომ საუკუნე გადიოდა; და ზაფხულის არდადეგებიც იწელებოდა, თუმცა სასიამოვნოდ.
სკოლაში მეგონა, რომ ძალიან დიდი ბავშვები დადიოდნენ და უკვე ჩამოყალიბებული ადამიანები იყვნენ;
მეგონა, რომ ჩემს პირველ სკოლაში (51-ე) ხორცის ”პერაშკებში” თაგვის ხორცი იდო და ამიტომ მარტო უბრალო ფუნთუშას ვჭამდი ხოლმე შესვენებებზე;
მეგონა, რომ მეორე სკოლაში (61-ე) რომ გადმომიყვანეს მე-4 კლასში ყველა შემიძულებდა იმიტომ,რომ ახალი ვიყავი;
მეგონა, რომ მთელი ცხოვრება თოჯინებით ვითამაშებდი (ისე დიდი ხანი კი ვითამაშე);
მეგონა, რომ სკოლაში მარტო რომ წავედი პირველად, დოლიძეზე მანქანა გამიტანდა გადასასვლელზე გადასვლისას;
მეგონა, რომ 20 წელს გადაცილებული ადამიანები უკვე მოხუცებულობასთან ახლოს იყვნენ;
მეგონა, რომ სტაფილოს თუ შევჭამდი ბევრს მაღალი გავიზრდებოდი;
მეგონა, რომ ჩემი ბაღელი ხუჭუჭთმიანი ეკა ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნებოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში,მაგრამ შევცდი. ბაღი მორჩა და დასრულდა ჩვენი მეგობრობაც;
მეგონა, რომ უნივერსიტეტში რომ ჩავაბარებდი, რაღაც საოცარ რამეებს ვისწავლიდი;
და ა.შ.

ბევრი რაღაც აღარც მახსოვს, რა მეგონა და რა არა. ეს უბრალოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც ახლა მომივიდა თავში.
მეც ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. ისევე როგორც ყველა, მეც დავდიოდი სკოლაში, მერე ვმეცადინეობდი გაკვეთილებს,მერე ჩავდიოდი ეზოში და ვთამაშობდი.
მიხაროდა ცხოვრება და მიყვარდა ახალი წელი.
რაც გავიზარდე ახალი წელი აღარ მიყვარს, ვფიქრობ, რომ სულ ერთი და იგივეა.
ცხოვრებაშიც ბევრი რამე აღმოვაჩინე. მივხვდი, რომ მთლად კარგი არ არის.
რაც ვიზრდები მით უფრო ბევრ რამეს ვხვდები და ხშირად მინატრია ისევ იმ ბავშვობაში დავბრუნებულიყავი და საკონტროლოებზე მედარდა. მაშინ ეს დიდ რამედ მიმაჩნდა.
აი ასე უფასურდება ჩვენში რაღაც-რაღაცეეები და ეს პროცესი სულ გრძელდება იმიტომ,რომ ცხოვრება გადის და ვერ გააჩერებ ერთ ადგილას.

P.S. სიცხე მაქვს და თუ რამე ავურიე არ დამძრახოთ :)

2 comments:

CinnamonGirl said...

არც არავინ შეგიძულებდა ახალგადმოსულს...
მე-4 კლასიდან დავმეგობრდით ჩვენ :)
<3
მიყვარხარ გულში და არაუშავს, რომ შენ ახალი წელი აღარ გიყვარს...

კარგია საკონტროლოებზე დარდი, მაგრამ კარგად რომ გაიხსენო, მაშინ ის საკონტროლო შენთვის ზუსტად ისეთივე დიდი სადარდებელი იყო, როგორიც ახლა სხვა რამეებია...

სამაგიეროდ, უფრო ვაფასებთ იმ რაღაცეებს, რაც უფრო დასაფასებელია...

TLESTS 4eva!

Tiko said...

ფორევერ!!!!
ხვალ გადავიკითხავ TLESTS-ს :)