Sunday, 22 November 2009

eveyrthing will be okay :)

საერთოდ რომ ვუფიქრდები ამ ბოლო ხანებში იმდენი რამ მოხდა, რომ გაანალიზებასაც ვერ ვასწრებ ხოლმე... ჯერ ბებიას გარდაცვალება, მერე დედაჩემის ოპერაცია, მერე ექიმებთან სირბილი და ა.შ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აქაური მედიცინა ძალიან ცუდ დღეშია და ხდება ადამიანების ჯანმრთელობის მანიპულირება და ამაზე ფულის კეთება...

ძალიან დავიღალე, ასეთი ცუდი თუ იქნებოდა წლის ბოლო რას წარმოვიდგენდი.
მე მგონი ახლა ყველაფერი უკანააა, ღმერთის წყალობით.

ხო.. კიდევ რაღაც-რაღაცეებს რომ ვადარებ ხოლმე, გული მწყდება, რომ ისე არააა, როგორც მე მინდა რომ იყოს.

და მოკლედ...

ცხოვრება გრძელდება და ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად :)

2 comments:

CinnamonGirl said...

ეს იმიტომ რომ წლის ბოლოა და რაც იყო ცუდი მოსახდენი, აწი უკვე მოხდა, ახალ წელიწადში სუფთად შეაბიჯებ, აგერ ნახავ!!!

Tiko said...

მაგის იმედი მაქვს :)