Showing posts with label ზამთარი. Show all posts

Saturday, 29 August 2020
2020
ადრე თუ ვწერდი კვირაში ერთ პოსტს ახლა ვწერ 3 წელიწადში ერთხელ და მგონი მთლად კარგის მომასწავებელი არ არის ეს. თქვენ რას ფიქრობთ?
თუმცა, დღეს უკვე იმდენი რამ არის საფიქრელი, სადარდებელი, იმდენი პრობლემაა რომ თქვენ კი არა მე აღარ მახსოვდა ამ ბლოგის არსებობა. შევუდგეთ მოკლე მიმოხილვას თუ რა ხდება ქვეყანასა ზედა.
2020 წელია, მეგობრებო. 2020! ახალი წელი რომ დგებოდა რაღაც გულში უცნაურმა გრძნობამ გამკრა და ისე ვერ შევხვდი ამ წელს როგორც ჩვეულად ვხვდები ხოლმე ოვაციებით და მილოცვებით და ეტყობა უნდა მიმვხვდარიყავი რომ საოცარი წელი არ იქნებოდა. ნიშანს, რომელსაც ყველა ვეძებთ ხოლმე, აი ის ნიშანი იყო.
წელი დაიწყო ჩვეულებრივად. იანვარში სამოგზაუროდ წავედი ჩემს მეგობრებთან ერთად მაიამიში, 4 დღით, გადასარევი დრო ვატარეთ. მერე მოვიდა თებერვალი, მერე მარტის დასაწყისი და იმის მერე ცხოვრება ამერიკის შეერთებულ შტატებში დროებით დაპაუზებულია. მარტის მერე ჩემი ცხოვრება ერთფეროვანი გახდა. ჩემნაირი ადამიანიც კი, რომელიც სულ სადღაც დადის და მოგზაურობს, გაჩერდა. ვკითხულობ წიგნებს, ვეძებ ინსპირციას, ვუყურებ ფილმებს, ვფიქრობ ხშირად რა მომწონს და რა მაბედნიერებს, რა მხდის კარგად და რა მხდის ცუდად. დრო მომეცა რომ ამერიკაში, როცა ამაზე ფიქრის დრო დიდად არასდროს მქონდა, ამაზე ვიფიქრო. მიყვარს ფიქრი. ფიქრში იბადება ჭეშმარიტებაო და ასეა. უფრო მეტად ვსწავლობ ჩემს თავს და მომწონს.
მოკლედ მიმოხილვა ასეთია:
- ცხოვრება, რომელიც ხანმოკლე მეგონა, უფრო ხანმოკლე მეჩვენა ვიდრე არის. ანუ დრო საოცრად სწრაფად გადის და ვერ ვაჩერებთ.
- ადამიანები შეიცვალნენ. ძალიან შეიცვალნენ. ისე რომ ვერც ვცნობ ბევრს. ურთიერთობები გაცივდა, ხალხი გარობოტდა, ჩაიკეტა და დეპრესიაში ჩავარდა. ზოგს ფსიქიკამ უმტყუნა. ყველას ხომ არ შეუძლია თავის ხელში აყვანა?!
- ადამიანებმა ნამდვილი სახეები გამოაჩინეს.
- ის ადამიანები რომ მეგონა ჩემი ახლო ადამიანები იყვნენ, თურმე არ ყოფილან. უცბად გაუცხოვდნენ.
- ადამიანები ყველაზე საშიში ცხოველები არიან დედამიწაზე და უნდა კარგად დავფიქრდეთ ვისთან ვიჭერთ საქმეს.
- ცხოვრება მშვენიერი ყოფილა არადა რამდენ რამეზე ვწუწუნებდი.
- მომენატრა ჩემს ადამიანებთან შეხვედრა, რესტორანში წასვლა, სეირნობა, ცხოვრებით ტკბობა, ცაში ყურება, მზის ჩასვლის ყურება, ოკეანის ხმები, ფერები.
- დავაფასე ეს ზემოთხსენებული მარტივი რაღაცეები, რასაც ვთქვათ ასე არ ვაფასებდი. არადა ადამიანური კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესი ყოფილა ხოლო ბუნებაში ყოფნა კი ფასდაუდებელი.
საოცარ დროს გვიწევს ცხოვრება, ჩვენი ბებია-ბაბუები მეორე მსოფლიო ომის დროს ცხოვრობდნენ და ჩვენ პანდემია ვერ გადაგვიტანია. როგორი სუსტები გავხდით ადამიანები. წარმოიდგინეთ, ახლა რომ მე-20 საუკუნე იყოს, არ იყოს სოციალური ქსელები, ინტერნეტი, ტელევიზია, მედია. ძალიან ძლიერები იყვნენ ჩვენი წინაპრები, საოცარი გაჭირვების გარდა რომ ტყვიებზე ეძინათ და ჩვენ სახლში ვერ გავჩერებულვართ რომ როგორმე ეს პანდემია გადავაგოროთ.
არ მინდა დეპრესიული პოსტი გამომივიდეს. ბევრი რაღაც კარგიც მოხდა. როგორც ზევით აღვნიშნე, ჩემს თავს ბევრ დროს ვუთმობ, ვკითხულობ წიგნებს, ვუსმენ მუსიკას. ვფიქრობ ხოლმე რამდენი რამე მასწავლა ამერიკულმა ცხოვრებამ. ჩემი აზრით მთავარი რამ რაც აქ ვისწავლე არის თავის გადარჩენა. უფრო გავძლიერდი. უფრო მამაცი გავხდი. უშიშარიც და ცხოვრების აღარ მეშინია.
ამასობაში, 35 წლის გავხდი. 35!!! ეს რიცხვი არანაირად არ არის ახლო ჩემთან. ვერ აღვიქვავ. არ ვიცი როგორ და რანაირად გავხდი ამდენის. ყოველთვის მინდოდს 35 წლის აღნიშვნა განსაკუთრებულად მაგრამ ამ წლის გადამკიდე ვერაფერიც ვერ მოვახერხე. ყველაზე მოსაწყენი დაბადების დღე იყო 35 წლის განმავლობაში.
ყველაფრის მიუხედავად მე მიყვარს ეს ცხოვრება. ღმერთის მადლობელი ვარ რომ მაქვს თავზე ჭერი, საჭმელი და მამა ჯანმრთელად მყავს. მინდა მალე მორჩეს ეს უბედურება და დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას, უფრო მეტი ენერგიით, ძალებით და მიზნებით. მინდა მომეცეს შესაძლებლობა რომ ეს ცხოვრება მეტად დავაფასო. ბლოგსაც აღვადგენ. ჩემი ჩაითა და მუსიკით.
ამ პოსტის საუნდრეკები:
Cigarettes After Sex "K"
Cigarettes After Sex "Apocalypse"
Cigarettes After Sex "Sunsetz"
თუ არ გსმენით ამ ჯგუფის და სიმღერების შესახებ, მოუსმინეთ. მე ხომ მუსიკაში კარგი გემოვნება მაქვს :)
Wednesday, 9 January 2013
...
რატომ აღარ წერ არაფერსო მკითხეს დღეს...
პასუხი არ გამაჩნია ამ შეკითხვაზე, სამწუხაროდ.
ბოლო ხანებია მეტწილად სამსახურში ვიმყოფები. სახლში მოვდივარ და ვიძინებ.
ამ სახლს ჯერ ვერ შევეგუე ბოლომდე.
ახალი წელი ჩვეულებრივად გავიდა, ტრადიციული საჭმელებით და სასმელებით, ჭიქების მიჭახუნებით, სადღეგრძელოებით, ქეიფ-დროსტარებებით და ა.შ. შობაც ასევე ზუსტად.
ახლა სახლში ვარ. ვუსმენ მუსიკას და ამ პოსტს ვწერ.
გარეთ ცივა, თოვს და ყინავს, ყველას სცივა, მე მგონი თოვლსაც კი სცივა. დილას რომ გავიღვიძებ ალბათ დამხვდება ისევ თოვლით გადათეთრებული ქუჩები.
ლამაზია, მართლა ლამაზია!

Saturday, 11 February 2012
Kinda review
ცოტა ხნის წინ წიგნის წერა დავიწყე, სახელწოდება ჯერ არ მომიფიქრებია ალბათ ცხოვრების ბოლოსკენ რომ მოვრჩები მერე შევუხამებ რამეს, სავარაუდოდ ერთქმევა ალბათ თინა, მისი ცხოვრება და საფრანგეთი :) ეს ხუმრობით, მაგრამ ყველა ხუმრობაში ხომ სიმართლეა! ამ მომენტისთვის შესავალი და 3 თავი დავწერე, მერე ალბათ რომ მოვრჩები ერთ ეგზემპლიარად დავბეჭდავ წიგნის სახით და პენსიაზე რომ გავალ საკითხავი მექნება. დიდი მადლობა ჩემს ბლოგს, რომ არა ეს უკანასკნელი ბევრი რამ აღარ მემახსოვრებოდა.
ჩემი ბოლო პოსტის შემდეგ ბევრი რამ მოხდა, ამიტომაც ვეცდები ყველაფერი მოკლედ გადმოვცე:
კიევის მერე ვიყავი პარიზში - ამას ცალკე პოსტებს მივუძღვნი და მიუხედავად იმისა, რომ პარიზში პირველად არ ჩავსულვარ, ეს სულ სხვა იყო: Paris with all its magnificence!!! თავისი მთელი სიდიადით! 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებით, ბევრი საქმიანი ვიზიტით, კაბარეებით, დღის იახტ ტურებით და ღამის კრუიზით სენაზე, ბევრი ღვინით, შამპანურით და ფრანგული სულით აღსავსე....ბევრი ოვაციით, შეძახილით და გრძნობითაც... შეხვედრებით, რომელთაგანაც ერთი მთელი ცხოვრება მემახსოვრება- თუნდაც იმით, რომ ეიფელის კოშკს რომ ავხედე იმ ღამეს თავი ყველაზე უბედური ადამიანი მეგონა მიუხედავად იმისა სად ვიდექი და მივხვდი რომ რაღაც გრძნობას ბევრი რამის შეცვა შეუძლია. მიყვარს მეტრო გრან ბულვარი, იქვე ბარი ო’ სალივანი, ის ფორთოხლის წვენიც კი, რომელიც ყველაზე გემრიელი მეჩვენებოდა... ის წვიმიანი პარიზი და ამავე დროს ულამაზესი, სუსხი მაგრამ რომ მცხელოდა, ასე თბილად მგონი არასდროს ვყოფილვარ იქ, გაგანია აგვისტოშიც კი. გონებაში ბევრი რამ მარად აღიბეჭდა, მისი სახე - სევდით აღსავსე რომ ვთქვი რამოდემინე დღეში თბილისში ვბრუნდებითქო და ის დიდი ცისფერი თვალები...
არასდროს მეგონა ასე თუ იქნებოდა და თან ეს ყველაფერი პარიზში, რომელსაც ჩემს მეორე სახლად ვთვლი. სასწაულად მენატრება იქაურობა, ის წვიმაც და ის ნაცრისფერი ცაც, სულ გადარბენა რომ არის აქეთ-იქით, ყველას რომ სადღაც ეჩქარება, ფრანგული შარმი, ღვინო და ყველი და ბევრი სხვა რამ, რაც მხოლოდ იქ არის- თუნდაც ის ბედნიერების გრძნობა რაც იქ ყოფნისას მეუფლება მხოლოდ! გაღიმებული სახე და დადებითი ემოციები...
პარიზის მერე იყო ისევ კიევი და მერე თბილისი...
მერე იყო ახალი სამსახური - იმდენი ვიძახე ფრანგებთან მინდა მუშაობათქო რომ მაინც ჩემი გავიტანე და ამჟამად ზუსტად ასეთ ადგილას ვმუშაობ.
და კიდევ ბევრი სხვა რამ მაქვს თავში უბრალოდ დრო არ მყოფნის რომ კიდევ უფრო მეტი რამ გავაკეთო...

Tuesday, 17 January 2012
Kiev :)
Salut a tous!
It is 05.05 am in the morning, I am in Kiev in the Boryspil International Airport of Ukraine.
Kiev is very nice city.
Yesterday I've visited many places in Kiev, St. Sophia cathedral,St.Michael Cathedral...kievo pecharskaia lavra, the residence of the president of Ukraine, walked along Kreshchatik- the main and famous avenue of Kyiv. Then we had a lunch in local restaurant "Spotykach", the design of which really impressed me, the rooms were all designed as if you were in Soviet times... The pictures on the walls, mostly black and white... Even the toilt was impressive :) there were the samovars, which were used in soviet times to drink tea and it was like the tradition in evenings to drink tea and just to talk and share ideas with family members and friends. Now it is already the past, which is stored in such kinds of restaurants and cafes. And we all remember it.
We were staying at Hotel "Dnipro" and Inspite of that we were veeeery veeeeeeery tired, we still managed to have a walk on Kreshchatik in the evening and at night, very nice illuminations, it seems that Kiev is developing step by step. The buildings of Kiev really impressed me, they ar all very nice -at least those that I have seen. This is the city that calls you back, the atmosphere is very warm and nice, everyone smiles at you if you say that you are from Georgia :) the nation loves Georgia :)mostly they recognise you on face: hey you are from Georgia, aren't you? Yes, I am :) and the answer from one boy was: yes I knew it, I feel you, you are so nice, and I said thank you, of course :) such things are very memorable. This was the extract from the dialogue in the lift of the Hotel :)) the same was in Mcdo, on Kreshchatik we were in in the evening... Hey, you are probably from Georgia :) Tbilisi, Tbilisii lalalala :)))
The Ukrainian men seem to be very romantic, they are going in the streets with flowers, meetings their sweethearts with smile and even with one rose in their hand :)
I will always remember this day, the warmth and attitude.
And again, inspite of the fact that it is -10 grade temperature and at night it is -12 and even more,and I was frozen and I am frozen, and it was snowing and it is snowing now, and in addition, my nose is completely out of coverage area of such kind of cold, my legs are also frozen and going in the streets like a mummy, my card of the room at the hotel was blocked 3 times and probably the receptionist boys thought that I was a stuoid girl and they smiled a lot, and I smiled a lot too, I wanna say once again that Kiev is beautiful, and will come back for sure in future not for one dsy, of course.
So, I'm not saying goodbye to Kiev, let's say see you soon!!!
A bientôt!
:)

Wednesday, 23 March 2011
Cold March
I would like to thank my UGG boots very much for keeping my feet warm throughout whole winter. They are just perfect and I do think that UGG boots are one of the best inventions by the mankind :)
It's March and it's so cold outside- just like in winter.
So, good advice: wrap yourself up warm, drink hot tea with lemon and smile :)

Saturday, 8 January 2011
Thursday, 6 January 2011
Christmas Eve and belated Happy New Year
ლამის 1 თვეა არაფერი დმაიწერია აქ და ეს ცუდია.
ახალი წელიც კი არ მომილოცია ჩემი ბლოგისთვის და მასთან დაკავშირებული ხალხისთვის.
თითქოს უცებ გავიდა ეს დღეები.
ჯერ საახალწლო მზადება, ფუსფუსი...
პირველად გავაკეთე გოზინაყი, საცივი და დანარჩენი ყველაფერი რაც საახალწლო სუფრას ეხება.
მივხვდი, თუ რა დიდია დიასახლისის ფასი.
ახალ წელს შევხვდი ტრადიციულად სახლში, მერე თეასთან ( ასევე უკვე ტრადიციად მექცა იქ სიარული) და სადღაც დაახლოებით 5 საათისთვის დავიძინე.
1,2 3 იანვარს მეგობრები მოვიდნენ და ერთად ვატარებდით საღამოებს მუსიკის, ჩაის, ნამცხვრების და ყავის ლიქიორის ფონზე, რომელიც ასევე მე გავაკეთე :)
ახლა 6 იანვარია, 9.20, მალე შობაც დადგება, მიყვარს ეს საღამო, რაღაცნაირი განსაკუთრეული და თბილია.
12 საათზე ტრადიციულად ავანთებ სანთელს და ღმერთს შევთხოვ უპირველესად ჯანმრთელობას და მერე ბედნიერებას.
გილოცავთ და იყავით ბედნიერები, ისედაც ამ ხანმოკლე ცხოვრებაში ვაი-ვიშის დრო არააა.

Saturday, 20 November 2010
...
დაიწყო ზამთარი - აი დღეს პირველად შევიგრძენი ეს.
სუსხი და ბურუსი, დაორთქლილი ფანჯრები, ქუჩაში მრავლად მოსიარულე წითელცხვირებიანი ადამიანები, ბევრი გაყინული ხელი და ბევრი კაშნე.
დაიწყო ზამთარი, რომელიც წესით და რიგით 3 თვეა, მაგრამ ვინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება...
დაიწყო თოვლის, ყინვის ხანა.
ახალი წლებით და შობებითურთ.
ბევრი ჟრიამულით და ქუჩაში მოსიარულე ნასვამი ადამიანების სიმრავლით.
რაღა დარჩა ახალ წლამდე... პრინციპში არც არაფერი.
ეს 1 თვე და 10 დღეც ისე დაირბენს, როგოროც დანარჩენმა თვეებმა და დღეებმა... ეს 365 დღე, რომელსაც 1 წელიწადი ჰქვია, ხომ ასე მალე გადის. თან ისე მალე, რომ გააზრებასაც ვერ ასწრებს ზოგი...
ასე რომ, საცივების და გოზინაყების ხანა იწყება, ჩემო კარგო ადამიანებო :)
და ბედობა დღეს ეცადეთ, რომ კარგი რამეები დაიბედოთ და ჩაიფიქროთ - They come true!

Saturday, 13 February 2010
Tuesday, 19 January 2010
პირველი თოვლი
დღეს ისეთი ამინდი იყო და არის, რომ რაც არ უნდა ჩაიცვა მაინც გაიყინები, მოგეყინება ხელები და წაგეყინება ფეხები, ცხვირი, ყურებიც და თვალებიც. შეიძლება ბევრს გაეცინოს მოყინული თვალებიო, მაგრამ ზუსტად ეს მოყინული თვალები დაფიქსირებულია ფოტოზე, პარიზში ყოფნისას ეიფელის ქვეშ რიგში დგომისას. კარგად ჩანს, რომ თვალებსაც სცივათ ...
მაგრამ აქაური სიცივე პარიზის სიცივესთან ვერ მივა, იქ სხვანაირად ცივა.
ვზივარ ახლა ჩემი საყვარელი ცხელი ჩაით სავსე ჭიქითურთ და ვუმზერ ეკრანს.
ალბათ ღამე მოყინავს და დილას სრიალ-სრიალით გავალ სახლიდან.
ჰაერში იქნება სუფთა და წმინდა ჰაერი, ირბენენ მხიარულად ბავშვები გუნდებით, სიხარულის სუნი იქნება, ფერად-ფერადი კაშნეები და ქუდები, ამოგანგლული და ტალახიანი შარვლები და აწითლებული ლოყები.
ამას მოყვება თავში ამოტივტივებული მომენტები ბავშვობიდან, შენც რომ გუნდაობდი, შენც ჭამდი თოვლს, შენც აჭმევდი სხვას თოვლს, შენს ესროდი გუნდებს და შენც გესროდნენ, შენც გეკეთა ფერადი კაშნე, შენც გქონდა აწითლებული ლოყები და შენც ამოგანგლული იყავი ტალახში და არ წუწუნებდი, არამედ გიხაროდა. გუნდების გაკეთებისგან გაყინული ხელები უცებ გაგითბებოდა და ეგეც გიხაროდა.
ახლა კიდევ ვიღაც ქუჩაში ტალახს რომ შემოგაწუწებს, წუწუნებ...
აი განსხვავებაც ...

Monday, 18 January 2010
Review
ბოლო ხანებში მომხდარი ფაქტები თუ ამბები:
1. დედაჩემს თვალის ოპერაცია უნდა გაუკეთდეს, სასწრაფოდ.
2. ჩემი კომპი ცოტა ხნის წინ აფეთქდა, მაგრამ მაინხ გავაცოცხლე. ხვალ ან ზეგ წავიღებ გადაყენებლად და გასაკეთებლად.
3. ჩემი დიპლომი ჯერ არ დაბეჭდილა (!!!).
4. დავგეგმე ზაფხული, შესაბამისად დავჯავშნე სასტუმრო.
5. წავიკითხე კიდევ ერთი წიგნი. იასუნარი კავაბატას ”Snow Country"
6. გადავაგორე კიდევ შობა,ერთი ახალი წელი, თინაობა.
7. მივიღე საყვარელი საჩუქრები.
8. გადმოვწერე ბევრი ალბომი (უმეტესად დღეს) და ახლაც ვტკბები გემოვნებიანი მუსიკით.
9. გავატარე ბევრი კარგი დღე მეგობრებთან ერთად
10. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა.
და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო და დავწერო ყველასთვის ნაცნობი ფრაზა: ცხოვრება გრძელდება და ყურები და ცხვირი არ უნდა ჩამოვუშვათ. არის ბევრი მომენტი, როდესაც უბრალოდ ყელში გაქვს ამოსული ადამიანს ყველაფერი და გეზარება და დაგრუზული ხარ და მიისწრაფი დეპრესიისკენ, მაგრამ გონება ამიტომაც გვაქვს, რომ გავაანალიზოთ ესა თუ ის მოვლენა და შესაბამისად ვიმოქმედოთ.
ამ პოსტს ვამთავრებ ასევე ყველასთვის ნაცნობი ფრაზით:
ყველაფერი კარგად იქნება!

Friday, 1 January 2010
Sunday, 27 December 2009
...
ისევ Keith Jarrett ჩემს ყურსასმენებში...
არაერთხელ მომისხენებია ჯარეტი ჩემს პოსტებში და ალბათ მიხვდებოდით, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მუსიკოსია.
დღევანდელ დღესაც ჯარეტის დღე მაქვს, შეიძლება ასეც ითქვას. პერიოდულად ვუსმენ სხვა რამეებსაც, მაგრამ ძირითადად მაინც K.J-s.
რაღაც მშვიდი დღე იყო დღეს, სახლში ვიყავი ძირითადად, თუ არ ჩავთვლით ნახევარ საათიან გარეთ გასვლას, კანფეტები და შოკოლადები ვიყიდე ახალი წლისთვის.
დიდი ხალისი არ მაქვს, ალბათ მერე მექნება განწყობა მომდევნო დღეებში :)
Let's see :)

Saturday, 26 December 2009
...
შარშან ამ დროს უკვე ჩალაგებული მქონდა ჩემოდანი და საათებს ვითვლიდი :)
როგორ მალე გადის დრო...
ჩემი ყველაზე მაგარი ახალი წელი ყველაზე მაგარ ქალაქში.
და რაც დრო გადის მით უფრო ვეთანხმები ჰემინგუეის სიტყვებს:
"If you are lucky enough to have lived in Paris as a young man, then wherever you go for the rest of your life, it stays with you, for Paris is a moveable feast".
100 % მართალი იყო ეს კაცი!

Saturday, 19 December 2009
ON :)
დიდი ხანია აქ არ დამიწერია, დრო არ მქონდა სამწუხაროდ. ახლა მგონი ცოტა ამოვისუნთქე.
ბევრი ალბათ არცააა დასაწერი...
იყო ბარბარობა, 17 დეკემბერი, ტრადიციული ლობიანებითურთ და მილოცვებით, სურვილი იმისა, რომ კარგი რამეები დაგებედოს მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ მართლა ასეა ნეტავ? ალბათ კი :)
დღეს 19 დეკემბერია (ჯერ კიდევ), ნიკოლოზობის დღესასწაული და დღესაც მილოცვებში ვართ ყველა. დღეს ჩემი დაქალი ჩამოვიდა და ბედნიერი და გახარებული ვარ :)
ამის გარდა იყო ბევრი რამ, ზოგიერთ რამეზე გავიფიქრებ ხოლმე დავწერთქო,მაგრამ მერე მავიწყდება... მარის დაბადების დღე იყო, ძალიან კარგად გავერთეთ და ბოლო ვიმღერეთ კიდევაც. ნახევარი აღარ მახსოვს ოღონდ :)))
იყო ბევრი გადატვირთული კვირა, დღე, საათი, წუთი და წამი.
ადამიანი, რომელიც ზუსტად 1 წლის შემდეგ ზუსტად იმავე დროს და იმავე ადგილას შემხვდა, როგორც 1 წლის წინ.
ბევრ რამეზე დაფიქრების საშუალება მომეცა და გაანალიზების, მიხარია, რომ გონება მაქვს და აზროვნების უნარი გამაჩნია, რომ რაღაც-რაღაცეებს რეალურად შევხედო და გავაცნობიერო, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს.
მივხვდი მეგობრების ფასს კიდევ ერთხელ და მივხვდი, რომ არააა საჭირო ყველას ყველაფერი უთხრა და გული გადაუშალო, ამიტომაც არსებობს ცნება ”ახლო მეგობარი”. ესაა ადამიანი, რომელსაც შეგიძლია ბოლომდე ენდო, ნათქვამია, რომ არავის არ უნდა ენდო-ოო ბოლომდეო, მაგრამ მე მართლა მყავს რამოდენიმე ასეთი ადამიანი, რომელთაც შემიძლია ვენდო.
25 დეკემბერს კლასის ქეიფი იგეგმება და ვნახოთ როგორ ჩაივლის, ხოლო სულ რაღაც 11 დღეში ახალი წელია და მე ჯერ არანაირი გეგმა არ გამაჩნია. ალბათ ტრადიციულად. გავიხსენებ წინა წელს სად ვიყავი, რა ადგილას და რა ბედნიერი :)
Life goes ON!

Sunday, 22 November 2009
eveyrthing will be okay :)
საერთოდ რომ ვუფიქრდები ამ ბოლო ხანებში იმდენი რამ მოხდა, რომ გაანალიზებასაც ვერ ვასწრებ ხოლმე... ჯერ ბებიას გარდაცვალება, მერე დედაჩემის ოპერაცია, მერე ექიმებთან სირბილი და ა.შ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აქაური მედიცინა ძალიან ცუდ დღეშია და ხდება ადამიანების ჯანმრთელობის მანიპულირება და ამაზე ფულის კეთება...
ძალიან დავიღალე, ასეთი ცუდი თუ იქნებოდა წლის ბოლო რას წარმოვიდგენდი.
მე მგონი ახლა ყველაფერი უკანააა, ღმერთის წყალობით.
ხო.. კიდევ რაღაც-რაღაცეებს რომ ვადარებ ხოლმე, გული მწყდება, რომ ისე არააა, როგორც მე მინდა რომ იყოს.
და მოკლედ...
ცხოვრება გრძელდება და ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად :)

Thursday, 12 November 2009
უცაბედი პოსტი :)
მუსიკამ მოიტანა პოსტის დაწერის იდეაც.
არადა არ ვაპირებდი, უცებ ჩავრთე არა მომენტალურად ასოციაციებმა გამიელვა თავში.
ძალიან ფონური სიმღერააა, ზუსტად ისეთი, როგორიც ამ ბოლო დროს მომწონს.
ხოდა უცებ წარმოვდგინე, რომ ვზივარ ლამაზ და დიდ პარკში, სკამზე გემრიელად მიყუდებული, ფეხი ფეხზე გადადებული, ცხელ ჩაის ვსვამ და წიგნს ვკითხულობ, ყურებში კი ეს მელოდია გაისმის. თურმე ექიმი ჰაუსიდან ყოფილა, არადა არასდროს მიყურებია მაგ სერიალისთვის.
ისეთი ამინდია ნოემბერს რომ უხდება, ჰაერში რომ ცივის სუნია. გარეთ გასვლა რო არ მოუნდება ადამიანს ისეთი ამინდია. მივედი ახლა ფანჯარასთან და ქუჩაში გავიხედე. ხალხი როგორ მობუზული დადის, კაშნეებშემოუხვეულები, მუქ ფერებში, გაშავებულ-განაცრისფერებულები, სახეებიც სხვანაირი...
ხეებსაც სცივათ...
არადა ზამთარი ჯერ კიდევ წინ არის.

Saturday, 4 July 2009
...
აი ივლისიც მოვიდა.
ვგრძნობ, რომ ეს ზაფხული ძალიან მალე გავა და მერე ისევ საშინელი სიცივეები, ყინვები,კაშნეები, ქუდები და ხელთათმანები... ცხელი ჩაი დღეში 10 ჯერ, თბილი ტანსაცმელი, ჩექმები, როლინგები, გაყინული ხელები(ხელთათმანები ხანდახან რომ არ გშველის), მოყინული თვალები, ყველაფერი რომ გეზარება, მზე რომ გენატრება... გაუთავებელი წვიმები, თოვლი და მოყინული გზები, ფიქრები იმაზე თუ როგორ გათბე, ფეხი როგორ არ აგისრიალდეს და არ დავარდე...
და ეს სიტუაცია და ფიქრები გრძელდება ძალიან დიდი ხანი, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტა ხანია სითბო და სიცხე მითუმეტეს.
ძალიან საოცარი ქმნილებები ვართ ადამიანები, ზამთარში ყოველთვის ზაფხული გვენატრება და საკმარისია ოდნავ დათბეს/დაცხეს, მაშინვე იწყება გაუთავებელი წუწუნი, თუ როგორ ცხელა, თუ რაოდენ საშინელია სიცხე, რომ სიცივე ურჩევნიათ...თანაც, აქცენტი ძირითადად ზაფხულსა და ზამთარზეა, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში შემოდგომა და გაზაფხული თითქმის არ არის, არ ფიქსირდება :))) და ეს ცუდია.
ხოდა ის მინდოდა მეთქვა, რომ ამდენ წუწუნს ჯობია ჩუმად ვიყოთ და შევიგრძნოთ ზაფხული, სითბო, სიცხე, პაპანაქება, მზის სხივები, ბედნიერი სახეები (ზამთისგან განსხვავებით), ფერები, სიჭრელე, სილამაზე, სიმწვანე...
ეს ხომ ასეთი მაგარია :)

Subscribe to:
Posts (Atom)