Tuesday, 11 May 2010

...

ძლივს მზე დავინახეთ ეს დღეები და ამ საღამოს ისევ მოიღრუბლა...
დათბა :)
მწვანე ბალახს რომ ვხედავ გულს უხარია.
შაბათს ჩემი თანამშრომლის ხათუნას ჯვრისწერაზე ვიყავით მე და ანი, მერე ძვველ თბილისში მინი სეირნობა მოვაწყვეთ და შედეგად დამწვა შუბლი :)))
კვირას მე და თაკო ვიყავით ”ქოლგის” გახსნაზე და ვერ ვიტყვი რომ გავგიჟდი და გადავირიე სურათებზე. შარშან უკეთესი იყო ბევრად. მაგრამ გამოფენას ვინ ჩიოდა, ახალმა ხიდმა რომ დაიწყო ქანაობა მეგონა ყველანი მტკვარში ჩავცვივდებოდით, ან პატრულს თავზე დავასკდებოდით.
ახლა ფრანგული ვიმეცადინე და წერისგან ხელი მტკივა.

პარასკევამდე დღეებს ვითვლი, ერიკ ტრუფაზის კონცერტი მელიიიიიიიიიიიიის :)
უკვე ვგრძნობა, რომ უაღრესად კმაყოფილი ვიქნები.

Yooo yoooo :)))

2 comments:

CinnamonGirl said...

მეც ვითვლი, მეც ვითვლი...

და შენ წარმოიდგინე, უკვე ხვალაა :))

Tiko said...

ხვაააალ დიდი დღეააააააა :)