ჩემი დაქალის ბლოგს შევხედე და იდეა მოვიპარე :)
ვინც არ მიცნობს ეს იმათთვის :) რანაირად გამოვიყურები ქუჩაში მოსიარულე, ან თუნდაც არამოსიარულე და ისე :)
ესე იგი ვიწყებ:
დავდივარ სწრაფად იმიტომ, რომ უმეტეს შემთხვევაში სულ სადღაც მეჩქარება(მაგრამ არსად ვაგვიანებ!). ხშირ შემთხვევაში მაცვია დაბალ ძირიანი ფეხსაცმელი იმიტომ,რომ ვფიქრობ, რომ უფრო მოსახერხებელია და თან არც სიმაღლეს ვუჩივი.
ჯინსი ჩემი საყვარელი რამ არის :)
აუცილებლად დამინახავთ ჩემი ვერცხლისფერი კაცით, ანუ ჩემი აიპოდით, რომელიც მარად ჩემთანააა ჩემი მუსიკითურთ და მიხარებს გულს. როგორ წესი, ქუჩაში არაფრის დაარავის ხმა არ მესმის ამიტომაც, თუ ვინმეს დაძახება უნდა მოდის და მიკაკუნებს ან წინ მიდგება, ან რამეს შვება რომ დავინახო :)))
რამე ფრანგულის სულის მატარებელი ნივთი სულ მაქვს თან, ჩანთაში ეიფელის კოშკის ბრელოკი, საფულე, რომელზეც ასევე პარიზული ბრელოკია, გულზე თითქმის სულ მიკეთია ყელსაბამი წარწერით "Paris" და მოკლედ, კიდევ მსგავსი ათასი რამე მაქვს:))))
დილაობით რომ გავდივარ ადრე, გაშტერებული სახე მაქვს და შეიძლება მეგობარიც ვერ დავინახო, ამის პრეცენდენტი უკვე არსებობს და ამიტომ ვწერ აქაც.
აი ესააა და ეს :)
მსგავსი მოსიარულე 2 ფეხა ადამიანი თუ დაინახეთ c'est moi ანუ თქვენი თინაჩკა :)))
8 comments:
თუ გიცანი, მოვიდე და გითხრა???
კი :))) აბა რა!
მე სპეციალურად არ მიგთაგე
იმიტომ რომ უნამუსობა იქნებოდა ჩემი მხრიდან, ასე ჩავთვალე :)
და კაი გოგო ხარ, შენით რომ ქენი ;)
შენ რო ეგ დაგეწერა თავს ჩამოვიხრჩობდი :))))
არადა მაინც ვერ გიცნობ...
მე კიდევ იმდენი რამ დავწერე, რომ შანსი არაა ხალხმა ვერ მიცნოს.
მოგიკომენტე :) ნამდვილად გიცნობ :))
:)))))
თუ მიცანი, არ მოგერიდოს, მოდი. გამიხარდება.
Ok :)
Post a Comment