Saturday, 20 November 2010

...

დაიწყო ზამთარი - აი დღეს პირველად შევიგრძენი ეს.

სუსხი და ბურუსი, დაორთქლილი ფანჯრები, ქუჩაში მრავლად მოსიარულე წითელცხვირებიანი ადამიანები, ბევრი გაყინული ხელი და ბევრი კაშნე.

დაიწყო ზამთარი, რომელიც წესით და რიგით 3 თვეა, მაგრამ ვინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება...

დაიწყო თოვლის, ყინვის ხანა.
ახალი წლებით და შობებითურთ.
ბევრი ჟრიამულით და ქუჩაში მოსიარულე ნასვამი ადამიანების სიმრავლით.
რაღა დარჩა ახალ წლამდე... პრინციპში არც არაფერი.
ეს 1 თვე და 10 დღეც ისე დაირბენს, როგოროც დანარჩენმა თვეებმა და დღეებმა... ეს 365 დღე, რომელსაც 1 წელიწადი ჰქვია, ხომ ასე მალე გადის. თან ისე მალე, რომ გააზრებასაც ვერ ასწრებს ზოგი...

ასე რომ, საცივების და გოზინაყების ხანა იწყება, ჩემო კარგო ადამიანებო :)

და ბედობა დღეს ეცადეთ, რომ კარგი რამეები დაიბედოთ და ჩაიფიქროთ - They come true!

Sunday, 7 November 2010

Dream

ახლა ვუყურე ფილმს "Good Year", ალბათ ყველას გაქვთ ნანახი ეს ფილმი.
ხოდა მივხვდი, რომ:
მთელი ცხოვრება მინდოდა მქონოდა სახლი პროვანსში...
აი ზუსტად ეგეთ ადგილას, ეგეთი სახლი, ძველი ფრანგული, მდიდრულად მოწყობილი.
ძველი ავეჯით და დიზაინით;
ვერანდა, მაგიდით, რომელზეც იდგება 1 ბოთლი წითელი ფრანგული ღვინო, ბოკალით და ლამაზად გაწყობილი სუფრით.
მექნება ფერადი და დიდი chateau;
ისე ნათლად მაქვს წარმოდგენილი ეს, თუ როგორ ვზივარ მოწნულ სკამზე, ვსვამ ამ არაჩვეულებრივ ღვინოს, იქვეა ჩართული დაბალ ხმაზე ფრანგული შანსონები, მე მუხლებზე მიდევს წიგნი, ნიავია და ფანჯარაში ფარდა ფრიალებს. მზე სადაცააა ჩავა და ოქროსფერი გადაჰკრავს არემარეს.

შემოდგომააა, ლამაზი და ტკბილი, ფერადი და თბილი.

ვიცი, რომ ოცნებები ხდება.

ასეთი სახლი თუ არ მექნება არასდროს, ცოტა ხნით მაინც ვიცხოვრებდი ეგეთ ადგილას.
და თუ ასეთი რამ მართლა მოხდება, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩები, მუხლებზე დადებულ წიგნს დროებით დავხურავ, ამ მოწნული სკამიდან უკან გავიხედავ და გადავხედავ ოქროფერ მინდვრებს და გავიფიქრებ, რომ მართალი იყო უოლტ დისნეი როდესაც ამბობდა, რომ ოცნებები ხდება და თუ ადამიანს შეუძლია ოცნება, მას მისი ახდენაც შეუძლია... მერე კი ნაზად დავლევ დიდი ბოკალიდან უგემრიელეს ფრანგულ სისხლისფერ ღვინოს, გავიღიმებ და გადავშლი წიგნს სხვა ოცნებების ახდენის იმედით.

Friday, 5 November 2010

:)

Had the great week...
amazing week, i dare say
I met Prince EDWARD, Earl of Wessex twice :)

i think that these two days were one of the most important days in my life.

:)