დაიწყო ზამთარი - აი დღეს პირველად შევიგრძენი ეს.
სუსხი და ბურუსი, დაორთქლილი ფანჯრები, ქუჩაში მრავლად მოსიარულე წითელცხვირებიანი ადამიანები, ბევრი გაყინული ხელი და ბევრი კაშნე.
დაიწყო ზამთარი, რომელიც წესით და რიგით 3 თვეა, მაგრამ ვინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება...
დაიწყო თოვლის, ყინვის ხანა.
ახალი წლებით და შობებითურთ.
ბევრი ჟრიამულით და ქუჩაში მოსიარულე ნასვამი ადამიანების სიმრავლით.
რაღა დარჩა ახალ წლამდე... პრინციპში არც არაფერი.
ეს 1 თვე და 10 დღეც ისე დაირბენს, როგოროც დანარჩენმა თვეებმა და დღეებმა... ეს 365 დღე, რომელსაც 1 წელიწადი ჰქვია, ხომ ასე მალე გადის. თან ისე მალე, რომ გააზრებასაც ვერ ასწრებს ზოგი...
ასე რომ, საცივების და გოზინაყების ხანა იწყება, ჩემო კარგო ადამიანებო :)
და ბედობა დღეს ეცადეთ, რომ კარგი რამეები დაიბედოთ და ჩაიფიქროთ - They come true!
6 comments:
ვერ ვიტან სიცივეს და ზამთარს. :(((
არადა, არის ხალხი რომ გიჟდებიან სიცივეზე :)))
კი, არის.
შენ ხომ არ ხარ ერთ-ერთი მათგანი? :))))
არააააა, მე ვერ ვიტან სიცივეს :) :)))) ზაფხულის გოგო ვარ :))
კი მეც.
სარდინიის გოგო ვარ. :D
very nice :))
Post a Comment