მოკლედ მიმოხილვას გავაკეთებ იმის შესახებ თუ სად ვიყავი და რა ვნახე ამ ზაფხულს :)
21ში ღამე გავფრინდი და წავედი ჯერ მარსელში. მარსელი ძალიან ლამაზი ქალაქია, ნუ ისე არ გადავირიე როგორც ვთქვათ რივიერაზე ვგიჟდები, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ლამაზია. მარსელში ვნახე ძველი პორტი, Notre Dame de la Garde, რომელიც მარსელში ყველაზე მაღალ ადგილას დგას და იქიდან იშლება ულამაზესი ხედები მთელ ქალაქზე და ზღვაზე. ასევე ავიღეთ ქალაქის პასს და ტური და უცებ მოგვატარა საყვარელმა კუკუშკამ მთელი მარსელი. საღამომდე დრო გვქონდა, ამიტომ დავიარეთ ქუჩები გემრიელად, რა თქმა უნდა ვეტაკე სტარბაქსს და ისეთ სხვა დაწესებულებებს, რაც ამ ბედკრულ ქვეყანაში არ მოიპოვება :) საღამოს მომაკითხა ჩემმა ნათესავმა და წავედით მონპელიეში. მარსელიდან მონპელიემდე არის 1 საათი და 40 წუთი მანქანით. ისეთი დაღლილი ვიყავი აღარაფრის თავი არ მქონდა (მთელი ღამის უძინარი და მარსელში ნაბოდიალები მთელი დღე), მაგრამ რომ ჩავედით ღამის მონპელიე მაინც დავათვალიერეთ. ძალიან საყვარელი ქალაქია, სტუდენტური და მხიარული და ხალისიანი.
28 ივლისს ჩემს დაბადების დღეზე დილას 7 ზე წავედით სენ ტროპეში.
სენ ტროპემ მოლოდინს გადააჭარბა. ნუ სურათებით ისედაც ვიცოდი რაც იყო დაახლოებით, მაგრამ ძალიან Chic ადგილია. სენ ტროპემდე არის სენ მაქსიმი, რაზეც უბრალოდ შევიშალეთ ჭკუიდან. რამოდემინე ფერის ზღვა, ქვიშა და სასწაული პლიაჟები...
სენ ტროპეში ვნახე ცნობილი ჟანდარმერია, ლუი დე ფიუნესის ფილმებიდან ალბათ ყველამ კარგად იცით. არის უამრავი ბარი, კაფე, რესტორანი, ყველა ცნობილი ბრენდი, შანელის, დიორის სახლები და მოკლედ სრული სიგიჟე. სენ ტროპესაც აქვს ულამაზესი პაწუკა პორტი, რომელიც ამ პერიოდში სავსეა მილიონერების იახტებით :) ქალაქში უამრავი ტურისტი იყო, მანქანების ბრენდებზე და საერთოდ დონეზე აღარ ვსაუბრობ და ვწერ, ისედაც მიხვდებით რა კატეგორიის ხალხი დადის იქ :) სენ ტროპეში არის ასევე უცნობილესი Nikki Beach. ვინც არ იცის რა არის ეს - გამოსავალია: www.google.com :)
სენ ტროპეს მერე წავედით კანში, მე განსაკუთრებით გამიხარდა კანში მეორედ წასვლა, ყველაfერი რომ მქონდა ნანახი და იქ გავიარე და გამოვიარე რაც მენატრებოდა და რაც შარშან ვერ მოვისიყვარულე ისე ძალიან. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ წამოვკოტრიალდი და გავიშხლართე წითელ ხალიჩაზე ფესტივალების სასახლის წინ, კიდევ ერთხელ შემოვხტი ჰაერში ბედნიერებისგან, გავიშოტე პლიაჟზე და ლა კრუაზეტი (La Croisette) კიდევ ერთხელ დავლაშქრე.
კანის შემდეგ წავედით ნიცაში და საღამოს ჩემს საყვარელ ადგილას აღვნიშნეთ ჩემი დაბადების დღე. ძალიან სიმბოლური იყო ის, რომ შარშან როდესაც ჩემს დაბადების დღეს ჩავედი ნიცაში საღამოს ზუსტად იმ რესტორანში, იმ ადგილას ვიჯექი სადაც წელს და თითონ ფაქტი, რომ ამ დღეს ისევ ნიცაში ვიყავი- ესეც სიმბოლურია. ალბათ ცოტა ადამიანი თუ ახერხებს ამას და მიხარია, რომ მე ის გავაკეთე რაც მინდოდა :) ნიცაზე ვგიჟდები! ულამაზესია!!! მიხარია, რომ ჩემი ცხოვრების რამოდემინე დღე ამ ქალაქში მაქვს გატარებული და წელს კიდევ ჩავედი. არავინ თქვას ბათუმი ჯობიაო ისაო და ესაო, ასეთ სისულელეეებზე ძალიან მეცინება და სამარცხვინოა უბრალოდ, როდესაც ამ ორი ქალაქის შედარება ხდება. ბათუმი არასდროს გახდება ნიცა და არც აჭარის სანაპირო გადაიქცევა რივიერად. და ვისაც ეს არ სჯერა, სურათებით დავასაბუთებ და ასევე სხვა ბევრი ფაქტითაც :):):)
ნიცაში სასტუმროში გავჩერდით იქვე Collin du Chateau-სთან უკან.
დილას უთენია წამოვხტი და ზღვაში თავით გავექანე, ხმელთაშუა ზღვა მაგარია რა, როგორი სუფთააა, როგორი წმინდა... გაურკვეველი წარმონაქმნები რომ არ დაცურავენ... :))
პლიაჟის მერე ავედით Hotel Le Meridien Nice-ში (http://www.lemeridiennice.com/), ტერასაზე, საიდანაც არის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ხედი ნიცაზე :) ტერასა მდებარეობს ამ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მე-10 სართულზე და ფანტასტიურია!!!
ნიცის მერე შემდეგი გაჩერება იყო მონაკო. რა თქმა უნდა, მონაკო!
ნუ მონაკო რომ უმდიდრესი სახელმწიფოა ესეც იცით ალბათ!!! :)
მიხარია, რომ მონაკოში მეორედ ვიყავი და ოკეანოგრაფიიის მუზეუმი, რომელიც შარშან ვერ ვნახე, წელს მოვინახულე და სრული დაშოკილი გამოვედი იქიდან!!! თუ მონაკოში წახვალთ აუცილებლად ნახეთ უდიდესი აკვარიუმი და მთელი მუზეუმი უნიკალურია! მუზეუმი მდებარეობს პრინცის სასახლესთან ახლოს და გადაჰყურებს ზღვას. ეს საიტია და დაათვალიერეთ http://www.oceano.mc/
მუზეუმის შესასვლელში იყო ის, რაც პრინც ალბერტს და პრინცესას ეცვა ქორწილში: Giorgio Armani-ის უსერიოზულესი კაბა, ლამის თვალები რომ გადმომივარდა ისეთი და დიადემა რაც პრინცესას ედგა თავზე. ასევე ის მანქანა, რაშიც იჯდნენ და უამრავი ფოტო, რომელიც ასახავდა ქორწილის და მიღებებს.
მონაკოს მერე წავედით ანტიბში და ჟუან ლე პანში (Antibes/Juan Les Pins), ვნახე მარი და მივუტანე სანატრელი აჯიკა :))))
ბოლოს ისევ მონპელიე..
31ში დილას მატარებლით წავედით ჩემს ქალაქში!!!
Paris-La plus belle ville du monde :)
პარიზით ძალიან ვისიამოვნე, ვიბოდიალე ძალიან ბევრი. ზაფხულის პარიზი მაინც სულ სხვააა!
მუზეუმებიდან მარტო ლუვრში შევედი თავიდან, რაღაცეების ნახმა მინდოდა რაც ადრე ვერ ვნახე და წელს ავინაზღაურე.
ისე გემრიელად მეძინა Jardin des Tuilleries-ში, რომ მასე გემრიელად ლოგინშიც არ მძინავს ხოლმე. ფეხით გავთელე შანზელიზე, ლამის ყოველ დღე იქ მივდიოდი და ვიჯექი და უბრალოდ ვაკვირდებოდი ხალხს, როგორი სხვანაირები არიან, როგორი სტილი აქვთ...
კიდევ ერთხელ ავედი ეიფელზე და სულ ბოლოდან დავიყვირე, რომ მე მიყვარს ეს ქალაქი და ეს ქვეყანა!!!
ულამაზესია პარიზი, არასდროს მომწყინდება იქ ჩასვლა და სეირნობა.
ვიყავი Shakespeare and Company-ში. ვერ წარმომიდგენია პარიზში ჩავიდე და იქ არ მივიდე და არ ვიყიდო წიგნები. ჩემი საყვარელი წიგნის მაღაზიაა, რომელსაც წიგნების გარდა დიდი ისტორია აქვს და ეს ყველაფერი რომ ვიცი მაგიტომაც მიყვარს.
კიდევ ერთხელ ვნახე ნოტრდამი, ვიყავი მონმარტრზე, ლუქსემბურგის ბაღებში, ინვალიდების სასახლესთან, ჩემს უსაყვარლეს ალექსანდრე მე-3ის ხიდზე, ორსეს სანაპიროზე, რივოლის ქუჩაზე, St.Honore-ზე, კონკორდთან, ლე მარეზე, სენ ჟერმენზე. გავუღიმე სორბონას და იქ სწავლა ალბათ აუხდენელ ოცნებად დამრჩება... ბევრი ვიარე სენ მიშელის მოედანზე და სულ ჰემინგუეი მახსენდებოდა თავის Moveable Feast-ით და უკვდავი ფრაზებით...
გალერი ლაფაიეტი და ყველა ცნობილი ბრენდი ისევ ერთად- ჩემი გულის გასახეთქაად :)
ბევრი სტარბაქსი, subway, კრეპი და კრუასანი. ბევრი ღვინო და ყველი, ბევრი აი ძააააააააააააააალიან ბევრი ბედნიერი წამი, წუთი, საათი, დღე და კვირა.
პარიზი ეს ის ქალაქია სადაც ცხოვრება მიხარია განსაკუთრებულად იმიტომ, რომ ყველაფერი ის არის თავმოყრილი რაზეც მთელი ცხოვრება ვგიჟდებოდი, ვაფასებდი, მომწონდა და მიყვარდა. ესაა ქალაქი, რომელსაც აქვს უნიკალური კულტურა და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთის აზრით ეიფელის კოშკი ჯართია, მე სულაც არ ვთვლი რომ ეს ჯართია, ესაა მონუმენტი, რომელიც ძალიან უხდება პარიზს და მისი ხიბლია და კიდევ ერთხელ დავწერ დიდი ერნესტ ჰემინგუეის უკვდავ სიტყვებს, რომელიც ჩემს ცხოვრებას მარად მიჰყვება:
If you are lucky enough to have lived in Paris as a young man, then wherever you go for the rest of your life it stays with you, for Paris is a moveable feast.
4 comments:
მაგარია რა.
კიდევ ერთხელ ვიზიარებ იმას, რომ ასეთი ბედნიერი ხარ. :))
კიდევ არაერთხელ წასულიყავი. უფრო დიდი ხნით. :)
iseti shegrdzneba makvs titkos mec vimogzaure safrangetshi :)
ra kargia tu aseti shegrdzneba gaqvt :) dzalian sasiamovnoa!
Ket, kidev caval da kidev davcer da lalalaaa :) shenc igive Italiaze :)
:****
Post a Comment