არ მიყვარს ცხვირიანი და ბოღმით სავსე ადამიანები, როდესაც თავიანთი საქმე არააა და ცხვირს ყოფენ... არ მესმის და ვერ ვგებულობ საიდან აქვს ამ ხალხს ამდენი ბოღმა, რატომ არიან გაბოროტებულები, რატომ უნდათ რომ სხვებს ზიანი მიაყენონ...
არ მიყვარს თვალთმაქცი ადამიანები, სახეში რომ გიღიმიან და ზურგს უკან საშინელებებს ამბობენ, ვისაც რაიმეს თავი აქვს უნდა ეყოს იმის ნებისყოფა რომ ადგეს და პირდაპირ თქვას სათქმელი და არა ზურგს უკან ენა იფხანოს...
არ მიყვარს მატყუარები.
არ მიყვარს შურიანები. სხვისი კარგი რომ შურთ და ყველაფერს ცდილობენ რომ რამე გააფუჭონ.
არ მიყვარს სიბინძურე, ამ შემთხვევაში სულიერ სიბინძურეს ვგულისხმობ. ბინძურ სულს არასდროს ეშველება... პირიქით, რაც დრო გადის უფრო მეტად ბინძურდება.
არ მინდა ასეთი ხალხის ატანა და დანახვა.
არ ვარ ასეთი ადამიანი და არასდროს გავხდები. ნათქვამია არასდროს თქვა ”არასდროს”-ო, მაგრამ ყველა შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არასდროს ვიქნები ბოღმით სავსე, შურიანი, ცხვირიანი, თვალთმაქცი, მატყუარა და ბინძური სულის მქონე.
არ ვიქნები იმიტომ, რომ ასე არ გავუზრდივარ არც დედას, არც მამას, არც ბებიებს და არც ბაბუებს. მე გავიზარდე ნორმალურ ოჯახში და სადაც ეს ზემოთჩამოთვლილი ცნებები არ არსებობდა. მაგრამ ამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ყველაფერს უნდა ელოდო, არავისგან აღარაფერი არ არის გასაკვირი, ისიც კი რთულია ადამიანს ენდო და შენი აზრი გაუზიარო.
მადლობას ვუხდი ღმერთს და ჩემს ოჯახს (რომლიდანაც მხოლოდ მამა დამრჩა) რომ ასეთი ვარ, რომ შემიძლია გავარჩიო კარგი და ცუდი, რომ განვასხვავო ადამიანები თავიანთი ქცევების მიხედვით, რომ მაქვს უნარი დავინახო სადააა სინათლე და სადაააა სიბნელე... მადლობა ჩემს მეორე პროფესიას, რაც ზუსტად ამის განსაზღვრაში მეხმარება.
ყველაფერს ვხედავ და ძალიან კარგად მესმის და მხოლოდ გული მწყდება, რომ ცხოვრებაში ადამიანები მხოლოდ იმისთვის, რომ სადღაც ქულები ჩაიწერონ და ზოგზოგიერთების წინაშე კარგად გამოჩნდნენ (ეს უკანასკნელნი კი მათნაირები არიან) ყოველგვარ ზღვარს გადადიან რაც ადამიანთა ურთიერთობაში შეიძლება იყოს და არსებობდეს. ეს მხოლოდ გულდასაწყვეტია და მეტი არაფერი... აი მე, მე კი უბრალოდ მეცოდებით რომ ამ ისედაც ხანმოკლე ცხოვრებაში დროს იმის ფიქრში ატარებთ თუ ვინ როგორ მოიშოროთ, გზიდან გადაააგდოთ, გალანძღოთ და უსამართლოდ განსაჯოთ... ან კი ვინ მოგცათ იმის უფლება რომ ხალხს სჯით? ვინ მოგანიჭათ? მგონი, რომ არც არავინ და მხოლოდ თქვენ საკუთარ ჭიას იხარებთ. ხოდა გაიხარეთ, აივსეთ ბოღმით და იცხოვრეთ ასე... თქვენთვისაა ეს ცუდი, თორემ მე ამით არც დავზარალდები და არც ავშენდები. მადლობა ღმერთს, რომ არიან ადამიანები ვინც კარგსაც ხედავენ...
და მადლობა ჩემს ნამდვილ მეგობრებს იმიტომ, რომ უბრალოდ ისინი ჩემს გვერდით არიან.
3 comments:
ეჰ ჩემო თიკო :(((
ძალიან საყვარელი ხარ :**
უცებ რო მომაწვება დავწერ ხოლმე :))))
მადლობა ქეთ :***
ეგრე იცის ხოლმე მოწოლა. :))))
არაფრის. :*
Post a Comment