ცოტა ხნის წინ წიგნის წერა დავიწყე, სახელწოდება ჯერ არ მომიფიქრებია ალბათ ცხოვრების ბოლოსკენ რომ მოვრჩები მერე შევუხამებ რამეს, სავარაუდოდ ერთქმევა ალბათ თინა, მისი ცხოვრება და საფრანგეთი :) ეს ხუმრობით, მაგრამ ყველა ხუმრობაში ხომ სიმართლეა! ამ მომენტისთვის შესავალი და 3 თავი დავწერე, მერე ალბათ რომ მოვრჩები ერთ ეგზემპლიარად დავბეჭდავ წიგნის სახით და პენსიაზე რომ გავალ საკითხავი მექნება. დიდი მადლობა ჩემს ბლოგს, რომ არა ეს უკანასკნელი ბევრი რამ აღარ მემახსოვრებოდა.
ჩემი ბოლო პოსტის შემდეგ ბევრი რამ მოხდა, ამიტომაც ვეცდები ყველაფერი მოკლედ გადმოვცე:
კიევის მერე ვიყავი პარიზში - ამას ცალკე პოსტებს მივუძღვნი და მიუხედავად იმისა, რომ პარიზში პირველად არ ჩავსულვარ, ეს სულ სხვა იყო: Paris with all its magnificence!!! თავისი მთელი სიდიადით! 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებით, ბევრი საქმიანი ვიზიტით, კაბარეებით, დღის იახტ ტურებით და ღამის კრუიზით სენაზე, ბევრი ღვინით, შამპანურით და ფრანგული სულით აღსავსე....ბევრი ოვაციით, შეძახილით და გრძნობითაც... შეხვედრებით, რომელთაგანაც ერთი მთელი ცხოვრება მემახსოვრება- თუნდაც იმით, რომ ეიფელის კოშკს რომ ავხედე იმ ღამეს თავი ყველაზე უბედური ადამიანი მეგონა მიუხედავად იმისა სად ვიდექი და მივხვდი რომ რაღაც გრძნობას ბევრი რამის შეცვა შეუძლია. მიყვარს მეტრო გრან ბულვარი, იქვე ბარი ო’ სალივანი, ის ფორთოხლის წვენიც კი, რომელიც ყველაზე გემრიელი მეჩვენებოდა... ის წვიმიანი პარიზი და ამავე დროს ულამაზესი, სუსხი მაგრამ რომ მცხელოდა, ასე თბილად მგონი არასდროს ვყოფილვარ იქ, გაგანია აგვისტოშიც კი. გონებაში ბევრი რამ მარად აღიბეჭდა, მისი სახე - სევდით აღსავსე რომ ვთქვი რამოდემინე დღეში თბილისში ვბრუნდებითქო და ის დიდი ცისფერი თვალები...
არასდროს მეგონა ასე თუ იქნებოდა და თან ეს ყველაფერი პარიზში, რომელსაც ჩემს მეორე სახლად ვთვლი. სასწაულად მენატრება იქაურობა, ის წვიმაც და ის ნაცრისფერი ცაც, სულ გადარბენა რომ არის აქეთ-იქით, ყველას რომ სადღაც ეჩქარება, ფრანგული შარმი, ღვინო და ყველი და ბევრი სხვა რამ, რაც მხოლოდ იქ არის- თუნდაც ის ბედნიერების გრძნობა რაც იქ ყოფნისას მეუფლება მხოლოდ! გაღიმებული სახე და დადებითი ემოციები...
პარიზის მერე იყო ისევ კიევი და მერე თბილისი...
მერე იყო ახალი სამსახური - იმდენი ვიძახე ფრანგებთან მინდა მუშაობათქო რომ მაინც ჩემი გავიტანე და ამჟამად ზუსტად ასეთ ადგილას ვმუშაობ.
და კიდევ ბევრი სხვა რამ მაქვს თავში უბრალოდ დრო არ მყოფნის რომ კიდევ უფრო მეტი რამ გავაკეთო...