Sunday, 3 November 2013

...

მინდა რომ დავწერო და თან არ მინდა რომ ვინმემ წაიკითხოს.

Sunday, 12 May 2013

...

შეიძლება ეს ბევრჯერ დამიწერია და მითქვამს მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა:

დააფასეთ ადამიანები სანამ ისინი თქვენს გვერდით არიან, გიყვარდეთ და პატივი ეცით მათ. ამაზე დიდი ბედნიერება ხომ არ არსებობს?! გიყვარდეთ მათთან გატარებული ყოველი წამი და წუთი, შეიგრძნეთ ყველაფერი, ისიამოვნეთ და ასე იცხოვრეთ. ცხოვრების ბოლოს ხომ მხოლოდ ასეთი მოგონებები გვახსოვს, ტკბილი და გემრიელი.

ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა, ძალიან ძალიან მალე გადის და რისთვის? ჩემს გამო ადამიანების უმეტესობა იღწვის რომ სახელი გაითქვას, ჰქონდეს ბევრი ფული და ბედნიერება ხშირად მეორე ადგილზეა. რა ჯანდაბად გინდათ ეგეთი ფული თუ ბედნიერები არ იქნებით? ბედნიერება ხომ საყვარელ ადამიანთან ყოფნააა. ეს უკანასკნელი კი მაღაზიაში არ იყიდება, არც სადმე შოპინგ ცენტრშია გამოტანილი. ის თავისით მოდის ისე რომ ჩვენ ხშირად ვერც კი ვამჩნევთ და როდესაც ვამჩნევთ მაშინ უკვე ძალიან გვიან არის...

ამიტომ ნუ იცხოვრებთ ასე.

გიყვარდეთ ადამიანები ვიდრე ისინი თქვენს გვერდით არიან. დაიჭირეთ და არ გაუშვათ რამეთუ როცა ეს ადამიანი/ადამიანები თქვენს გვერდით აღარ იქნებიან, თქვენ თავს ძალიან ცუდად იგრძნობთ და იცით რატომ? მოგენატრებათ და იმიტომ.

Sunday, 3 March 2013

...

დიდი ხანია ძალიან ჩემს ფიქრებზე აღარ დამიწერია.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ საერთოდ აღარ ვფიქრობ :)
რა თქმა უნდა არა :)

ამასობაში მარტიც მოვიდა, ანუ გაზაფხული. თუმცა ეს ყველაფერი ფორმალობაა, კალენდარში წერია, რომ წესით გაზაფხული იწყება და ამიტომ, თორემ პირიქით უფრო აცივდა. სიტყვა ”გაზაფხული” ყველასთვის რაღაც სიახლესთან ასოცირდება, უფრო მეტ მხიარულებასთან, სითბოსთან. ალბათ ჩემთანაც ასეა. ჩვენი ტვინები ასეა მოწყობილი, რომ ასეთი რაღაცეეები ძალიან გვიხარია. ზოგჯერ რა ცოტა ყოფნის ადამიანს :)

დრო ისევ და ისევ ძალიან სწრაფად გადის.
გული მწყდება რომ ბევრ რამეს ვერ ვასწრებ რომ გავაკეთო. საბოლოო ჯამში ყველაფერი კეთდება, თუმცა ეს შეგრძნება სულ დამყვება.

ბევრი რამის დაწერა მინდა. ამასაც ხომ დრო უნდა?!
წერას შესაბამისი ხასიათი სჭირდება ასევე შესაბამისი მუსიკით.

რამოდემინე დღის წინ ჩარლი ჩაპლინის გამონათქვამებს ვკითხულობდი და მას უთქვამს, რომ უფრო ადამიანურები გახდით ადამიანებო-ო. მინდა რომ ეს ასე იყოს. დღეს რასაც ვუყურებ ბევრი ძალიან გაცივდა, რობოტებივით არიან, უკან გადაიწია ადამიანურმა ურთიერთობებმა და სითბომ. წინა პლანზეა სამსახური, სამსახური და ისევ სამსახური, რობოტული! ნეტა ვის სჭირდება ასეთი სამსახური? არიან კატეგორია ადამიანებისა ვისაც ეს მოსწონს, შეუძლიან 24 საათი კვირაში 7 დღე და წელიწადში 365 დღე ბედნიერად იყვნენ სამსახურებში და იმუშაონ. მაგრამ ეს ხომ ნორმალური არ არის. მე ასეთი ადამიანები მთელი გულით მეცოდებიან იმიტომ, რომ ისინი ვერ სათანადოდ აცნობიერებენ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანები, ადამიანურობა, სიცილი, სილაღე, მეგობრობა, სიყვარული... ვერ ხვდებიან რომ დრო გადის და ხელში მხოლოდ ქაღალდის ფული რჩებათ, მშრალი და ცივი.

ამიტომაც თუ თქვენ თქვენი თავი ან თქვენი მეგობარი ამოიცანით ამ პოსტის კითხვისას, მხოლოდ ერთი რამ გააკეთეთ: შედით აბაზანაში, აღეთ ხელში კბილის ჯაგრისი და ტვინები გამოიხეხეთ!

ცხოვრებაში ხომ ამდენი ლამაზი რამ არის...
სითბოა
სილამაზეა
მეგობრობაა
სიმწვანეა
თავისუფლებაა
ჟანგბადია
გრძნობებია
სიყვარულია
etc.

სიყვარულია :)



Wednesday, 9 January 2013

...

რატომ აღარ წერ არაფერსო მკითხეს დღეს...
პასუხი არ გამაჩნია ამ შეკითხვაზე, სამწუხაროდ.

ბოლო ხანებია მეტწილად სამსახურში ვიმყოფები. სახლში მოვდივარ და ვიძინებ.
ამ სახლს ჯერ ვერ შევეგუე ბოლომდე.

ახალი წელი ჩვეულებრივად გავიდა, ტრადიციული საჭმელებით და სასმელებით, ჭიქების მიჭახუნებით, სადღეგრძელოებით, ქეიფ-დროსტარებებით და ა.შ. შობაც ასევე ზუსტად.

ახლა სახლში ვარ. ვუსმენ მუსიკას და ამ პოსტს ვწერ.
გარეთ ცივა, თოვს და ყინავს, ყველას სცივა, მე მგონი თოვლსაც კი სცივა. დილას რომ გავიღვიძებ ალბათ დამხვდება ისევ თოვლით გადათეთრებული ქუჩები.

ლამაზია, მართლა ლამაზია!




Wednesday, 2 January 2013

2012 წლის შეჯამება

დავწერ 2012 წლის შეჯამებას :)

მაშ ასე:

იანვარი - მიუხედავად საშინელი პრობლემისა, რომელიც ბინასთან იყო დაკავშირებული, დაიწყო პოზიტიურად: წავედი პარიზში და მქონდა ერთ-ერთი საუკეთესო trip ჩემს უსაყვარლეს ქალაქში. ვიყავი ასევე კიევშიც და მიუხედავად -28 გრადუსისა, მაინც მომეწონა.

თებერვალი -გადავედი კარფურში.

მარტი - ვიყავი დუბაიში და გარდა ტრეინინგისა დავათვალიერე მთელი ქალაქი და გავითბე გაყინული ძვლები :)))

აპრილი - არაფერი განსაკუთრებული, მარტო პრობლემები.

მაისი - გავიცანი ადამიანი, რომელიც ნოემბერში აღმოვაჩინე.

ივნისი, ივლისი - არაფერი დიდი, აქ დაწერად რომ ღირდეს.

აგვისტო - ვიყიდე ბინა და მოვაგვარე პრობლემა მთელი წელი რომ მაწუხებდა ასე.

სექტემბერი - წავედი პარიზში Coldplay-ს კონცერტზე და ავისრულე ეს ოცნებაც.

ოქტომბერი - არაფერი მნიშვნელოვანი.

ნოემბერი - ვიყავი Dee dee Bridgewater-ის კოცერტზე თბილისის საერთაშორისო ჯაზ ფესტივალის ფარგლებში; მაისში აღმოჩენილი ადამიანი კიდევ მეორედ აღმოვაჩინე.

დეკემბერი - საშინელი თვე, უარი ამერიკის ვიზაზე და კიდევ ნერვიულობა.


ახლა 2013 წლის 2 იანვარია, ბედობა დღე, მიხარია რომ 2012 წელი ჩაბარდა წარსულს.
ვნახოთ როგორ იქნება 2013 :)

Happy New Year!