Sunday, 16 October 2022
Love and Life in the Time of Cholera
ბოლო ბლოგის დაწერიდან გასულა კიდევ 1 წელი. ჯობია ალბათ ყოველწლიური მიმოლხილვები დავწერო ხოლმე აქ რადგანაც ასე იშვიათად ვწერ. საეთოდ არ მომწონს ეს ფაქტი რომ წელიწადში ერთხელ ვწერ რამეს.
ახლა არის 2022 წლის 15 ოქტომბერი. შაბათი.
მოკლედ რომ შევაჯამოთ რა ხდება ჩვენს თავს არის ის რომ ეს არეული დედამიწა კიდევ უფრო აირია. უკვე აღარ ვიცი ოდესმე თუ დალაგდება. ყოველ დღე ხდება უამრავი საშინელება, ნეგატივი. ხალხი დეპრესიითაა მოცული და დასტრესილი. ადრე მეგონა რომ პანდემიის წელი იყო ყველაზე უარესი წელი და თურმე ვცდებოდი.
ვართ ომში ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი გაგებით. ყველანაირი გაგებით. ხალხმა დაკარგა მოთმინება. გაცივდნენ. გარობოტდნენ. გადაჯიშდნენ და გაუცნაურდნენ. არიან რა თქმა უნდა გამონაკლისები მაგრამ ძირითადი მასა ასეთი გახდა. თუ რამე კარგი გააკეთე ადამიანები ვისაც შურს შენი უფრო მეტია ვიდრე ის ადამიანები ვისაც შენი წარმატება უხარია. ყველა ცდილობს თავზე გადაგიაროს. ვცხოვრობთ იმ ეპოქაში სადაც ადამიანების იგნორი ჩვეულებრივი და მისაღები გახდა. ეპოქაში სადაც ყველა ყველაფრისმცოდნე გახდა და ყველა ცდილობს ვინმე განსაჯოს.
არ ვიცი ესე როგორ მოვედით ამ მდგომარეობამდე. თუ სულ ასეთები იყვნენ ადამიანები და უბრალოდ ახლა გამოჩდნენ როგორები არიან სინამდვილეში? who knows.
ზემოთ აღვნიშნე, რომ ორი ომია ამჟამად. ერთი რუსეთის და უკრაინის და მასთან ერთად დანარჩენი მსოფლიოსი და მეორე ციფრული. მესამე მსოფლიო ომი კარს გვაქვს მომდგარი. სოციალურ ქსელებში თუ შეიხედე შეიძლება ან გული გაგისკდეს ან ისე დაიზაფრო რომ ღამე ვეღარ დაიძინო. ხალხი ერთმანეთს კლავს ფიზიკურად და სიტყვიერად. ხანდახან მინდა სხვა პლანეტაზე წავიდე დროებით და მერე რომ დალაგდება ყველაფერი დედამიწაზე უკან დავბრუნდე. იმედი მაქვს პირველი მალე დასრულდება და მალე ვიზეიმებთ გამარჯვებას მაგრამ ამ ციფრულ ომს რა მოვუხერხოთ?!
როგორ ვაქციოთ ადამიანები ისევ ადამიანებად? ვინც უგულო გახდა როგორ ჩავუდოთ გული ისევ უკან?
იმდენი პასუხგაუცემელი შეკითხვა მაქვს დაგროვებული რომ ვერც კი დავწერ აქ. უბრალოდ მინდა რომ ამ ქვეყანაზე ყველაფერი დალაგდეს. სხვას მეტს არაფერს ვითხოვ. მართლა. დავაფასოთ პატარა რაღაცეები რაც სინამდვილეში დიდი რამეებია. დავაფასოთ ერთმანეთი, გავუფრთხილდეთ, ნუ გადავუვლით ერთმანეთს თავზე და თუ მოგვშივდება შევჭამოთ მაგალითად სალათი და არა ერთმანეთი. თუ გავბრაზდებით რამეზე დავლიოთ ჩაი და ერთმანეთს ნუ ვუკბენთ. მაგისთვის მოიგონეს გვირილის ჩაი რომ ადამიანები დაწყნარდნენ და დამშვიდნენ :)
განსაკუთრებით საქართველოს ეხება ეს ყველაფერი რაც ზემოთ დავწერე. ისედაც 2 კინკილა ადამიანი ვართ დარჩენილი და ბოლოს ალბათ სულ გავქრებით თუ ასე გაგრძელდა.
თუ ვინმესი გშურთ ეცადეთ იმის ფიქრის მაგივრად თუ ვის რა დაუშავოთ, იფიქროთ იმაზე თქვენ როგორ გახდეთ ოდნავ უკეთესი იმაზე ვიდრე ახლა ხართ.
უფრო კეთილშობილები იქნებით თუ წაიკითხავთ წიგნებს, დაინტერესდებით ხელოვნებით, მუსიკით, ისტორიით, ლიტერატურით და ა.შ. დედამიწაზე ამდენი წიგნი დაწერილა, წარმოიდგინეთ რამდენი რამ შეიძლება წაიკითხოთ და ახალი რამე გაიგოთ. ერთი წიგნი ბევრად უკეთეს ადამიანად გაქცევთ. ასეა ეს, მე არ მომიგონია და მიკვლევია. დიდი ხნის დადასტურებული ფაქტია.
ასე მგონია რომ ეს ცივი, ბოროტი, რობოტი ადამიანები არიან ყოვლად უინტერესონი. მათ არ იციან რა მოსწონთ ცხოვრებაში, რა უნდათ, არ აქვთ მიზნები, არავინ უყვართ, გარშემო ჰყავთ მათნაირი ბოროტი ადამიანები.
ალბათ მათ სახლებში ზაფხულშიც კი ცივა.
თუ შეამჩნიეთ რამდენჯერ ვახსენე სიტყვა ადამიანი. განა იმიტომ რომ არ შეიძლება სიტყვა "ადამიანი" სხვა სიტყვით ჩაანაცვლო არამედ იმიტომ, რომ ყველაზე მეტად დღეს ადამიანები გვაკლია.
10/15/2022
Las Vegas, NV.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
დიდი მადლობა ასეთი შეჯამებისთვის, ვფიქრობ ხშირად უნდა წერო 💫🤍☺️
Post a Comment