Showing posts with label ექსკურსია. Show all posts
Showing posts with label ექსკურსია. Show all posts

Sunday, 5 July 2009

სიღნაღი

დღეს სიღნაღში ვიყავით ნანუკა, სუთიძე და მე.

აი ძალიან სირცხვილია აქამდე, რომ ვერ ჩავაღწიე იქამდე, მაგრამ როგორც ნათვამია ”სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”-ო. ჩემთვის ორმაგი სირცხვილია იმიტომ,რომ იქიდან ვარ წარმოშობით და ბებიაჩემი საერთოდ სიღნაღში ცხოვრობდა ბავშვობაში. მოკლედ დანაშაული გამოვისყიდე და მოვინახულე სიღნაღი.

ძალიან მომეწონა! ძალიან!
უცხო ქალაქია და სიძველისა და თანამედროვეობის მშვენიერი ნაზავია :)

აქედან 9 ზე გავედით, 11-ის ნახევარზე უკვე სიღნაღში ვიყავით. მზე იყო რო შეიხრუკებოდი ისეთი და შევიხრუკეთ კიდევაც. ფეხით მოვიარეთ ყველაფერი ბევრჯერ, მერე გამახსენდა რომ ჩემი ჯგუფელი უნის,მაკო,სიღნაღში ცხოვრობს, ხოდა დავურეკე და მოგვატარა კარგად ყველაფერი.

ძალიან ბევრი სასაცილო ამბები გადაგვხვდა :)))
ჯერ იყო და ეს კუკუშკა თუ რაღაც რომ დადის, 1 ლარად მოგატარებს სიღნაღს და გადმოსახედთან მიგიყვანს, 3 ჯერ თუ მეტჯერ ”გავმაზეთ”, მერე ძლივს ჩავაღწიეთ საჭმელამდე, მერე აპარატი დაგვიჯდა იმიტომ,რიმ მილიარდი ფოტო გადავიღეთ :))) და უკან რო ვბრუნდებოდით, მარშუტკა გაფუჭდა და შუა ტრასაზე გაჩერდა :))) მერე სხვაგან გადავჯექით :)

კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ 1 დღით მაინც გავედი ქალაქიდან, ჩემს საყვარელ მეგობრებთან ერთად მაგარი დრო ვატარე, დავტკბი სიღნაღის მშვენიერებით და სილამაზით, ვუყურე სიმწვანეს, ლურჯ ცას და მზეს, ვისუნთქე ბევრი სუფთა ჰაერი, გადავხედე ალაზნის ველს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველო ულამაზესია!

ხოდა, თურმე ბევრს არ მოსწონს სიღნაღი, რომ მარტო 1 ქუჩაა გაკეთებული და ა.შ. რაც სიცრუეა, 1 ქუჩაზე მეტია გაკეთებული, თან ძალიან ლამაზად, ბევრი ლამაზი სასტუმრო, რესტორანი და ქუჩაა, თავისი მოკირწყლული ქვებით, პარკებით და სიძველის ნიშნებით.

გემოვნებაზე არ დაობენ,მაგრამ მოგეხსენებათ, რომ სულ დაობენ :))

ლამაზია სიღნაღი

P.S. მთელი გზა რატომღაც სულ U2- stuck in the moment-ს ვუსმენდი... რატომ არ ვიცი

Monday, 7 July 2008

...


კიდევ ერთი . . . : )

6/07/2008

ესე იგი შედგა ექსკურსია


6 ივლისი, გასვლის ადგილი ვაჟას დასაწყისი (მძღოლიც ვაჟა იყო და სასიამოვნო დამთხვევა აღმოჩნდა), 10 საათი.


შეიკრიბა ლილის ნახირი, კიდევ კაი რომ მე მაგ ნახირში არ შევდიოდი : ))) ლილის ნახირი რატომ და უნივერსიტეტში "ა" ჯგუფს კურატორი ლილი გოქსაძე იყო და შესაბამისად მხიარულ ვარიანტში ლილის ნახირი ეწოდებათ მთელ ჯგუფს .


დავიძარით და წავედით ... გზა შიო მღვიმისკენ. ადრე კი ვარ ნამყოფი მანდ ექსკურსიაზე, ალბათ მე–7 კლასში მაგრამ აღარაფერი მახსოვდა. კიდევ კარგი რომ კარგი ამინდი იყო.


ისეთი გზა იყო,რომ ვინმე ფეხმძიმე რომ მჯდარიყო მარშუტკაში იქვე იმშობიარებდა, და ესე ჯახჯახით მივაღწიეთ დანიშნულების პუნქტს.


ამასობაში ყველას მოშივდა და გადავწყვიტეთ, რომ მცხეთაში სადმე კარგი ადგილი გვენახა მდინარის პირას ჩრდილში, მაგრამ სანამ მასეთი ადგილი ვიპოვნეთ, მანამდე ლამის დაღამდა : ))) "საოცარ" ადგილებს გვთავაზობდა რა ჩვენი მძღოლი.


ბოლო ბოლო დავჯექით, გამოვალაგეთ/ გადმოვალაგეთ საკვები/სასმელი და უცებ ყველა გაჩუმდა, ვიჯექით ესე მშვიდად ( ბოლომდე მაინც ვერა!), მოვრჩით რა სმა–ჭამას ნიკას გაგრილება მოუნდა და იდეაში აიწია ჯინსები არ დამისველდესო მაგრამ მაინც ტრუსიკის ჩათვლით დასველდა : )) ეგ ბედი ეწია მაიკოს, ნანას და ლუკას : )))


მერე ... მერე წავედით ჯვარზე :) გავწექით ბალახზე და ვბაასობდით გემრიელად, აი რომ წევხარ და ცას რომ უყურებ, ცისფერს, წკრიალას, უღრუბლოს, რომ გკიდია კალია დაგახტება თუ დინოზავრი (არადა კალიების მეშინია), როგორი კარგი იყო, აი ძალიან კარგი ...


დავგეგმეთ შემდეგი გასვლითი რეისიც.


ამ დღის შედეგად დაგვრჩა : ბევრი, ბეეეეეეეეეეეეეეეევრი ფოტო, კარგი მოგონებები ,კიდევ ერთხელ განმტკიცდა ჩვენი მეგობრობა, ვნახეთ კიდევ რამოდენიმე ლამაზი ადგილი და კიდევ ერთხელ მივუჭახუნეთ ერთმანეთს ჭიქები და ვთქვით : ეს ერთი და სხვა მრავალი :


ესეც მე, ჯვარზე : )