Wednesday, 19 March 2008

In the middle of nowhere

ხანდახან ხო ხდება რომ ყველაფერი გბეზრდება ადამიანს, აი ყველაფერი და გინდა რომ ადგე და სადღაც ჯანდაბაში წახვიდე,ერთფეროვნება რომ გაღიზიანებს ... სად წახვალ მერე ? ისევ უკნა ხარ მოსასვლელი ... ესეთი შეგრძნება ვიცი,რომ დილას აღარ მექნება, მალე გადამივა.... არადა თორნიკესაც ვეუბნებოდი ეხლა,რომ სულ რაღაც 10 წუთის წინ არ ვიყავი მასე,რაღაც საშინლად უაზროდ... საოცარია ძალიან...

Tuesday, 18 March 2008

...

როგორ დადებითად ვიმუხტები მეგობრების ნახვის შემდეგ... კარგა ხანია ამდენი არ მივლია დღეს რომ ვიარეთ ... რაღაც გემრიელად და კარგად. საჭიროა ფეხით სიარული,კარგი ამინდები იმითაც მიხარია,რომ სულ ფეხით ვივლი ხოლმე ეხლა უმეტესად :)

როდესაც ყურებში კარგი მუსიკაა,გარეთ თბილა,მზეა ... Have a walk !

თუნდაც მუსიკა რომ არ იყოს და გვერდით მეგობარია– ეს ხო კიდევ უკეთესი,აი ხვალ მაგას ვაპირებთ ზუსტადაც რომ ! სულ სიცილ–ხარხარში ...

Suzanne ... Her voice is so damn sweet ...

გინდა,რომ თვალები დახუჭო და უბრალოდ უსმინო,უსმინო და იგრძნო ბოლომდე... რა მაგარია კარგი მუსიკა !

Saturday, 15 March 2008

...

Cafe del mar – ადგილი,სადაც აუცილებლად მინდა მოვხვდე ...

სადაც დარწმუნებული ვარ სხვანაირი sunrise და sunset არის...ჩვეულებრივ წვენსაც სხვანაირი გემო აქვს და მუსიკაც ... მუსიკა !!! ეს ხომ ის ადგილია,სადაც Jose padilla მუსიკას აკეთებს/აკეთებდა,სადაც ეს ყველაფერი ორიგინალში ისმის... ეს ხომ იბიცაა ...

მინდა ...

Happy სტუდენტობა–Part II

მე და ნანო ვლაპარაკობდით ეხლა სკაიპში და სტუდენტობა გავიხსენეთ თავისი დაუვიწყარი კოლორიტი ადამიანებითურთ, ასე მრავლად რომ იყვნენ 4 წლის განმავლობაში ჩვენი კორპუსის სიახლოვეში : ))
იმდენი ვიცინეთ ეხლა, იმდენი ...
ყველა ტიპს რაღაც სახელს ვარქმევდით და მერე მაგ სახელით მოვისხენიებდით ხოლმე იმიტომ,რომ მეხუთეში (ანუ თსუ–ს V კორპუსში) კედლებსაც კი ყურები აქვთ,დამიჯერეთ ხალხო და ჯამაათნო : ))
ვისაც ამ კორპუსში არ უსწავლია ვერ შეიგრძნობს მთელ მუღამს და ჩვენ საკმარისზე მეტადაც შევიგრძენით : )) დღეს ეს ადამიანები ქუჩაში რომ მხვდებიან მეცინება მომენტალურად,მაგათ რა დამავიწყებს ... მხოლოდ მეხუთეში ისწავლის ისეთი ბიჭი,რომელსაც დევების სჯერა,ამიტომ შესაბამისად დევი დავარქვით : ))) გვყავდა ასევე : უთო ( თავი ჰქონდა უთოსავით და მაგიტომ შეარქვა მ.ნ–ემ), ჯირაფი ( მაღალი და გამხდარია და მაგიტომ),ტაშტი და მუთაქა(გარკვეველი ჯიშის ხალხი),მეხანძრე(თვალების გამო და კურტკის გამო დაერქვა),Gluekliches paar twix : ))))), ბ.ჯ– კედლებზე რო ლექსებს უწერდნენ ამ ბიჭს : ))), აგრეთვე იყვნენ მრავალი სხვა,რომელთაც ეხლა არ დავწერ მაგრამ ასევე ჩემს მეხსიერებაში მუდამ იქნებიან : )))
სტუდენტობის დღეები– რატომ დავდიოდით არ ვიცი : ))) ადრე მივდიოდით ხოლმე ადგილები რომ დაგვეკავებინა
ეს უაზრო პორწიალი აქეთ–იქით ...
ტიპი,რომელსაც სულ 1 ვილვეტის შარვალი ეცვა რაც თავი გვახსოვს მე და ნანოს,ამიტომაც ვილვეტის შარვალი დაერქვა,ვის ელოდებდა,ვის უცდიდა ჩვენი კორპუსის წინ არ ვიცი : )) მაგრამ ფაქტია,რომ იდგა 3 წელი : )))
მოკლედ,მაგარი იყო თავის ყველაფრით : ))) საჯაროდან წიგნები რომ მოვიპარეთ და გარეთ გამოგვქონდა გადასაქსეროქსებლად და რო მოგვდევდა უკან ხალხი და ჩვენ გავრბოდით ეგეც მაგარი იყო : ))) ინას რო დავაჩანჩალებდით ფეხით ეგეც კაი იყო, სულ რომ წუწუნებდა, მაგრამ მაინც მოგვყვებოდა : ))

to be continued ...

Tour de Eiffel


No Comments ...

Just PERFECT !!!

Wednesday, 12 March 2008

Never Stop !


არასოდეს გაჩერდე ერთ ადგილზე... იარე იარე იარე წინ და წინ !
თუ გაჩერდები გადაგივლიან
უნდა გაუსწრო,ჩამოიტოვო ...
თავაწეული უნდა იყო
წელშიგამართული
უნდა დაიკიდო ყველაფერი და იარო

Saturday, 8 March 2008

Barcamp : )


BarCamp - commonly referred as unconference - is a brand new form of an event session originated in the Silicon Valley in 2005 and widespread all over the world already. Unconference is the unofficial, informal part of the conference supporting open discussions and exchange of ideas and opinions.
BarCamp is open for everyone willing to take part, though only predetermined participants give speeches and presentations.
Such events or unconferences on various topics (basically Information Technologies) are held all around the world. More than thousand people from the former Soviet countries as well as Europe and USA attended the Kiev and Riga BarCamps in 2007 and 2008 respectively.
Basic topics are:
* New media sources
* Journalism
* Web development
* Social networks
* Open Source, etc
The organizers of Ukrainian and Baltic BarCamps have contacted me with the idea to arrange one for Caucasus in Tbilisi. So please welcome BarCamp Caucasus!
Topic of BarCamp Caucasus will be Blogs and Web 2.0 - social networks, new media, and everything these concepts involve.
Participants - any willing parties.
Content of session/presentation - everything around blogs and new media. Ideas, opinions - feel free to improvise...
To get started we need young, willing people. First of all, a work team of 4-5 people to plan and arrange the process. Our friends from neighbor countries will kindly support us in all.
For further info please visit: Kiev BlogCamp - http://blogcamp.com.ua/ Riga BarCamp - http://barcamp.lv/
To exchange ideas and negotiate, go to BarCamp Caucasus Google Group -
Finally, http://barcamp.org/ for overall info

Friday, 7 March 2008

Boys,boys,boys

დღეს სალონში ზუსტად თქვა ნონამ : დღევანდელი ბიჭები გაზარმაცდნენო ...
მართალია ეს ქალი, გაზარმაცდნენ კიდევ ისეთი ნათქვამია ... ლაითი ...
დრომ მოიტანა ალბათ ესეც
გათავხედნენო – ამას ვეთანხმები
თავში აუვარდათო– ამასაც
ყველა არა მაგრამ უმეტესობა მასეა ...
მაგრამ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ეს მაინც მაგათ იქით გზა არაააა : ))))

Thursday, 6 March 2008

Mood : Happy

კარგ ხასიათზე ვარ :)

მე როგორც მიყვარს ისე ვარ.

და ნეტა სულ ესე ვიყო

: )

Sunday, 2 March 2008

C'est la vie 2

როგორ ხდება არა ?

მთელი ცხოვრების განმავლობაში ტვინში უამრავი ინფორმაცია შედის,ვახდენთ ფილტრაციას,ვარჩევთ ვინ შევიდეს ვინ გარეთ დარჩეს... პირველი ეტაპია როცა ახდენ შემჩნევას,მერე შეგყავს,მერე კი კოდებივით ლაგდება ესე ჩვენს ამ თითქოსდა პატარა ტვინში,არადა მანდ რო ინფოები ეტევა ეგრე სადააა ... ზოგი ადვილად შედის გონებაში,ძააან მარტივად,ღმერთო ჩემო,ეს ისეთი სასაცილოა მართლა,რაც წიგნში წერია საკუტარ თავზე რო გადმოგაქვს ეგრევე პრაქტიკაში,არადა ამას 100 წელი ყურადღებას არ მივაქცევდი ... თითქოს წიგნში მოცემული თავების მიხედვით გავდივარ ყველაფერს,აი მაინც რა არის ფსიქოლოგია... ძალიან მაგარი რამეა,ძალიან !

ცხოვრების მანძილზე ტვინიდან ბევრ რამეს შლი,მაგრამ ბევრს ვერც შლი,მიუხედავად გინდა რო წაშალო არ იშლება... დრო შლის ნელა–ნელა... ეტაპობრივად,დღითიდღე,ყოველ წამს და ყოველ წუთს ... ამიტომაც ვწერ აქ რაღაცეებს რომ მერე მოსაგონრად მქონდეს,ეს ცხოვრება ისეთი პატარააა რომ ვის რა ეტაკება კაცმა არ იცის... ყველაფერი უნდა მოასწრო და გააკეთო,რომ მერე მოხუცებულობისას ეს ყველაფერი გაიხსენო ღიმილით,სევდანარევი ღიმილით ან თუნდაც ტირილით/სიცილით ...

ეხლაც ამას ვწერ და თან ცრემლი მომდის ცალ თვალზე,მე თუ ნორმაში ვიყო რააა ... ყველაფერი რატომ მიმაქვს გულტან ახლოს ? სხვისი მე რატომ უნდა ვიდარდო ? ჩემი რა ნაკლებია ?!

ეს იმიტომ,რომ მეგობარს დედა გარდაეცვალა... ბაღის პერიოდი გამახსენდა,4 წლიდან ვმეგობრობთ მაიკო და მე და უცებ ესეთ ამბავს ვიგებ დედამისზე,სულ ის ქალი მიდგას თვალწინ და მართლა მეტირება,რა უცებ გავარდა დრო ...

ეს ცხოვრება მართლა ხანმოკლეა და ეხლა უნდა ავდგე და ყველა ჩემს მეგობარს ვუთხრა თუ როგორ მიყვარს,სწორი იყო მარკესი – დროზე მოასწარითო!

მიყვარხართ ძალიან,ძალიან,ძალიან და ძალიან !

Saturday, 1 March 2008

...

აი ესე ... ცხოვრება იმიტომ არის რომ მაგალითები ისწავლო,ხოდა მეც ვისწავლე,ვსწავლობ და მომავალშიც მეცოდინება :)
უნდა ადგე და დაიკიდო
დაიკიდებ მოგეშვებაო
Ich habe es tun müssen...
Ich habe es gemußt ...es fällt mir hart,aber ...
Es ist nicht zu sagen,wirklich, und es ist sehr hart für mich....

აი Scheiße რა ... : )))

Friday, 29 February 2008

...

არა ნუ,არააა !!!
ამის ატანა უკვე შეუძლებელია როდესაც რაღაც სისულელეს ცდილობენ რო დაგაჯერონ ...
ტფუიიიი ...
რატომ არ შეიძლება რო მარსზე გადავსახლდე და იქ ვიყო,სადაც დეგენერატები არ იარსებებენ. გარშემო ნორმალური ხალხი იქნება...
მერამდენედ დავრწმუნდი,ღმერთო,აი მერამდენედ...
ჩემზე ახია !!!

არადა რა კარგ ხასიათზე მოვედი ...
ჩემი დაქალის სიტყვები გამახსენდა ....
გათავხედებული,გატუტუცებული და თავში ავარდნილია 99 % ... !!!

...

Life is a fuckin' thing ... !

Wednesday, 27 February 2008

Just,რა

როგორ ვაზროვნებ როცა მაქვს სიცხე ? ეხლა მელაპარაკეთ და გაიგებთ :)
თავში საშინლად უაზრო რაღაცეები მომდის და სულ მეშინია,რომ ბოდვა არ დავიწყო : ))
კიდევ ათასი სისულელე ...
შლი,წერ,შლი,წერ ...
რაღაც ვერ გამოდის და არ მინდა ის ყველაფერი დავწერო რაც თავშია...
და მაინც და მაინც სიცხის დროს მოდის ეს წვეტიანი იდეები,სხვა დროს რო არ ვახარებ,ეხლ მოდიან ჯარივით,ჩემი ფეხები რა არ დავწერ : ))) 1 რო დაწერო მიყვება მეორე,მესამე და ...
ვგრძნობ როგორ მივლის ტანში რაღაც,როგორ მღრღნის მუხლებში,როგორ უაზროდ ვარ,როგორ მინდა რომ ესე აღარ ვიყო,მინდა რომ ყველაფერი რო ვაფშე სხვანაირად იყოს,მინდა მაგრამ სადააა.... ზოგი რამ გამოდის ზოგი რამ ვერა,ან არა. რას გაიგებ ? ვერც ვერაფერს.
რატომ არს ბევრი რამე გაურკვეველი და ადამიანები მთელი ცხოვრება რაღაც კითხვებს ეჩალიჩებიან,იმის პასუხს ეძებენ.სულ რაღაც როგორ აინტერესებს ადამიანს ?! რა არის ეს ?
ეს ყველას აინტერესებს ... აი ისევ კითხვა,რომელზეც პასუხები არააა,ვერც ვერავინ პასუხობს.რატომ არის რომ ადამიანები ბევრს მიედ – მოედებიან და საბოლოოდ აზრს მაინც არ ამბობენ.რატომ ატყუებენ ერთმანეთს ?
ზეგ იქნება პასუხები ...
ყველაფერი იცვლება რაც უფრო იზრდები,ყველაფერს სხვა თვალით უყურებ,ადრე საერთოდ რომ არ გიფიქრია იმაზე ფიქრობ... ვინ იცის ერთი 5 წლის მერე რა იდეები მექნება თავში ? ... Yeah..Everybody's Changing and I don't feel the same ...

ვგრძნობ როგორ ჩამოდის ქვევით სიცხე,როგორც მითბება ტანი,ხელები,თითები მაინც გაყინულია... Everything's gonna be ok : )

არ ვკითხულობ,ეგრევე ვაფაბლიშებ,მკიდია !

...

აქ ეწერა პოსტი და წაშალეო ...

ხოდა მეც წავშალე

Sunday, 24 February 2008

Yesterday Evening at Cafe near Opera

საღამო ...გარეთ სიცივე...
შენ ხარ ხო?... არ იცნობ და თან იცნობ :)
ინებეთ მენიუ...
ტირამისუ მინდა მე მარტინი ოღონდ ყინულების გარეშე
1 Long Island Ice Tea
ირგვლივ სითბო... ჯაზი... მყუდროება ... ძალიან ბევრი ნაცნობი სახე...აპარატის გაჩხაკუნება ... ლამაზი ფერები...
კიდევ მარტინი თუ შეიძლება ... ისევ ყინულის გარეშე...
არაორდინალური სიტუაცია ... რაღაც განსხვავებული .... განსხვავებულია აბა რა,აქამდე ესე ხო არ ყოფილხარ... ყველაფერი დაძაბულობის გარეშე... პირველად ნახე ადამიანი და შენი ძალიან დიდი ხნის ნაცნობი გგონია... საინტერესოა არა ? კიი :)
გადმოჯექით აქეთ ...
გადავჯექით ...
ლაპარაკი ამაზე,იმაზე,იმაზე და ამაზე ... ფიქრობ უნდა მისულიყავი თუ არა,უნდა მისულიყავი აბა რა უნდა გექნა ... ძაანაც კაი ქენი ...
შეძახილი :"აუ ,რა კარგად უკრავს ეს კაცი...როგორ მინდა,რომ მეც ესე ვუკრავდე"
მერე დგები და მოდიხარ და ტაქსში ზიხარ და ფიქრობ თუ რა კმაყოფილი ხარ.
გიხარია,რომ კარგი ადამიანები გაიცანი
ეს ხომ ასეთი სასიხარულოა :)

მართლაც რა საინტერესოა არა ? რას წარმოვიდგენდი,რომ ერთხელ როდესაც შემთხვევით ვათვალიერებდი last.fm-ის user–ებს და ეს ადამიანი მივამატე მხოლოდ იმიტომ,რომ Keith Jarret ჰყავდა Top Artist-ებში და გავიფიქრე ეს კაი ტიპი უნდა იყოს თქო,არ შევმცდარვარ და ეს მართლაც ასე აღმოჩნდა :) და ასევე ვერც იმას წარმოვიდგენდი,რომ მე ამ ადამიანის ბლოგფართიზე მოხვდებოდი,პლიუს ამასთან ჩემი დაქალითურთ :))

მაგარია ! :)

Thursday, 21 February 2008

ისევ La Vie

გუშინ 1 ფოტო გამახსენდა...
ამ ფოტოზე იყო 1 გრძელი თოკი,მეტი არაფერი უბრალოდ 1 დაგრეხილი თოკი და სათაურად ეწერა Life Line ...მეც ცხოვრებასთან გავაიგივე მომენტალურად.რატომ უნდა გააიგივო ვითომ 1 საწყალი თოკი ამხელა , მაგრამ ამავე დროს ძააან მოკლე ცხოვრებასთან არ ვიცი ... ამ თოკს ბევრი განშტოება ჰქონდა და ბევრად იყო გადახლართული...

ცხოვრებაც ხომ ესეთია : ბევრი განშტოებებით,ათასგზის გადახლართული,ჩახვეული,კვანძებით... საინტერესო ცხოვრება ექნებოდა მას,არა მოსაწყენი და არაერთფეროვანი. ეს ისედაც წამიერი ყოფა მაქსმიმალურად საინტერესო უნდა გახადოს ადამიანმა,აბა რა აზრი აქვს ისე ? აააქვს აზრი ? არა მგონია ... შეიძლება თავიდან დაისვენო ყველაფრისგან ,მაგრამ მერე მოგბეზრდება,ისევ ჩახლართული თოკი გირჩევნია –რამეზე საფიქრი რომ გქონდეს, ვიდრე მთელი შენი ცხოვრება არაფერზე ფიქრში გაატარო...

ეგ ისეთია რა აი ყველა რომ წუწუნებს დავიღალე,აღარ მინდა სამსახური,სახლში მინდაო და დაჯდებიან არა 2 დღის მერე ისევ სამსახურში რომ უნდათ.

საინტერესო ქმნილებააა ეს ადამიანი ...

Wednesday, 20 February 2008

Mmm I'm lovin' it

She'll let you in her house
If you come knockin' late at night
She'll let you in her mouth
If the words you say are right
If you pay the price
She'll let you deep inside
But there's a secret garden she hides
She'll let you in her car
To go drivin' round
She'll let you into the parts of herself
That'll bring you down
She'll let you in her heart
If you got a hammer and a vise
But into her secret garden, don't think twice
You've gone a million miles
How far'd you get
To that place where you can't remember
And you can't forget
She'll lead you down a path
There'll be tenderness in the air
She'll let you come just far enough
So you know she's really there
She'll look at you and smile
And her eyes will say
She's got a secret garden
Where everything you want
Where everything you need
Will always stay
A million miles away

: )

Sunday, 17 February 2008

...

ყველაფერ საშინელებაშიც კარგი უნდა დაინახო. როცა ყველაფერი შავია უნდა ადგე და რამე ფერადი ნახო, განსხვავებული ნახო,ლამაზი ნახო,დაინახო,შეიგრძნო... თუ არა და იყავი ეგრე სიბნელეში ... უშუქოდ,ულამაზოდ და მოსაწყენად.
და თან შუქსაც რომ ვერ ანთებ ...







Azure

მგრუზავს,მაგრამ მაინც ვუსმენ ...

ნუთუ ? არააა ...

არასოდეს თქვა "არასოდეს" – ისევ ეს საშინელი ფრაზა,უკვე მერამდენედ...

ყველა ერთ დიდ შარშია რა ... გამოჩნდება სინათლე გვირაბის ბოლოს

და თუ არ გამოჩნდება ? მაშინ ჩვენ ავანთებთ : )