როგორ მიყვარს სახლი : ) ამას განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობ როდესაც სახლში არ ვარ ხოლმე. აი დღეს კიდევ, დილას ლექცია მქონდა განათლების სამინისტროში და მერე ეგრევე სახლისაკენ ჰერი–ჰერი : ) განათებული ოთახები მზე,სითბო,სიმყუდროვე– ამაზე მეტი რა უნდა ინატროს ადამიანმა ამ შუა ნოემბერში. თავს კარგად ვგრძნობ ხოლმე, ეხლაც კარგ მუსიკას ვუსმენ და მზეს შევყურებ ... Nina Simone მახსენდება "Here Comes the Sun" –მზე მზე მზე, ჩემი პლანეტაც მზეა ისე , დიდად ეგეთებს ყურადღებას არ ვაქცევ მაგრამ ეტყობა მაგის გამო მიყვარს ასე ძალიან მზე : )
ისევ სახლს მივუბრუნდები... არადა ბევრი სამეცადინო მაქვს, მომაყარეს, ჯერ რატომ არ გვაძლევთ სასწავლსთქო და ეხლა ერთბაშად მოგვაყარეს ... დავჯდები ჩემებურად ტახტზე და ბალიშებს დავიდებ გვერდით და დავიწყებ კითხვას, აი ეგ ასოცირდება ჩემთვის მყუდროებასთან თბილად რომ ხარ და რბილად რომ ხარ და კარგად რომ ხარ: ) ყოველთვის მინდოდა ბუხარი მქონოდა სახლში –ეგ უფრო მეტ სიმყუდროვეს შესძენდა ყველაფერს ...
შაბათი–კვირაც მაგიტომ შემიყვარდა ამ ბოლო დროს : )
ქსეროქსებში ვბანაობ ... უკვე იმ დონემდე ვარ მისული რომ დღეს ქსეროქსის ფასი ვიკითხე : ))) აშკარად მჭირდება, მახსოვს შარშან რომ დავამთავრეთ უნივერსიტეტი 1 კარადა სულ სავსე მქონდა ქსეროქსებით, იმდენი იყო იმდენიიი ... უბორკა ჩავატარე და ნახევარზე მეტი გადავყარე (ამისთვის მადლობა ნანოს ) ... რაც მაგისტრატურის სტუდენტი ვარ ჯერ არაფერი გადამიყრია, მაგის დროც მოვა ისე წელიწად ნახევარში...
ყველაფერს ოპტიმიზმის თვალით ვუყურებ და ვთვლი,რომ ეს ჩემი კარგი თვისებაა, იმედი მაქვს , რომ ყველაფერი კარგად იქნება და 1 ჩემი კურსელი მეუბნება დღესაც– ოპტიმიზმის განსახიერება ხარო : ) კარგია კარგი, ნეტა სულ მასე ვიყო ...
P.S. კვლავაც ოპტიმისტური ნოტა (კმაყოფილების სიცილაკი)
2 comments:
ესე იგი შენი ასეთი ღრმა სიყვარული მაფიქრებინებს , რომ გენებთან დაკავშირებითროა 1 მითქმა–მოთქმა აი იმენნა ნაღდია (:D:D:D:D:D), და დარწმუნებული ვარ შანსი რომ გქონდეს (პრინციპში კი გაქვს...) შენი მე2 პროფესია მშენებლობის პრექტირება იქნებოდა:D:D:D,
ანუ კიდევ სადმე ჩავაბარო ? : )))))
Post a Comment