იწყება ახალი კვირა ...
ორშაბათი საშინელი დღეა, საშინელი ! კიდევ კარგი დღეს კვლევის დიზაინი დავწერეთ, თორემ ოოოო ... ხუთშაბათს რა გადაიტანდა . მეთქი ამ 3 დღეში რამდენ რამეს გავაკეთებთქო,მაგრამ დავრჩი ესე– ვერაფერიც ვერ გავაკეთე და ისევ მომიწევს თავის დაკვლა წიგნებზე... ამოვიდა ეგეც ყელში. ეტყობა პერიოდია ეგეთი ადამიანს ყველაფერი რომ გეზარება.. გაივლის ალბათ მალე და ყველაფერი ოკეი იქნება : )
ისევ მე და ჩემი მუსიკა...
ველოდები კონცერტს მოუთმენლად...
ეხლა არაფერს ვაკეთებ,ერთი ნაუშნიკი რაც მქონდა რატომღაც გაფუჭდა და კიდევ კარგი მეორე მქონია უჯრაში,ის გამოვქექე და შევცვალე.
Tako is online - მიყვარს ეს გოგო ძალიან, თან ეხლა ვიცი ამ ბლოგს კითხულობს ...
Lei is offline- მის ამბასადორი – ეს უეჭველი შერჩა ზედმეტსახელად : )))
Nano is offline - ეგეც შემოგვიერთდა სკაიპში და მიხარია ეს ფაქტი ბოლო ბოლო She's my best friend და ლისტში როგორ არ უნდა მყავდეს ...
Inacho - do not disturb – მალე ქორწილში მოვილხენთ როგორც ვატყობ, ისეთი სუნი უდის ამ ამბავს, რა ვიცი რა ვიცი : )))
Khati is offline- ეტყობა თიკუნას აძინებს : ) მივაღწევს იმედია მაგასთანაც იქითა უიკენდზე, მაგდასტან ხო საერთოდ შევრცხვით მთელი ჯგუფი ... ის ბავშვი მალე ბაღში წავა და ჩვენ კიდევ ვერა და ვერ მივედით : (
და საერთოდაც, რამდენი ზედმეტი კონტაქტია ამ ლისტში( სკაიპს ვგულისხმობ) ...
When I wake up in the morning
love
and the sun light hurts my eyes – ეს მიყვარს, მაგრამ სადღააა ამ უჟმურ ამინდებში sunlight ...
რა შუაში იყო ,მაგრამ რატომღაც ეს ტექსტი გამახსენდა ... და სანამ კიდევ უარესი სისულელეები დამიწერია ჯობია publish post-ს დავაკლიკო და რაც იქნება იქნება !
2 comments:
sunlight is in our hearts...
რო იცოდე, ასე რომ ნუ იგრუზები :)
და გაიღიმე.
მერე რა, რომ ორშაბათია ხვალ (უკვე დღეს), და მერე რა, რომ ცივა, და მერე რა, რომ გეზარება...
მაინც უნდა გაიღიმო და ყველაფერი კარგად იქნება
(ყურადღებას ნუ მაქცევ, ავტოტრეინინგს ვიტარებ)
მართალია და დღეს ზუსტად თვალი რომ გავახილე sunlight დავინახე პირველი : )
როგორც დიდი ალანის მორისეტი ამბობს "Keep a smile on your face"-ო დავუჯეროთ სხვა რა გზააა : )
Post a Comment