Monday, 19 November 2007

უბრალოდ ისე ...

ისევ უნდა ვიბოდიალო ... მაგარი დასაწყისია მაგრამ ეხლა რაღაც ადრინდელ ჩაწერილს გადავხედე და რომ შევხედე აგერ უკვე წელიწადზე მეტი გასულა რაც ის უაზრობა მქონდა ისე აკრეფილი ,ჩემთვის ... გამეღიმა და ჩამეცინა ... დრო მართლა როგორ ცვლის ყველაფერს,იმ მომენტში გამახსენდა ჩემი თავი მაშინდელ გულისწუხილს რომ ასე გამალებული ვკრიფავდი ... ახლა უფრო სხვა თვალით ვუყურებ ცხოვრებას,მართლა სხვა თვალით , თუმცა დევიზი უცვლელია–ის,რომ ყველას წუხილი შენთან ახლოს არ უნდა მიიტანო... მერე მეც ვიგრუზები და ცუდია რა.

გარეთ ხან ცივა,ხან ცხელა,შემოდგომაა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ..

მუსიკა? აბა რა : ) მუსიკა ყოველთვის გაისმოდა ჩემს ყურებში,მუსიკა ერტადერთი რამ არის რაც არასდროს მაკლია,ყოველთვის არის საჭირო დროს და საჭირო ადგილას. Tower of Power "So hard to go" 2 დღის წინათ ერთმა ბიჭმა გამომიგზავნა სკაიპში და მომეწონა. ეხლა სხვა რამეს ჩავრთავ ...აი ეს ჯობია ... რა კარგიააა : )

რუსთაველზე დღეს შეძახილები მომესმა და ის არეულობა გამახსენდა... იქნებ ბოლოს და ბოლოს მშვიდობა იყოს ამ ქვეყანაში,რა ვიცი რა ვიცი, სურვილი კი არის მაგრამ რა იქნება კაცმა არ იცის.

დღეს ორშაბათია,ხვალ სამშაბათი და ზეგ ოთხშაბათი, მერე მალე დასრულდება კვირა და ახალი დაიწყება და ისევ ყველაფერი მეორდება მარტო წლები ემატება წლებს თორემ რიცხვები სულ მეორდება და მეორდება,მალე აგერ უკვე ახალი წელიც მოვა,ნაძვის ხე და გოზინაყი,ბევრი ტკბილეული და ბევრი ხალისი. ისე, სიმართლე რომ ვთქვა ადრე უფრო მიხაროდა ახალი წლის მოახლოება, ეხლა რაღაც მომბეზრდა,მეგობრებს რომ ვეკითხები თურმე იმათაც მობეზრდათ, მარტო მე არ ვარ გამონაკლისი,ეტყობა ეგეთი ეტაპია თუ what's going on არ ვიცი . . .

What a wonderful world აგერ მესმის ყურში : ) ხან ვეთანხმები ხოლმე ხან არა, არა უმეტესობაში ვეთანხმები რადგან მიუხედავად იმისა,რომ ბევრი სიძნელეა ამ ცხოვრებაში , ბევრი პრობლემაა, მაინც კარგია ... კარგია რა. კარგია იმიტომ,რომ ბევრი კარგიც არის მარტო ცუდი ხომ არაა,სითბოა,სიხალისეა,სიმხიარულეა : ) სულ გაღიმებული ვერ იქნები მაგრამ უნდა ეცადო რომ ხშირად გაიღიმო, ბოლო ბოლო ტუჩები რომ არ დაგეწებოს ერთმანეთზე სულ მაგის ხათრით უნდა გაიცინო : )))

კიდევ რა მინდოდა მეთქვა ? (ჩაფიქრებული სიცილაკი) არც არაფერი,არც არაფრის თქმა მინდოდა უბრალოდ ვზივარ და ჩემთვის თითებს უშნოდ ვარახუნებ ამ კლავიარურაზე,ხან გვერდით გავიხედავ,ხან საათს შევხედავ მერე უკან მაგიდაზე გავიხედები ( რამდენია სამეცადინო ... ) ისევ ვუბრუნდები კლავიატურას,ტუკ ტუკ ტუკ ... მაინც ვბოდიალობ ჯობია ავდგე და ჩაი დავლიო,კარგი ჩაი ლიმნით ასწორებს : ) ...

წავედი ... ცხონებული ირაკლი ჩაირკვიანის ერთი სიმღერის ტექსტი გამახსენდა – Ich werde kommen ,მართლაც რომ მოვუბრუნდები ამ ჩემს ნაჯღაბნებს და ნაბოდიალებს და ისევ ჩემსას გავისწორებ : ) აი ენგრე : )))

.. ისევ ოპტიმისტური ნოტა ,აი ეს მინდოდა ... (კმაყოფილების სიცილაკი)

No comments: