რატომ ხდება რომ როდესაც ვამბობთ სიტყვას "არასოდეს" მერე მაინც ვაკეთებთ ხოლმე ? არასდროს თქვა "არასოდეს"–ო მაგრამ ჩვენ მაინც ვაკეთებთ .
უკვე ვთქვი არასოდეს და მაინც გავაკეთე, ვთქვი ბევრჯერ ეს არასოდეს მოხდებათქო და მოხდა , ეს არასოდეს დამემართებათქო და დამემართა და რატომ ?
ხოდა ამიტომ ეხლა აღარაფერს ვამბობ...
ეს "არასოდეს" და "ვერასოდეს" არაფერს შველის საქმეს და ...
ყველაფერი ისე იქნება როგორც საჭიროა
ყველაფერი კარგად იქნება
იქნება, იქნება,იქნება !
თუ არ იქნება It's not the end ...
ამიტომ ვცდილობ ყველაფერს ოპტიმიზმით შევხედო,ბევრ რამეზე გადავწყვიტე აღარ ვიდარდო ანუ ნერვი არ ავიტოკო, ასევე დავიკიდო ის ადამიანები,რომლებიც ამად არ ფასობენ,ასევე ის სიტუაციები,რომლებზეც არ უნდა მივაქციო ყურადღება,ასევე ბევრი სხვა წვრილმანი რამ რაც ზიანის და ცუდის მეტს არაფერს მომიტანს ... რატომ ? რისთვის ? მივყვები ცხოვრების დინებას,გავიცინებ როცა საჭირო იქნება,დავიგრუზები როცა ამის რეალური მიზეზი მექნება და არა სისულელეებზე. მექნება ჩემი მეგობრების იმედი და ვიყამაყებ ბევრი რამითაც ... გამიხარდება მეგობრების წარმატება,იმათ რომ რამე უხარიათ მეც ისე ძალიან მიხარია ხოლმე,თითქოს მე განმეცადოს ...
ისეთი სასიამოვნოა როდესაც ამ დედამიწაზე დადიან ისეთი ადამიანები , ვისაც შეგიძლია შენი რამე რაც გაწუხებს უთხრა და გაუზიარო, ეს ისეთი კარგია...
წყნარ რამეს ვუსმენ ... მშვიდად ვარ ...
ღამე არ მიყვარდა ... ეხლა იმით მომწონს,რომ ყველაზე ძალიან მაგ დროსაა სიწყნარე
Time to relax , time to think twice ...
ასე, რომ ... !
2 comments:
უბრალოდ მინდოდა რამე დამეწერა რომ მიმხვდარიყავი რომ შემოვიხედე აქაც და თვალი გადავავლე შენს ნამოღვაწარს, ცხადია შემეძლო skype-ში მომეწერა და გამეზიარებინა ჩემი შთაბეჭდილებები ყოველივე ამის შესახებ მაგრამ აქ სხვა "მუღამია", მინდოდა უბრალოდ დამეწერა რამე აქ, თუნდაც "No comment" და დავწერე კიდევაც დავტოვე ანაბეჭდი:)))
მადლობა ლევან : )
Post a Comment