ესე იგი რაშია ეხლა საქმე : არც არაფერში : )) უბრალოდ მიხარია ის,რომ ჩემი 5 დღიანი საშინელი ხასიათის და გუნებაგანწყობილების შემდეგ ძლივს გამოიდარა ჩემს სახეზე და მიხარია ეს ფაქტი : ))
მამაჩემმა მაგიდა მომიტანა კომპის და იძულებული გავხდი ეს ამდენი შნური გამომეძრო და მერე ისევ თავიდან შემეერთებინა ამ ერთ საბრალო ქეისზე და ეხლა დავჯექი და ვისვენებ ... თორემ იატაკზე ხოხიალით დავიღალე,ბავშვობა გამახსენდა მე და ჩემი მეგობრები არწივობანას რომ ვთამაშობდით : )) მაგარი რამე იყო... მაგიდის ქვეშ ვძვრებოდით და გარეთ ვინც ცხვირს გამოყოფდა ეგრევე არწივი დააცხრებოდა თავზე : ))) ნუ 1 რომელიმე ჩვენთაგანი არწივი იყო–არავის უყვარდა არწივად ყოფნა,მაგიდაზე მერე ნაჭრებს ჩამოვაფარებდით ხოლმე ,ჩვენებური სახლი გვქონდა და მთელი დღე ასე ვიყავით : )) ხოდა მერე საახალწლო მისალოცი card-ები მომივიდა მეილზე და გამიხარდა : ) ვგიჟდები ეგეთ რამეებზე ! : )
ხოო კიიდოო ... ჩემი ბესთ ფრენდი ლონდონში ჩაფრინდა დღეს და ალბათ ეხლა დადის დაგულაობს : ) მაგარია ! ახალ წელს კიდევ წავა ლონდონის ოპერაში და ნახავს "მაკნატუნას". აი მესმის ახალი წელი : )
ძირს თიკ გრუზვებიი ! ... იმოქმედა : )იმდენი ვიძახე რომ ძლივს მოვედი აზრზე : )
არადა რა სისულელის გამოო,რა სისულელის !
არაუშავს,ჭკუა ვისწავლე ! თავი არ უნდა უხარო და არ უნდა უღიმო ყველას,ასევე სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში"–ს ბოლოს არსებული 3 ხაზი – ვერ შევიდა ეს ჩემს თავში და ვერ დავიდა! იმიტომაც გავატარე 5 თუ დაჟე 6 დღე ესე დებილურ ხასიათზე,ცხოვრებაში რომ არ ვყოფილვარ აი ისეთზე .. ფუი! მაგრამ whatever ... იმედია ჩემში სულ,ეს იმედი.ტელევიზია დროებით დაიხურა მაგრამ ზატო გულშია მუდამ,მარად და forever and ever : )
ელ ჯერო ამბობს ჩემს ყურში – Never Give Up ! –მაგას ვაპირებ ელ ზუსტად : )
ახალი წელი მოდის ბოლო ბოლო !
: )
ხოდა კიდევ მიყვარს და ვეცემი ჯაზზე !!! ჯარეტზე პირველ რიგში ! რა საოცრად უკრავს ... ნიჭი, ნიჭი ჰქვია მაგას ... მაგის Part I and Part II ხო საერთოდ მბრიდავს,თავისი შეძახილებტ,ტაშის კვრებით,სულში და გულში რომ აღწევს ...
P.S.ეს ბოლო აბზაცი რა შუაში იყო,მაგრამ გულიდან წამოვიდა ...ოხ რა ულიმიტოა და უსაზღვროა ჩემი ცნობიერება ... stream of consciousness.. Joyce ...
აეეეეეე : )))))) წავედი მე ფსიხუშკაში : )))))
2 comments:
არწივობნამ დაგლიჯა :)
საშინელი თამაში იყო ალბათ.
...
და ჯარეტს რაც შეეხება...
ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა ადრე - ჯარეტი, თავისი მოკლე ხელებით როცა უკრავსო და ექსტაზში შედისო, და რო კივისო, გეგონება, ფორტეპიანოს ჟიმავსო... :)
ეხლა რომ ვუფიქრდები საშინელი იყო მაგრამ იმ დროს ძალიან ვხალისობდით : ))
წარმოიდგინე რამდენი ფორტეპიანოები ეყოლება გა ... ჯარეტს : ))))))))ჰა ჰა ჰააა
Post a Comment