მე და ნანო ვლაპარაკობდით ეხლა სკაიპში და სტუდენტობა გავიხსენეთ თავისი დაუვიწყარი კოლორიტი ადამიანებითურთ, ასე მრავლად რომ იყვნენ 4 წლის განმავლობაში ჩვენი კორპუსის სიახლოვეში : ))
იმდენი ვიცინეთ ეხლა, იმდენი ...
ყველა ტიპს რაღაც სახელს ვარქმევდით და მერე მაგ სახელით მოვისხენიებდით ხოლმე იმიტომ,რომ მეხუთეში (ანუ თსუ–ს V კორპუსში) კედლებსაც კი ყურები აქვთ,დამიჯერეთ ხალხო და ჯამაათნო : ))
ვისაც ამ კორპუსში არ უსწავლია ვერ შეიგრძნობს მთელ მუღამს და ჩვენ საკმარისზე მეტადაც შევიგრძენით : )) დღეს ეს ადამიანები ქუჩაში რომ მხვდებიან მეცინება მომენტალურად,მაგათ რა დამავიწყებს ... მხოლოდ მეხუთეში ისწავლის ისეთი ბიჭი,რომელსაც დევების სჯერა,ამიტომ შესაბამისად დევი დავარქვით : ))) გვყავდა ასევე : უთო ( თავი ჰქონდა უთოსავით და მაგიტომ შეარქვა მ.ნ–ემ), ჯირაფი ( მაღალი და გამხდარია და მაგიტომ),ტაშტი და მუთაქა(გარკვეველი ჯიშის ხალხი),მეხანძრე(თვალების გამო და კურტკის გამო დაერქვა),Gluekliches paar twix : ))))), ბ.ჯ– კედლებზე რო ლექსებს უწერდნენ ამ ბიჭს : ))), აგრეთვე იყვნენ მრავალი სხვა,რომელთაც ეხლა არ დავწერ მაგრამ ასევე ჩემს მეხსიერებაში მუდამ იქნებიან : )))
სტუდენტობის დღეები– რატომ დავდიოდით არ ვიცი : ))) ადრე მივდიოდით ხოლმე ადგილები რომ დაგვეკავებინა
ეს უაზრო პორწიალი აქეთ–იქით ...
ტიპი,რომელსაც სულ 1 ვილვეტის შარვალი ეცვა რაც თავი გვახსოვს მე და ნანოს,ამიტომაც ვილვეტის შარვალი დაერქვა,ვის ელოდებდა,ვის უცდიდა ჩვენი კორპუსის წინ არ ვიცი : )) მაგრამ ფაქტია,რომ იდგა 3 წელი : )))
მოკლედ,მაგარი იყო თავის ყველაფრით : ))) საჯაროდან წიგნები რომ მოვიპარეთ და გარეთ გამოგვქონდა გადასაქსეროქსებლად და რო მოგვდევდა უკან ხალხი და ჩვენ გავრბოდით ეგეც მაგარი იყო : ))) ინას რო დავაჩანჩალებდით ფეხით ეგეც კაი იყო, სულ რომ წუწუნებდა, მაგრამ მაინც მოგვყვებოდა : ))
to be continued ...