ახლა შემოვედი სახლში და მოკლედ დავწერ დღევანდელი სპექტაკლის შთაბეჭდილებებს.
ნუ მე დიდი თეატრმცოდნე/კრიტიკოსი არ ვარ და ეს უბრაალოდ ჩემი, როგორც რიგითი მაყურებლის აზრია.
უბრალოდ, მე სტურუას დადგმა "კავკასიური ცარცის წრის" 2 ჯერ მაქვს ნანახი რამაზ ჩხიკვაძის მონაწილეობით და მაშინ მახსოვს ორივეჯერ სახლში გადარეული მოვედი, დღემდე ჩემი საყვარელი სპექტაკლია და ამიტომაც წავედი დღეს თავისუფალ თეატრში რომ ახალი დადგმა მენახა ვარსიმაშვილის. დღევანდელობა ძალიან კარგადააა ასახული, თავზე აქვს გადავლილ–გადმოვლილი აგვისტოს ამბებს და მოკლედ რეალურად ასახავს თანამედროვეობას, სადაც მომჩივანი ქართველი ერია. მგონი ყველაფერი ნათელია.
სტურუასი სულ სხვააა, ან რა მუსიკა, ჩხიკვაძე აზდაკის როლში ნუ არ ვიცი, ძალიან მაგარია რბილი ნათქვამია. ამიტომ მე მაინც სტურუას ცარცის წრე მირჩევნია :)
თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ გრუშე ვაჩნაძე არაჩვეულებრივად ითამაშა იმ გოგომ, სახელი არ ვიცი. ძალიან მომეწონა,ძალიან ! :)
მომენტებში კაი იყო :)
4 comments:
ეს არ მინახავს მარა რობიკოს ცარცის წრე რომ შედევრია მაგას ლაპარაკი არ უნდა!
პირველად ბავშვობაში ვნახე, აი კაკრაზ მაშინ დიდი შესვენება რომ დაეწყო მაგ სპექტაკლს და იმხელა შთაბეჭდილებებით გამოვედი, მახსოვს რამდენიმე დღე მხოლოდ ამ სპექტაკლით ვაზროვნებდი :)
...ჩხიკვაძის აზდაკი... :ლოვე:
ხოო, მეც მასე ვიყავი ზუსტად :) ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ სტურუას ცარცის წრის ნახვის შემდეგ.
მე სამწუხაროდ, რობიკოს დადგმული არ მაქვს თეატრში ნანხი, მხოლოდ ტელევიზორში. ახლა ხშირად გადის ხოლმე. მართლა გენიალური სპექტაკლია.
ხოდა, ის ძველი რომ არა, ხალხი ამას ევრად მეტდ მოიწონებდა, ვიდრე მოიწონა.
ანუ ყველა შედარებებს დაიწყებდა.
კი, ვისაც ის ნანახი აქვს ყველა ადარებს :)
Post a Comment