Sunday, 19 October 2008

თათიას და მირზას wedding

გუშინდელ ქორწილზე რომ არ დავწერო არ შეიძლება, დანაშაული იქნება !

თათიას და მირზას ქორწილი ყველაზე მაგარი ქორწილი იყო სადაც მე ოდესმე ვყოფილვარ

ყველაფერი რომ კარგი იყო ...

ისეთი მაგარი დრო გავატარეთ, ისეთი მაგარიმ, რომ თუ იქ არ იყავი ვერ მიხვდები :)

კლასელები, მეგობრები, ნაცნობები, უცნობები ... ცეკვა, მხიარულება, სიცილი,ყვირილი,სიმღერა,უმეტესობა გახეული მთვრალი,ზოგი სკამზე ავიდა,ზოგი მაგიდაზე,ზოგი ხტუნაობდა, ზოგი თავისთვის ცეკვავდა, ზოგმა ფეხზე გაიხადა( გვარს და სახელს არ დავასახელებ) :)))), ზოგი იჯდა, ზოგი იდგა, ზოგი იწვა ...

მთელი ქორთიარდ მარიოტი დავიმხეთ რასაც ჰქვია, ერთი მაგიდები არ დაგვიდია თავზე, თორემ დანარჩენი ალბათ ყველაფერი ვქენით :))))

მერე cubic-ში წავედით, დნცკ დნცკ დნცკ

მერე მე სახლში მოვედი, დანარჩენები სიმპატიაში წავიდნენ :)

არ ვიცი მეტი რაღა დავწერო, ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო, ისევე როგორც თათია და მირზა არიან :)

No comments: