Friday, 10 October 2008

Nothing compares 2 u

პარასკევი საღამოა წყნარი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი :)))

დავიღალე დღეს, ერთ 10 ადგილას ვიყავი მინიმუმ, ზოგან 2 ჯერ... მერე მინი staff meeting გვქონდა ბს–ში, ბევრი კარგი იდეა დაიბადა :)


მიყვარს British Council, ძალიან კარგი კოლექტივია მართლაც რომ :) ამდენი ხანია იქ ვარ და მივეჩვიე, ჩემი სახლივით არის, რამდენი რამ გამოვიარეთ, დღეს ევაკუაციის გეგმას ვუყურებდი კედელზე რომ გვაქვს გაკრული და ნოემბრის ამბები გამახსენდა, კაშნეაკრულები რო გავრბოდით, სასწრაფო მიბილიზაცია რომ გამოხადდა, ვიდეოთვალით რომ ვუყურებდით გარეთ რა ხდებოდა. ჩემს ფანჯარაში გაზი რომ შემოვიდა და მერე თვალები მეწვოდა...


ახლა ტკბილად,თბილად,მყუდროდ და გემრიელად ვარ მოკალათებული და ვუზივარ კომპს, ვიწერ რაღაც ძველ კომპოზიციებს და ვტკბები.

It's been seven hours and fifteen days
since u took your love away ...

აი ესეც ნაწყვეტი ერთ–ერთი სიმღერიდან ასე ძალიან რომ მიყვარს :)

მმმ... ჩემი კაბა მზადააა, სულ სხვანაირი ვარ ამ კაბაში. მე მაგრად მომწონს, ისეთია როგორიც მინდოდა, ტყუილად არ ვიარე იმ დასაკარგავში. ახლოვდება თათიას ქორწილი და უკვე ვგრძნობ თუ რა კარგი იქნება და რა კარგ დროს გავატარებთ :) :)



***

მკლავს რა ეს სიმღერა, მერამდენჯერ ვუსმენ უკვე ( Sinead O'Connor "Nothing compares to U") , როდინდელია,მაგრამ მაგარია !

2 comments:

Kate said...

ძალიან მაგარი სიმღერაა. ძველი, ჩემი ბავშვობის დროინდელი, მაგრამ ისეთივე ფაქიზი, როგორიც მაშინ იყო.

Tiko said...

კი :) სულ მინდა რომ ვუსმინო :)