Sunday, 30 November 2008

...

ახალი სკაიპი დავაყენე.
წინაზე ვიყავი მიჩვეული,მაგრამ მაინც დავაყენე,თუ ვერ შევეჩვიე ისევ ძველს დავუბრუნდები.

ვიყავი ჩემი თემის ხელმძღვანელთან.
კიდევ მომიწევს ტვინის ჭყლეტვა,მაგრამ არაუშავს. კენწეროში დიპლომია და სადაც აქამდე ვიწვალე,ცოტაც და ...

ისევ მოლოდინის რეჟიმში ვარ :)
26 დღე დარჩააააა :) (პრინციპში დღევანდელი დღე აღარ ითვლება)


Paris on my mind ...................... :)

Saturday, 29 November 2008

...

ყველაზე მეტად სწერვა გოგოებს ვერ ვიტან.

თან ნაცნობი რო გესწერვება... ადგილის დამკვიდრებას და თავის გამოჩენას რომ ცდილობს ... მე რა ? არაფერი, მკიდია, თან მაგრად. ყველაზე ცუდია, რომ სხვებიც ხედავენ ამას, ამჩნევენ,რეაგირებენ და შესაბამისად, ბოლოს ისევ ეს სწერვა დაზარალდება.

ცოტა გულდასაწყვეტია ასეთი რამ... იმ მომენტში. მაგრამ არაუშავს, ხდება ხოლმე ამაზე უარესებიც. აწი მეცოდინება :)

Thursday, 27 November 2008

...

სახლში მთელი დღე ...

მცივა ...

მგონი ვცივდები :(

ხვალ ისევ იდიოტური ლექციები ... რისთვის დავდივარ ვაბშე თუ ვხვდებოდე ...


მკიდია !

Sunday, 23 November 2008

Weekend is over

ამ უიქენდმა არაჩვეულებრივად ჩაიარა :)

გუშინდელით დავიწყებ ანუ დღე პირველი :

"შემოიხედე გენაცვალე"–ში შეიკრიბა I ვ ჯგუფის უდიდესი ნაწილი( მათ შორის ანიც) და ჩემი მამიდაშვილი. ლეის წინა დღის ნათქვამი "თიკ,ჩავარტყათ"–ო 100 %–ით და მგონი გადამეტებითაც შევასრულეთ და სახლში სულ სიცილ–კისკისით დავბრუნდით :))

საღამოს ფრაზა : ქართველი ქალის მანდილი არაყში ცურავს :)))))

და კიდევ ათასი სისულელე ...


დღე მეორე :

დღეს მინი შეკრება გვქონდა გოეთეს ხალხის ანასთან სახლში,to be more presize ანას და მარის სახლში. ანას ტორტი გააკეთა და გემრიელი ნამცხვარი, i dare say, უგემრიელესი იყო ტორტიც და ნამცხვარიც :) ანას ოქროს ხელები აქვს !

მერე თაკომ აპარატი ჩაიგდო ხელში და მაიმუნობა დაიწყო, მეორე აპარატი ბექამ და ვინ ვის უღებდა ვეღარ გავიგეთ :) მოკლედ, ძალიან კარგი დრო გავატარეთ ჩვენც და მიმიმაც (ძაღლი), რომელიც აქეთ–იქით დარბოდა.

გადავიღეთ ერთი სურათი,რომელსაც სახელი zusammen დავარქვით, როდესაც გადმომიგზავნიან (თუ გადმომიგზავნეს) აქ დავდებ :)))


ეს იყო და ეს :)


ხვალ ორშაბათი და ისევ ახალი კვირა ...

Tuesday, 18 November 2008

Kind of warm


Flickr-ზე ფოტოების ქექვის დროს შემთხვევით წავაწყდი ამ ფოტოს და მომეწონა

ეს ნივთი დგას Hotel Costes-ში :)

Thursday, 13 November 2008

!!!

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მაგისტრატურის სტუდენტი ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, უნდა აღვნიშნო, რომ აქ სწავლა სხვა არაფერია თუ არა დროის უაზროდ ფლანგვა, ფულის ყრა(ვინც ფასიანზეა) და იმის მაგივრად, რომ ცოდნით და ინფორმაციის დატენილი გამოხვიდე იქიდან, გამოდიხარ გამოდებილებული.

მრცხვენია, რომ თსუ–ში ვსწავლობ !

ესაა ადგილი, სადაც არავინ არაფრის აზრზე არააა, ყველაფერს ერთმანეთს აბრალებენ, ყველაფერი ფეხებზე კიდიათ და სტუდენტების დაბოლებაში მაგრები არიან. ის ვერ გაიგეს, რომ ჩვენთან არ ბნელა და აზროვნება შემორჩენილი გვაქვს.

ერთი სული მაქვს როდის დავამთავრებ ამ სამარცხვინო უნივერსიტეტს და ჩემი ფეხი მანდ აღარ იქნება აღარასდროს !

წავიდა ის დრო, ცოდნის ტაძარი რომ იყო თსუ.

ამ აზრზს ხმამაღლაც გამოვთქვამ დიპლომს რომ დავიცავ, ეს დღე თუ გვეღირსა ოდესმე !

Wednesday, 12 November 2008

...

მიყვარს Yann Tiersen

რაღაც საოცარი მუსიკა აქვს, სევდიანი/გულშიჩამწვდომი,ცხოვრებაზე დამაფიქრებელი და წმინდა. რომ ვუსმენ წმინდა ბგერები მესმის,წკრიალა და სუფთა.

დაუსრულებლად რომ გინდა მოსმენა ...

ადამიანს ცხოვრებას რომ გასდევს ფონად აი ისეთია... ასეთ ასოციაციებს იწვევს ჩემში. მართლა ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მუსიკა არსებობს ბუნებაში და მე ვუსმენ :)

Tuesday, 11 November 2008

...

კარგი დღე იყო :)

Sunday, 9 November 2008

...

ხოდა დღის ფრაზაა :

"სკამი გამიღე "

: )))

Day trip in Mtskheta

დღეს კარგად ჩაიარა დღემ :)

ნინაკო,თეო, მე,თათა და ნათია ვიყავით მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავზე.

მას შემდეგ რაც ავარიას გადავურჩით ,მივაგენით მცხეთის ჩასახვევს და მამა გაბრიელის საფლავზეც ვიყავით, ვიგრძენით რომ მოგვშივდა. ხოოოდა, გადავწყვიტეთ, რომ სალობიე/მორესტორნო/არამთლადსახინკლისპონტ "ზავიდენიაში" შევსულიყავით და რასაც ჰქვია ერთი კარგად გვეჭამა. სადაც არ შევედით არსად იყო ადგილი. ამის შემდეგ იმედგაცრუებულები და ცარიელი კუჭებით წამოვედით თბილისში იმ იმედით, რომ აქ მაინც ვჭამდით რამეს. ჩამოვთვალეთ რა ქალაქ თბილისის კაფე–ბარები და მსგავსი ადგილები,ნათიას გააახსენდა, რომ არსებობს "თაღლაურა", ზუსტად ისეთი ადგილი სადაც ჩვენ გვინდოდა. მივედით მაგრამ ნოუ ადგილიოოოო, გადმოვედით "მაჭახელა"–ში, იქაც ნოუ ადგილი. არადა ისე გვშიოდა, ისე, რომ აი გონება რომ გაქვს გადაკეტილი :)))

ამასობაში ერთი 4 ჯერ დავარტყით კრუგი იმ მიდამოებს, ბოლოს პიზა მოგვინდა, პიცა კი არა ყველაფერზე ვიყავით თანახმა უკვე ისე ვიყავით :))) ამიტომ შევედით "ფიორინო"–ში და ისე გაგიჟებულები ვეტაკეთ პიცებს, რომ ერთი 10 წუთი ყველა ჩუმად იყო და ჭამდა :))))


მოკლედ, მაგარი იყო !

In Love with Jazz (2)

The Greatest Trumphet Players EVER !!!


Miles Davis



Louis Armstrong


Chet Baker



and Dizzy :)



For more Photos, Visit http://www.jazzphotography.us/

Saturday, 8 November 2008

In Love with Jazz

Keith Jarrett, my Fav. in Jazz Piano :)



Thursday, 6 November 2008

Back to 5th Building (?)

ეს ცხოვრება რომ მოულოდნელობებითააა აღსავსე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი !

რაშია ახლა საქმე :

ხვალ ლექცია მაქვს თსუ–მე5 კორპუსში :))))) თან ინგლისურში !!!!

რას წარმოვიდგენდი ოდესმე, რომ იქ კიდევ მექნებოდა ლექცია,თან ინგლისურში. ამიტომააა ნათქვამი : "არასდროს თქვა"არასდროს"".

ხვალ ნოსტალგია მომაწვება, 5 წელი ( 4 წელი ბაკალავრიატი, 1 წელი მოსამზადებელი აბიტურიენტობისას) მანდ გავატარე და ბოლო გამოცდა რომ ჩავაბარე მეგონა, რომ სამუდამოდ მოვშორდი მაგ ბედკრულ კორპუსს, მაგრამ არა ! თურმე არა !

ძალიან საშინელებაააა!


უთო რატომაც მივაწერე Label-ში მიხვდება იმედია ბევრი :)))))))))))))

კაშმაააააააააააარ


P.S. თაკო, ნანო, ლეი ხო კითხულობთ ხოლმე ამ ბლოგს ? ხო გესმით ჩემი ? :)))

Tuesday, 4 November 2008

Just sleep ...

ცოტა უცნაური საღამოა დღეს, სინამდვილეში შეიძლება სულაც არ არის უცნაური,მაგრამ მე მეუცნაურება. რა ვიცი ...

ტკბილი მუსიკა ფონად, რა თქმა უნდა.

მუსიკა, რომელიც ბევრ რამეს გაგონებს.

მეზარება ახლა უნიზე წერა, იმ უაზრობებზე იქ რაც ხდება.

უაზრო ხალხზეც მეზარება წერა.



მიყვარს ჩემი ჭიქა, სადაც ახლა ლიმნიანი ჩაი ასხია. რამდენი ხანია ეს ჭიქა მაქვს და არც ვაპირებ გამოცვლას.

The only thing I want to do now is to sleep ...

Just sleep and sleep

Nothing more.

Sunday, 2 November 2008

Review-სავით :)

ვეცდები გავიხსენო რა მოხდა მნიშვნელოვანი ამ გასული 10 დღის განმავლობაში, ინტერნეტი რომ არ იყო.

რაც პირველი მომაგონდა ესააა ის, რომ პარიზის ოპერის ბილეთები დავბრონეთ 30 ში და ეს ფაქტი მე ძალიან მახარებს :))))

PhD–ის გამოცდა ჩავატარეთ ქორდიარდ მერიოტში და ერთმა აპლიკანტმა ლამის დაგვხოცა ყველა :))))

თეასგან წამოვიღე თათიას ქორწილის სურათები, ახლა დავრარე და ეკას გადავუგზავნე უკლებლივ ყველა :)

ვიკითხე ბევრი, ვუყურე ტელევიზორს საკმარისზე მეტ ხანს

ვინაიდან და რადგანაც ინტერნეტი თითქმის ყველას გათიშული გვქონდა, გადავედით კომუნიკაციის მამა–პაპურ საშუალებებზე როგორებიცააა ტელეფონი და ერთმანეთთან სიარული/ პირადი ვიზიტები :))))

წინა კვირას თბილისობა იყო და ჯგუფის ნაწილი შევიკრიბეთ ტრადიციისამებრ . შეხვედრის ადგილი : კალა და მარაკეში თუ რაღაცა ჯანდაბა ბარი, რომლის ნამცხვარიც ყველას მწარედ დაგვამახსოვრდა :))))) ინამ გადაგვაგდო და ასე შემდეგ. მაგდაც როგორც წესი ყველა ძალიან ვუყვარვართ,მაგრამ ვერ მოვიდა, ლეის სიცხე ჰქონდა, ანი ჩამომსვლელი არ იყო და ამიტომ 4 –ნი დავრჩით :)


მოკლედ ასე. მეტი ამ მომენტისთვის არ მახსენდება. თუ რამეა და აგერააა ბლოგი და ჩავწერ :)

...

ჯელინკი აღდგა!

I am back


:)