დღეს სახლში ყოფნის დღე იყო და ჯერ კიდევაც არის.
ახლა გემრიელი რაღაც გავიკეთე და კმაყოფილი ვჭამ ამ სალათას. სანამ სალათას გავაკეთებდი მანამდე ფრანგულის გაკვეთილებს ვუსმენდი, ძაან მომწონს ეს Listening-ები და გაღიმებული სახით ვუსმენ ხოლმე. Livemocha.com კი მივაგდე,მაგრამ დავუბრუნდები აუცილებლად. იქაც კარგი სავარჯიშოებია :)
მიხარია,რომ ჩემი ფრანგულის ცოდნა საშუალებას მომცემს პარიზში რომ გაქცეული მოვაბრუნო :))) ანუ რამე თუ დამჭირდა ვიკითხავ,მენიუში რაც წერია ისიც თავისუფლად მესმის და ნუ ელემენტარული მესმის, თან ყურში ქუჩაში რომ სულ ფრანგული მომხვდება ძირითადად, ასე თუ ისე გავარკვევ რაღაცას.
ახალი წელი უკვე გზაშია :) Santa is coming,ppl :)
ბავშვობიდან ვფიქრობ ხოლმე რას მომიტანს თოვლის ბაბუა,მაგრამ წელს უკვე მომიტანა დიდი საჩუქარი და ხმას არ ვიღებ :) ამაზე დიდი საჩუქარია არასდროს მოუტანია pour moi :) აი უკვე ფრანგულადაც მოდის თავში სიტყვები, c'est si bon :)
ჩემი iGoogle ლამაზად მოვაწყე, gadget-ები მივუმატე და ამაყად შევცქერი :) პარიზის ამინდიც დავუმატე :P უახლოესი 1 კვირის ამინდს რომ დავხედე,თავში უცებ წარმოვიდგინე რამდენი თბილი რამე უნდა წავიღო, რომ არ გავიყინო,მითუმეტეს,რომ ჩვენ მთელი დღე გარეთ უნდა ვიყოთ.
თან ვჭამ,თან საიტებს ვათვალიერებ იქნებ რამე იაფად ვნახო ბარი/კაფე სადაც ახალ წელს შევხვდებით. Cafe Costes-ის ნიუსები ვერ ვნახე,მაგრამ ვნახე Le Nouvel An au Buddha Bar,Le Nouvel An au Bound Bar და მომინდა :) მაგრამ ალბათ მაინც ეიფელთან ვიქნებით,ყვირილ–ხტუნაობაში :)))) but,anyway, ზედმეტი ინფორმაცია არავის წყენს.
http://www.buddha-bar.com/ ვრთავ ხოლმე ამ საიტს და გაისმის კარგი მუსიკა ...
2 comments:
Ra bednieri xaaaaaaaaaar
Rodis midixar?
9 დღეშიიიი :) 8 დღით :) მთელი სულით და გულით იქ ვარ უკვე :)))
Post a Comment