სახლში ვარ, გარეთ წვიმს და ავდარია, ჭიქაში გემრიელი წვენი მისხია, თვალებგანაბული ვსვამ და კმაყოფილი ვიღიმი :)
დღეს ძალიან ცხელოდა. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მაგრად დღეს დაცხა. მე კიდევ დილის 8 საათიდან გარეთ ვარ და დავიხრუკე, შევიწვი და დავიწვი. ძალიან დამცხა. აი ისეთ დონეზე დამცხა, უკვე არც წყალი და არც არაფერი რო აღარ გიშველის ადამიანს, გარდა თავზე ცივი წყლის დასხმისა.
ახლა ალბათ ცოტა აგრილდება.
Over the rainbow ჩავრთე სხვადასხვა შემსრულებლების შესრულებით და ვტკბები. სრული ნირვანაა. მთელი დღე ისე დავშტერდი, რომ ეს სიტუაცია ჩემთვის მისწრებაა ახლა, relax relax relax :)
ღიმილი ისე რა კარგი რამეა, ქუჩაშიც რომ ვინმეს დავინახავ ხოლმე მომღიმარს ძალიან მიხარია. ცხოვრება უფრო მშვენიერი ხდება.
გუშინ საბოლოოდ იმ დასვნამდე მივედი, რომ life is a shit, but still is a good thing. მთავარია ადამიანმა ისწავლოს ცოტათი მაინც როგორ აუაროს გვერდი ამდენ shit-ებს და რომ არ მოყვეს გაუგებრობებში და ათას უბედურებებში... თორემ ისე, ყველაფერს ეშველება. ადრე თუ გვიან ეშველება. უბრალოდ, ვერ ვითმენთ ხოლმე და სწრაფად გვინდა ყველაფერი. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი შეკვეთით არ არის ამ წუთისოფელში :)
2 comments:
hey!
როგორ ხარ???
ხო, ცხოვრება მართლაც რომ shit-ებით აღსავსე დროის პერიოდია და მეტი არაფერი.
ძალიან მაგრად ვარ :)
ახლა ერთ პოსტს გამოვაცხობ კიდევ :)
მაგეების გარდა ბევრი კარგი რამეცააა, პროსტა shit-ები რომ არ იყოს უკეთესი იქნებოდა
Post a Comment