ვარ 24 წლის და 1 დღის :)
23-ს შეჩვეული ვიყავი და ახლა 24 ცოტა მეხამუშება... ალბათ მგასაც შევეჩვევი.
წელს პირველად ვიყავი თბილისში ჩემს დაბადების დღეს. ძირითადად სულ ქალაქგარეთ ვარ ხოლმე გასული. მიუხედავად იმისა, რომ საშინელი ამინდი იყო, ყოვლად საშინელი (ქარი,წვიმა,სეტყვაც,ქარბუქი და რა აღარ) მაინც მოვიდნენ ჩემი მეგობრები და დედაჩემის გაკეთებულ ტორტთან და მარტინთან ერთად აღვნიშნეთ ესოდენ მნიშვნელოვანი დღე ჩემს ცხოვრებაში. ვიცინეთ, ვიჭორავეთ,რამოდემინე ფოტო გადავიღეთ და დავიშალეთ.
სამწუხაროდ, კიდევ ვინც მინდოდა, რომ მოსულიყო ისინი საქართველოში არ არიან...
მთელი დღის განმავლობაში იმდენმა ადამიანმა მომილოცა, რომ არც ვიცოდი ამდენს თუ ვიცნობდი საერთოდ... და ძალიან გამიხარდა, ერთი ეგ მიყვარს დაბადების დღეს ამდენ კარგ რამეებს რომ გისურვებენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი ნახევარი ან ახდება ან არა, ის ფაქტიც კარგია რომ ვიღაც ამდენ კარგ რამეს გისურვებს :)
ახლა გამახსენდა, რომ ეკას Goodbye Party-ზე არ დამიწერია არაფერი.
კოჯორში გაიმართლა ეკას Goodbye Party, შაბათს ანუ 25 ივლისს.
შევიყარეთ ყველანი ერთად კოჯორში, ადგილას, სადაც მეც და ბევრს სხვასაც კარგი მოგონებები გვაქვს... იყო დრო, რომ მე, თეა და ეკა ერთად ვისვენებდით და იმ დღესაც ამ ძველ დროს ვიხსენებდით. კარგი საღამო იყო, ცოტა სევდანარევი.
ყველანი ერთად :)
გამოვემშვიდობეთ ეკას და ახლა უკვე ლაიდენშია და ზის და დიპლომს წერს :)
ჩვენ კიდევ აგერ ფოტოები დაგვრჩა და ეს დღეებია სულ ვათვალიერებ რეგულარულად...
ეკ, რა კარგი იყო აქ რომ იყავი ...
კარგი კი არა ძალიან კარგი...
2 comments:
ძალიან თბილი ადამიანი ხარ და უბრალოდ მინდა გითხრა, რომ როდესაც ვიღაცა შენ ვერ დაგაფასებს, გახსოვდეს, რომ ეს იმათი დანაკლისია და არა შენი :)
თბილისში მეც ვიყავი ჩამოსული ისე ამას წინებზე...
<3
მაგას რომ მეუბნები ხოლმე მიხარია :)
Post a Comment